>reunion

>

უფლისციხე, სადღაც 1989

ქართველობა ძნელია, ნამდვილად.

თუმცა, ძალიან გემრიელია.

წარმოიდგინეთ, ძნელი ქართული სუფრისა და ძნელი სადღეგრძელოების, ასევე ძნელი მეორე დილა რა ცუდად თენდება, მაგრამ რა კარგად და გემრიელად შეიძლება შეხვდე მეგობრებს, შეხვიდეთ ”შემოიხედე გენაცვალეში” ან ”მასპინძელოში” (ისე, რა იდიოტური და გოიმური, დებილური, სოფლური სახელები ქვია), შეუკვეთო ხაში, ლუდი, ცოტა არაყი, ცოტა მწვადი, ხაშში ჩაყარო ნიორი, რძე ჩაასხა, ბლომად მარილი მოაყარო, ერთი ღრმად ჩაისუნთქო და…

მოკლედ, ძალიან კარგად გამოვედით რა…
ქართულად პახმელია როგორაა? ნაბახუსევი? ნაბახუსევს გამოვედი? 🙂

კაკოი უჟას, ქართული ენა სასწრაფოდ უნდა გავამდიდროთ ახალი სიტყვებით. ისევ ქართულით, რა თქმა უნდა, მაგრამ არა 500 წლის წინანდელი ტერმინებით, ან ხელოვნურად მოგონილი ცისმთქვლეფიებით და ყელფანრუდებით 🙂

რაც მთავარია, გუშინდელი საღამო უბრალო სმა და ღრეობა კი არ იყო, არამედ ძალიან საყვარელი კლასელების შეკრება 🙂 მაგრად ვიხალისეთ, თანმიმდევრობით ყვებოდა ყველა თავის ცხოვრებაზე ბოლო წლებში, ოჯახურ მდგომარეობაზე, სამსახურზე ან ბიზნესზე, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე… ყოველი სადღეგრძელოს მერე ახალ-ახალ წრე ახალ თემაზე… 🙂

მოკლედ, როგორც ბატონი დ. იტყოდა: ეს კარგია, ეს არ არის ცუდი.

Advertisements

>დილა მშვიდობის!!!

>ვისთვის საღამოა, და ვისთვის კი – დილაა!!!

12-საათიანი, გადასარევი, გასაგიჟებელი და ძალიან საკაიფო საღამო იყო გუშინ 🙂

ხალხი, რომელიც 12 წელიწადია არ გინახავს, და მანამდე კი მთელს შენ ცხოვრებას და სამყაროს შეადგენდნენ.

ნუუ, მთელს არა, მაგრამ ძალიან დიდი ნაწილს.

დეტალების აღწერა მეზარება. მოგეხსენებათ, გუშინ რაც ხდებოდა, ამინდიც არეული იყო, პოლიტიკურ ძალთა ბალანსიც, საზოგადოებაში ვნებები დუღდა, ჩვენ კი ბუხართან ვისხედით და ბავშვობას ვიხსენებდით…

ასეთი სხვანაირები, და მაინც ერთნაირები… შეცვლილები და ზუსტად ისეთები, როგორებიც ვიყავით ბავშვობაში…

მოგონებები, ისტორიები, ამბები… ყველას თავისი, და სადღაც მაინც საერთო… მოხეტიალე და ერთ ადგილზე მჯდომი… ათასი რამ გამოვლილი, და მხოლოდ ორი სიტყვით მოსაყოლი…

რაც მთავარია, იმ ორ სიტყვაშიც რომ გიგებენ…

ძალიან კარგი იყო, ძალიან. საღამოს ექვსიდან დილის ექვსამდე. სამი სხხვადასხვა ადგილი გამოვიცვალეთ, და მაინც, კიდევ მინდა.