კაცობრიობის გადაშენება

მგონი, არავის არ ეწყინება, კაცობრიობა რომ გადაშენდეს.

დედამიწა, ბუნება, გარემო, ცხოველთა სამყარო – ყველა და ყველაფერი შვებით ამოისუნთქვებს.

Advertisements

>სიითი შემადგენლობა

>

სურათი: გუგლის ძიებიდან სიტყვებზე “სიითი შემადგენლობა

ასაკთან ერთად ადამიანს გამოცდილებაც ემატება.
სამაგიეროდ, ტვინის უჯრედები კვდება და წაკითხულს, ნანახს, ნასწავლს და გამოცდილს ვეღარ იმახსოვრებ.

აი, ასეთია ადამიანობის პარადოქსი – გამოცდილება გემატება, მეხსიერება კი გაკლდება.

კიდევ სხვა რამეებიც გაკლდება – კალციუმი ძვლებში, ენერგია და ატფ, გაკლდება ასევე ხალისი და სილაღე. სურვილებიც გაკლდება და უფრო მეტად რეალისტი ხდები. იხსენებ, როგორ დაფრინავდი შენს ოცნებებში, როგორ იპყრობდი აუღებელ მწვერვალებს და გეცინება.
ეხლა შენთვის სულ სხვა მიღწევებს აქვს მნიშვნელობა და იდუმალი, აუსრულებელი სურვილების დევნას მომავალ თაობას უთმობ.

სამაგიეროდ, მშვიდად ზიხარ და აკვირდები, უსმენ, ითვისებ და აანალიზებ გარშემო მიმდინარე პროცესებს. და ერთ რამეს ხვდები – ეს მარტო ადამიანური პარადოქსი არაა, ზოგადად საკაცობრიო პრობლემაა ის, რომ დროსთან ერთად თითქოს გამოცდილება და ცოდნა გვემატება, მაგრამ სამაგიეროდ მეხსიერება გვიმოკლდება და უფრო მეტი რამ გვავიწყდება კიდეც…

ვეღარ ვიხსენებ:

  • ვინ მინდოდა გამოვსულიყავი, როცა გავიზრდებოდი
  • რომელი ზღაპრები მიყვარდა
  • რა ქვეყნებში მინდოდა მემოგზაურა და რატომ
  • რომელი დღესასწაულები მომწონდა
  • რატომ მიყვარდა ტკბილეული და არ მიყვარდა წვნიანი (ვერ ვიტან, როცა ქართულად “სუფს” ეძახიან)
  • რა მოხდა ჩემს დაბადების დღეზე (და კონკრეტულად, რომელზე), რის გამოც შემზიზღდა ეს დღე
  • რამდენი წიგნი მაქვს წაკითხული
  • რამდენი მეგობარი დაკარგული
  • რამდენი აუსრულებელი ოცნება დამრჩა
  • ან რამდენი ამისრულდა

კიდევ ბევრ რამეს ვეღარ ვიხსენებ, მაგრამ ამის სიასაც ვერ ვწერ – დამავიწყდა…

>Last Days on Earth

>კაცობრიობისა და სამყაროს მომავალი – 7 სხვადასხვა შესაძლო სცენარი…

ფილმის ხანგრძლივობა – 1:22:22 სთ.
ინგლისურად.

დაუფიქრდით…

http://video.google.com/googleplayer.swf?docId=-3553079034810235653&hl=en

ავტორებისაგან:

The world’s top scientists describe seven riveting scenarios detailing the deadliest threats to humanity. Some can destroy the planet, others have the ability to render us extinct, and all have the power to destroy civilization. “Last Days on Earth” goes beyond science fiction to science fact. Using state-of-the-art visual effects, it will take viewers on a journey that is both breathtaking and terrifying, from the outer reaches of the universe to the inner world of DNA, with an around-the-globe tour in between.

>ივნისი

>

ფოტოს ავტორი: ერიკ ნგუიენი

აი, დადგა ივნისიც.

fuck it

გაზაფხული ძალიან ცოტ ხანს გაგრძელდა – მგონი სულ რაღაც ორი თუ სამი საათი.
ეგრევე დაცხა და ზაფხული მოვიდა.

დაითრგუნა ხალხი.

რა ყველაფრით უკმაყოფილოები ვართ ეს ქართველები – ზამთარში გვცივა, ზაფხულში გვცხელა, მეზობლები არ მოგვწონს, სამსახურები არ გვევასება, ხელფასი არ გვყოფნის, მეგობრებს ვჭორავთ, სექსი – არა გვაქვს, და ამ დროს რაღაცეები გვინდა, აი, ისეთი…
აღმატებული და მაღაფარდოვანი – შეკითხვები წიპა:

  • რატომ გავჩნდით ამ ქვეყანაზე?
  • რა დანიშნულება აქვს ადამიანს სამყაროში?
  • საიდან წარმოიშვა ცხოვრება? (ნუ ამ შეკითხვის ადრესატები ისინი არ არიან, ვისაც სჯერა, რომ დინოზავრები არ არსებობდნენ, სამყარო 5 000 წელზე ცოტა მეტი ხნისაა და რომ კაცობრიობა ორი ადამიანისაგან გამრავლდა).

ხოდა რას ვამბობდი – თქვენ თითონ არ იცით, ვინ ხართ, და რა გინდათ, და გარეთ ეძებთ?
საკუთარ, პატარა დანიშნულებას მიხედეთ – რატო გამოდიხარ ყოველდღე სახლიდან, იმაზე იფიქრე, და მერე აიხედე ზევით.

აი მე ვიცი რატომაც გამოვდივარ სახლიდან ყოველდღე, და რატომ ვარ აქ, და რა მინდა, და რა უნდა გავაკეთო. და მაცადეთ.
თქვენ პატარა სირულ საქმეებს მიხედეთ.

(და აი იმ, ზემოხსენებული შეკითხვის ადრესატები ვინც არ ხართ, ძალიან გთხოვთ, ნუ გამოგვეხმაურებით)