>Iron Man 2

>

ნახეთ ფილმი:

http://vk.com/video_ext.php?oid=1251403&id=151132190&hash=c6ed02dd30328dbc&hd=1

Advertisements

>Shichinin no Samurai – შვიდი სამურაი

>ბავშვობაში ძალიან მიყვარდა ეს ფილმი.

ბევრმა არ იცის, რომ ვესტერნი ”შესანიშნავი შვიდეული” სწორედ აკირა კუროსავას ამ შედევრის ”რიმეიქია”.

ფოტოზე: ტოსირო მიფუნე, შესვენება გადაღებების დროს

>ქართული ფილმი = ქართულ ფეხბურთს

>

ბოლო დროს ქართული კინოს აღორძინებაზეა საუბარი – იღებენ ახალ-ახალ ფილმებს, რომლებიც ალაგ-ალაგ რაღაც-რაღაცეებსაც იგებენ კიდევაც.

ამ ახალი ფილმებიდან მხოლოდ ”გასეირნება ყარაბაღში” და ”რაც ყველაზე ძალიან გიყვარს” მაქვს ნანახი.

ფილმები ”ყარაბაღი 2 – კონფლიქტის ზონა”, ”სუბორდინაცია” და სხვა მრავალი რატომღაც აღარ მომინდა რომ მენახა (თუმცა, ”ცამეტზე” ამბობენ, რომ კარგი ფილმიაო. ეგეც იმიტომ რომ არა ქართული, არამედ ფრანგულია).

წლევანდელ დიდ პრემიერებზე კი არაფერს ვიტყვი, უბრალოდ გთავაზობთ გაეცნოთ შემდეგ რეცენზიებს:

ნიკო ნერგაძე ფილმზე ”ყველაფერი კარგად იქნება

ციტატა: ფილმის ბოლოსკენ თვალში ფანქრის გათხრა გინდება. ცოტა მაინც რომ გაერთო.

გიორგი ჯიბლაძე ფილმზე ”თბილისური love story

ციტატა: ფეხმძიმედ, აფექტი, გააჯვიო, ჯადო, ახვარი, წამალი, ტირის, მორჩა.

>Push Me!

>დიდი ხანია აღარ მომისმენია ქართველი შემსრულებლების მიერ ნამღერი ასეთი კარგი სიმღერა.

მაგრად მომეწონა მუსიკაც, ტექსტიც (well, you know…).

იდეაში ფილმიც საკაიფოა – რაც ყველაზე ძალიან გიყვარს.

მოუსმინეთ სალომე კორკოტაშვილს და აჩიკო გულედანს – Push me.

http://www.divshare.com/flash/playlist?myId=7399162-7c8

ან გადმოიწერეთ!