ორიოდ სიტყვა სიტი პარკის დაცვისათვინ

გაანებეთ ამ სიტიპარკს თავი! არ გაახურეს კაცო?

რა სისულელეებს ლაპარაკობს ყველა – ხალხის რეკეტი არა ოხრობა.

მშვენიერი მომსახურება აქვთ, ძალიან კმაყოფილი ვარ ყველაფრით – ფასიც ნორმალურია, სავსებით საკმარისია პარკინგის ადგილებიც, მშვენივრად მუშაობს ევაკუატორიც და მიყავთ ყველა, ვისაც არასათანადო ადგილას ყავს გაჩერებული მანქანა.

logo

წყარო: ct-park.ge

მოგახსენებთ, რომ 15 წელიწადია მყავს საკუთარი მანქანა, აქედან 5 წელია რაც სიტი პარკთან მაქვს საკმაოდ კარგი ურთიერთობა (2009 წლიდან შემოვიდა ხომ? თუ 2010 წლიდან?).
სტაბილურად ვჯარიმდები წელიწადში 10-20 ლარით (ერთი-ორჯერ) და არცერთხელ ამ 5 წლის განმავლობაში ჩემი მანქანა არ გადაუყვანიათ საჯარიმოზე – უბრალოდ იმიტომ, რომ არც მანქანის გაჩერება არ მეზარება ხოლმე დანიშნულების ადგილიდან შორს და არც ფეხით გასეირნება.

ობიექტურობის გულისთვის, მოვიყვანოთ კრიტიკოსების მოსაზრება:
1. ძვირია პარკინგის ადგილი
2. ევაკუატორით წაყვანილი მანქანის გამოყვანაც ძვირია
3. სადაც მინდა, იქ უნდა გავაჩერო და მკიდია სიტი პარკი
4. ეს სტაიანშიკები მაშინ რაღატომ დგანან
5. პარკინგის ადგილები არაა საკმარისი
6. პარკინგის ადგილები ზოგიერთ ტროტუარზეა დამატებული და ფეხით მოსუარულეებს მანქანები ემუქრებიან
7. მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, სიტი პარკს უნდა ჩაედო გარკვეული ინვესტიცია ქალაქის პარკინგის ადგილების განვითარებაში.

მოკლედ, 1 და 2 პუნქტზე ადვილია პასუხი – დღესდღეობით, ამაზე იაფი პარკინგის წლიური საშვი და საჯარიმოდან მანქანის გამოყვანა არცერთ განვითარებულ ქვეყანაში არაა. ჩვენ ხომ ევროპა და კარგი ცხოვრება გვინდა – შესაბამისად, განვითარებულ ქვეყნებს უნდა ვედრებოდეთ და არა ბანანის რესპუბლიკებს.

კიდევ ერთი არგუმენტი 1 და 2 პუნქტის პასუხად – თუ პარკინგის საშვის გადასახადი, წელიწადში 50 ლარი არ გაქვს, 6 თვეში ერთხელ შეგიძლია 25 ლარი გამონახო. ეს არის 4,17 ლარი თვეში. ანუ 1.05 ლარი კვირაში. ანუ ყოველ კვირას, ნახევარი ლიტრით ნაკლები საწვავი უნდა ჩავასხათ მანქანაში.
ხოლო რაც შეეხება პარკინგის საჯარიმოდან მანქანის გამოყვანას – 60-70 ლარი უნდა ჯდებოდეს ეს სიამოვნება. რეალურად შესაძლებელია ამის საერთოდ თავიდან აცილება – უბრალოდ, არ გააჩერო იქ, საიდანაც იცი, რომ წაიყვანენ მანქანას 🙂 შეხედე საგზაო ნიშნებს, როგორ არის დახაზული პარკინგი, როგორ უნდა დააყენო შენი მანქანა და ასევე, დებილი ნუ იქნები და ინვალიდების ადგილზე ნუ გააჩერებ – ძალიან მარტივად ხდება ეს ყველაფერი.

3 პუნქტი არის სწორედ ის, ქართული ხასიათის გამოვლინება, რომელსაც ებრძვის თითოეული საღად მოაზროვნე ადამიანი და რისი გამოსწორებაც გვინდა ყველას – ქართველმა ხალხმა უნდა ისწავლოს წესრიგის სიყვარული და სხვისი პატივისცემა.

აქ იგულისხმება, რომ სადაც მიდიხარ შენი საყვარელი მანქანით, 5-10 წუთით ადრე უნდა მიბრძანდე და გააჩერო ოდნავ მოშორებით. სულაც არაა სავალდებულო, რომ კინოში შეყვარებულის წაყვანისას ზუსტად სეანსის დაწყების დროს მიხვიდე და პირდაპირ კინოს შესასვლელში გააჩერო. ასევე არაა სავალდებულო, რომ შენ ფეხით გავლა გეზარებოდეს და ამაში სიტი პარკს ადანაშაულებდე, ან კიდევ უარესი – უბრალოდ ამბობდე: “რა ვქნა, მანქანის გასაჩერებელი ადგილი არააო”.

