>ლუდი, ქვესკნელი და მეტრო

>გუშინ დამაბრალა დოდკამ, დვორსკი აღარ წერსო.
მართალია.
ამის საპირისპიროდ, რამდენიმე უცხოელი ჟურნალისტისგან ვიცი, შენ ხარო ერთ-ერთი აქტიური და ბებერი და ცნობილი ქართველი ბლოგერიო.
ესეც მართალია 😉

ხოდა ბევრი დრო არ მაქვს, მოგეხსენებათ – ოჯახი, სამსახური, პლიუს ფილმები სანახავი და წიგნები წასაკითხი… ბლოგისთვის ცოტა დრო მრჩება.
თუმცა გუშინდელი ამბავი მინდა მოგითხროთ.

მოკალათდით სავარძლებში, დაანთეთ ბუხრები (ცივა), მოიყვანეთ თქვენი ერთგული ლაბრადორი (ძაღლი) ან სიამელი (კატა), დაისხით ცოტა ვისკი (კონიაკი, წითელი ღვინო), გადაიფარეთ პლედი და მოუსმინეთ ლუდის ამბავს 🙂

ლუდი უძველესი ხანიდან არის ცნობილი კაცობრიობისათვის. ჯერ კიდევ ძველი ეგვიპტელები ბლაბლა ბლა ბლაბლაბლა ბლა.

დღეს მას ალკოჰოლური სასმელი აღარ ქვია, არამედ გამაგრილებელ სასმელთა კლასიფიკაციაში გადის. ლუდის ხარშვის სხვადასხვა ტექნოლოგია ბლა ბლაბლაბლა ბლა ბლაბლა.

საქართველოში ლუდი ორნაირი არსებობს – ტრადიციული, თუშური, და თბილისურ/ქუთაისურ/ბათუმური “ბარის პივა”.

ეს გამოთქმა ძალიან მაგონებს ”კოფეს კოფეს”, თუმცა ამაზე მოგვიანებით.
არსებობს კიდევ ”იმპორტული” პივა, თუმცა ამაზეც მოგვიანებით 🙂

დღეს საქართველოში ლუდს აწარმოებს რამდენიმე ეროვნული (ეროვნული მხოლოდ დასახელებით, თორემ აქციებით უცხოურია) კომპანია: ბლა, ბლაბლა, ბლაბლაბლა და ბლა.

ბევრი რომ არ ვილაპარაკო, გუშინ მეგობრებთან ერთად ”შევიკრიბე” და ”განვლაგდი” თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ პრიოსპექტზე, სადაც არც მიტინგი, არც საკანი, არც პოზიცია და არც ეს გულისამრევი და საზიზღარი კაცი კორკოტა არ ”სუფევდენენ” (კორკოტას მართლა ვერ ვიტან, გული მერევა, გუშინდელი კადრები არაფერ შუაშია ამასთან).

ხოდა მოკლედ ამ ცენტრალურ პროსპექტზე არის ერთი პატარა ლუდის ბარი. ქართული ”ბარის პივის” ”პივნოი ბარი”. ადრე ძალიან კარგ ადგილას იყო, შესვლაც გესიამოვნებოდა, დალევაც და შემწვარი ბარაბულკას (თუ ბარაბულკის?) ჭამაც. ეხლა კი ადგილი შეუცვლიათ და ერთს საკმაოდ შეუხედავ და ცივ სარდაფში განლაგებულან.

ხოდა უნდა ვაღიარო, რომ ლუდი მართლაც გემრიელი იყო. მხოლოდ ლუდი, მეტი არაფერი. ციოდა, მთვრალი ბიძები ღრიალებდნენ გვერდზე სუფრებზე და საერთოდ არასასიამოვნო გარემო იყო შექმნილი. ყველაზე მაგარი კი, რამაც დააგვირგვინა ჩვენი საღამო, იყო… უეცარი ზანზარი. ხო, უცბად ყველაფერი აზანზარდა, თან ისე, რომ მიმტანებიც, კლიენტებიც და უბრალო გამვლელებიც კი ერთი ხელით მაგიდებს ჩააფრინდნენ, მეორეთი კი ადვილად მსხვრევადი კათხები, ბოთლები და ჭიქები ”გააკავეს”.

გაკვირვებაც კი ვერ მოვასწარი, ისე მალე დამთავრდა ყველაფერი. ეგ რა არისო, მითხრეს – შენ ის უნდა ნახოო, როცა ორივე მატარებელი ერთდოულად გადის გვირაბშიო…

წარმოგიდგენიათ? ჩემს გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა – მეტროს გვირაბის თავზე ვიჯექი თურმე და ლუდს მივირთმევდი. სოსოსავით გამომივიდა, მიწისზედა მივლინების ქვითარი მაკლდა და ერთი კარგი მარკშეიდერი…

უფრო იუმორისტულად მინდოდა ამ ამბის აღწერა, მაგრამ დღეს სხვა ამბავი გავიგე – თურმე აი ის, იმ ბანძი პროექტის ბანძი შენობა რომ ჩამოინგრა ვიღაც დედამოტყნული პრარაბის და მშენებლების რემონტის გამო (თურმე პირველ თუ მეორე სართულზე საყრდენი კედელი გამოუცლიათ ამხელა შენობისთვის), ორი ბიჭი დაიღუპა, და ერთი გოგოც ძალიან დაშავდა. ამ სამიდან ორს ვიცნობდი თურმე… მერე გავიგე, მოგვიანებით. ნიკაზე ძალიან დამწყდა გული…
შენ კი გამაგრდი, Iron Fish!

P.S. პოსტში გამოყენებულია თანამედროვე ქართველი ჟურნალისტების საყვარელი ”მარგალიტი – ტერმინები”. ყველა პრეტენზიით მიმართეთ მათ, ასევე მათ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს. ასევე მათ რედაქტორებს. 🙂

Advertisements

>ხხხ

>ვიცი, ვიცი – ძალიან უზრდელური და საერთოდ, ”პახაბნი” რეკლამაა.

არ მცემოთ.

მარა მაგრად მომეწონა და…

>სანამ გაფრინდები.

>…
1 გლინტვეინი

2 ჭიქა წითელი მშრალი ღვინო

2 კათხა ლუდი

1 რედ ბული არყით

1 კათხა ლუდი

1 რედ ბული არყით

1 ჭიქა ჯონი უოკერი

1 ყავა – ამერიკანო

1 ყავა – კაპუჩინო

1 ყავა – აეროპორტში

>Bitburger – Bit Copa

>


ძალიან ფერადი და ლამაზი რეკლამა – ლუდი ბიტბურგერი ბრაზილიაში