4 – სტაიანშიკებს რაც შეეხებათ, მეც ძალიან მაღიზიანებს, კიდევ რომ არსებობენ და მინი-რეკეტის სახე რომ მიეცა ამ ყველაფერს. მაგრამ რას იზამ – ხალხი ისე ირჩენს თავს, როგორც შეუძლია. ხანდახან 20-50 თეთრს ვაძლევ ხოლმე. ხანხადან კი დამიჯერებია სტაიანშიკისთვის და დავჯარიმებულვარ კიდეც სიტი პარკის მიერ 🙂

5 – ზოგადად საკმარისი ბევრი რამე არაა ამ ქალაქში – საცხოვრებელი ფართები, გამწვანებაც არაა საკმარისი, გასართობი ადგილები არაა, სკვერები და ბაღები არაა საკმარისი, კონცერტები და სპექტაკლებიც არაა ხოლმე საკმარისი – პარკინგიც, შესაბამისად, არ გვყოფნის ყველას. ზუსტად იგივე სურათია ნებისმიერ დიდ ქალაქში, რომელიც იზრდება, ვითარდება და სადაც მოსახლეობა იმატებს (ასევე, იმატებს ამ მოსახლეობის შემოსავლებიც). ეს ასეა და ამას ვერ გაექცევი ვერსად – მთავარია, დროულად ვიზრუნოთ და ვამატოთ ხოლმე ახალ-ახალი ადგილები მანქანის გასაჩერებლად, ასევე მიწისქვეშა პარკინგები ვაკეთოთ ახალ აშენებულ კორპუსებში, ახალი აშენებულ ქუჩები კი საკმარისად განიერი უნდა იყოს, რომ დაიტიოს მანქანის გასაჩერებელი ადგილები.

6 – ტროტუარზე არ ვარგა პარკირება, რა თქმა უნდა. ეს როგორც წესი, განიერ ტროტუარებზე ხდება და ამის გამოსწორებაც შეიძლება – მოვშალოთ განიერი ტროტუარი და გადავაკეთოთ, დავტოვოთ ნორმალური ზომის ტროტუარები ფეხით მოსიარულეებისათვის, მანქანების გასაჩერებელი ადგილი კი ქუჩის საავტომობილო სავალ ნაწილს დავამატოთ. პრობლემაც მოხსნილია 🙂

7 – აი ეს კი, ნამდვილად დანაშაულია. თუ სახელმწიფოსთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად კომპანიას აღებული აქვს ვალდებულება, რომელიც არ შესრულდა, ამაზე პასუხი უნდა აგოს სამმა უწყებამ:
I – სიტი პარკმა – იმ კომპანიამ, რომელმაც გააფორმა ხელშეკრულება და დაარღვია ვალდებულება;
II – მერიამ – იმ სახელმწიფო ორგანომ, რომელმაც არ გააკონტროლა ხელშეკრულების ჯეროვნად შესრულება;
III – დაბოლოს, კონრტოლის პალატამ – იმ სახელმწიფო მაკონტროლირებელმა ორგანომ, რომელიც ამოწმებს სახელმწიფო ორგანოს, რომელსაც უნდა ეზრუნა ხელშეკრულების ჯეროვნად შესრულებაზე.

photo_2

წყარო: ct-park.ge

კიდევ ბევრი რამის დაწერა შეიძლებოდა იმაზე, თუ რა ძვირია ლონდონში პარკინგი, ან ბერლინში, ან ნიუ-იორკში. კიდევ იმაზე, რომ თუ არ შეგიძლია მანქანის შენახვა (ფინანსურად), საერთოდ არ უნდა იყოლიო მაშინ ავტომობილი (ეს ყველაფერს ეხება – რისი ფულიც არ გაქვს, იმაზე არც უნდა გაიქაჩო).
მაგრამ ეს არგუმენტები ზედმეტია და არაფერს ნიშნავს, ამიტომ დავივიწყოთ და დაველოდოთ კომენტარებში გამოთქმულ მოსაზრებებს (ვეჭვობ, რომ ძირითადად სიტი პარკის ლანძღვა იქნება).

Advertisements

>My next car

>უკვე რამოდენიმე ხანია ვფიქრობ მანქანის გამოცვლაზე.
მართალია, ჩემი ახლანდელი მიცუბიში გალანტი მხოლოდ შარშან ვიყიდე, მაგრამ მაინც – ისევ აუდი მინდა.

ვეძებ სხვადასხვა ვარიანტებს – სუბარუ, რეინჯ როვერი, აუდი და ფოლქსვაგენი.

მაგრამ ამ რეკლამის ნახვის შემდეგ დავრწმუნდი, რომ ჩემი შემდეგი მანქანა აუდი იქნება!

>ICON Aircraft

>თქვენ დიდ და საცობებით გადატვირთულ ქალაქში ცხოვრობთ?
დილა-საღამოს რამდენიმე საათს ატარებთ სხვადასხვა საცობებში?
გაწუხებთ სმოგი?

თუ კი – მაშინ ჩვენი კლიენტი ყოფილხართ!

როგორ მოგწონთ მომავლის ტრანსპორტი?

>რა ღირს სანომრე ნიშნები?

>”საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების” შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად სახელმწიფო სანომრე ნიშნებზე დადგენილია შემდეგი საფასურები:

1. სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა, 2-14 პუნქტებით განსაზღვრული შემთხვევების გარდა, აგრეთვე დაკარგული ან დაზიანებული სახელმწიფო სანომრე ნიშნის აღდგენა – 28 ლარი;

2. სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა, რომლის ლათინური შრიფტის სამივე ასო იდენტურია, ხოლო ციფრების კომბინაცია იცვლება 001-დან 009-ის ჩათვლით – 600 ლარი;

3. სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა, რომლის ლათინური შრიფტის სამივე ასო იდენტურია, ხოლო ციფრების კომბინაციაა: 111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888, 999 – 800 ლარი;

4. სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა, რომლის ლათინური შრიფტის სამივე ასო იდენტურია, ხოლო ციფრების კომბინაციაა: 100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800, 900 – 400 ლარი;

5. სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა, რომლის ლათინური შრიფტის სამი ასოდან ორი იდენტურია, ხოლო ციფრების კომბინაცია იცვლება 001-დან 009-ის ჩათვლით – 500 ლარი;

6. სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა, რომლის ლათინური შრიფტის სამი ასოდან ორი იდენტურია, ხოლო ციფრების კომბინაციაა: 111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888, 999 – 700 ლარი;

7. სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა, რომლის ლათინური შრიფტის სამი ასოდან ორი იდენტურია, ხოლო ციფრების კომბინაციაა: 100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800, 900 – 300 ლარი;

8. სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა, რომლის ლათინური შრიფტის სამივე ასო არაიდენტურია, ხოლო ციფრების კომბინაციაა: 001, 002, 003, 004, 005, 006, 007, 008, 009 – 200 ლარი;

9. სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა, რომლის ლათინური შრიფტის სამივე ასო არაიდენტურია, ხოლო ციფრების კომბინაციაა: 111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888, 999 – 250 ლარი;

10. სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა, რომლის ლათინური შრიფტის სამივე ასო არაიდენტურია, ხოლო ციფრების კომბინაციაა: 100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800, 900 – 150 ლარი;

11. სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა, რომლის ლათინური შრიფტი შედგება პირისათვის სასურველ ასოთა კომბინაციისაგან – 10 000 ლარი;

12. სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა, გარდა 1-10 პუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა, რომლის ლათინური შრიფტის სამივე ასო იდენტურია, ხოლო ციფრები შედგება პირისათვის სასურველი კომბინაციისაგან – 350 ლარი;

13. სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა, გარდა 1-10 პუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა, რომლის ლათინური შრიფტის სამი ასოდან ორი იდენტურია, ხოლო ციფრები შედგება პირისათვის სასურველი კომბინაციისაგან – 300 ლარი;

14. სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა, გარდა 1-10 პუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა, რომლის ლათინური შრიფტის სამივე ასო არაიდენტურია, ხოლო ციფრები შედგება პირისათვის სასურველი კომბინაციისაგან – 250 ლარი;

15. სატრანზიტო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა – 18 ლარი;

16. მოტოციკლის, მისაბმელისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სანომრე ნიშნის გაცემა – 14 ლარი;

მექანიკური სატრანსპორტო საშულებათა გასხვისების შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, პირი სანომრე ნიშანს აბარებს სარეგისტრაციო სამსახურს.

სარეგისტრაციო სამსახური ვალდებულია ჩაბარებული სანომრე ნიშანი, რომელზეც “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შსს-ს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად დაწესებულია საფასური არანაკლებ 100 ლარის ოდენობით, შეინახოს არა უმეტეს 6 თვის ვადით და ამ ვადაში დადგენილი წესით უზრუნველყოს მისი იმავე პირზე უსასყიდლოდ გადაცემა.

მე-11 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო სანომრე ნიშანი პირს გადაეცემა სამუდამოდ.

წყარო