5 რამ მოძალადე კაცებზე

10313512_758029940954751_7365150843809752011_n

დღეს არის 25 ნოემბერი, ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე – და რისი თქმა მინდა:

1. კაცი, რომელიც ქალზე ძალადობს, ამით თავის სიძლიერეს კი არ ამტკიცებს, არამედ თავის სისუსტეს უსვამს ხაზს.

2. ამ აგრესიული ენერგიის გამოყოფა სინამდვილეში შეიძლება არა კონფლიქტის, არამედ პროდუქტიულობის სახით – სამსახურში, კარიერაში, ბიზნესში, სპორტში… მაგრამ ეს მხდალი კაცები სინამდვილეში გაურბიან ამას – იმიტომ რომ დამარცხების ეშინიათ. მათ არ იციან წაგება და, შედეგად, საერთოდ აღარ მონაწილეობენ არანაირი სახის შეჯიბრებაში. ერთადერთი სახის კონფლიქტი კი, სადაც კაცი 100%-ით გამარჯვებული გამოვა – ესაა კონფლიქტი ოჯახში, ესაა ცოლისა და შვილის ცემა, ჩაგვრა, დამცირება.

3. მეორე პუნქტიდან გამომდინარეობს იგივე “ქალიშვილობის” საკითხთან დამოკიდებულება – ქალს როგორ შეიძლება, ვინმე ყოლოდა ჩემამდეო, ამბობენ. ესეც ხომ შეჯიბრია, რისიც ქვეცნობიერად ეშინიათ “ჯიგიტებს” – ვაითუ, ჩემზე უფრო მაგარი ტიპი ყავდა ადრე შეყვარებულიო (ან საყვარელზე ხომ საერთოდ, ლაპარაკიც ზედმეტია). იმას კი ვერ ხვდებიან, რომ ამ წუთას იმ ქალის რჩეული თვითონ არის – გამორიცხავენ იმას, რომ ქალს საკუთარი ნებით შეუძლია აირჩიოს კაცი.

4. დაბოლოს, მოძალადე კაცების უმეტესობა მხოლოდ ცოტა ხნის განმავლობაში ახერხებს რომ ატეროროს ცოლი და შვილები. სიბერეს ძაღლივით მშიერი და უპატრონოები ამთავრებენ – იმიტომ რომ ეგეთი კაცი არავის არ ჭირდება, პირველ რიგში კი მისი ოჯახის წევრები ამბობენ მასზე უარს.

5. მეხუთე პუნქტი თქვენ დაამატეთ. აბა, გისმენთ!

Advertisements

>ის შავი კაცი ვინ იყო, ჰა?

>

>Он – 13 (3)

>
Смотрел на играющих детей.

რაღაც ნაზავი იყო სპორტის სხვადასხვა სახეობებისა.
მხიარულობთ, ბავშვებო?

ხვალ აღარ გაუხარდებათ. არაფერი. ნუ, ხვალ თუ არა, ოდესღაც მაინც გაიზრდებიან.

ეს ბიჭი ნარკომანი გამოვა და ძალიან ახალგაზრდა მოკვდება. ეს კი – მთელი ცხოვრება იწვალებს, ვერაფერს მიაღწევს, გამწარდება და მკვლელად გადაიქცევა – სამყაროზე რომ შური იძიოს. ეს გოგო გაბოზდება ალბათ. ან კიდევ უარესს იზამს. სიმპატიური გოგოა და ბევრ გულს გახეთქავს, ბევრ კაცს დაღუპავს. შეიძლება სულაც წესიერი და პატიოსანი დიასახლისი გახდეს, და ერთი ადამიანი გააბედნიეროს. გააჩნია, ვინ შეხვდება, და ვის შეხვდება ცხოვრებაში.

ბურთი მანქანას მოხვდა. არც განძრეულა. გოგონამ მიირბინა, ბოდიში მოუხადა და ბურთი აიღო.

დიასახლისის თვალები ქონდა.

გაახსენდა უცბად ბნელი სადარბაზო, სარდაფში ჩასასვლელ კიბეებზე მოწყობილი ”შტაბი”. ორნი – ასე თორმეტი წლის ბიჭი და გოგო – ცამეტის.

მოკიდებ? Потрогай, не бойся.

აკრძალული ხილი და სინდისის ქენჯნა. მერე ბევრი წელიწადი გავიდა.

ისევ შეხვედრა, რომელიღაც კლუბში. აი ამას კი არ ქონია დიასახლისის თვალები. არასოდეს.

გამო ერთ წამს გვერდზე.

გაყვა ტუალეტში.

მოდი სულელო, მოდი აქ.

მივარდა, თვითონაც არ იცოდა, რატომ… კაბა აუწია, კალგოტკებს ვერასოდეს იტანდა, ჩახადა (ხო, კი არ გახადა).

პირსაბანზე დასვა, კარი ჩაკეტა. ეს მინდა ეხლა მე? ხელებს ახსოვდათ კიდევ. ამიტომ თვალდახუჭულმა გააგრძელა.

ჯინსი – ღილებზე. უცხო ხელები ეფერება, რაღაცას ჩურჩულებენ ყურში უცხო ტუჩები.

დროზე მოვრჩეთ და მერე ვეტყვი, რომ ვერ ვიტან. მთელი ცხოვრება ეძებდა და ვერ იტანდა, ეზიზღებოდა, იმიტომ რომ უყვარდა…

დიასახლისისთვალებიანი გოგო გაკვირვებული უყურებდა უცხო კაცს, რომელსაც თვალებში უცბად სიყვარულმა და სიძულვილმა ერთად გაუელვა… მერე ისევ დამშვიდდა – თვალები ისევ არაფრისმთქმელ, არაადამიანის თვალებად გადაიქცა.

ხელიდან გავარდნილი ბურთი ზანტად გაგორდა…
გოგონა სახლში გარბოდა.

>Он – 13 (2)

>

ზამთრის სუსხის არ ეშინოდა. უკვე აღარ. ფეხის თითები და ცხვირი უკვე მოეყინა. მაინც მირბოდა, ბოლო ძალებს იკრებდა…
სად მირბოდა?

გარშემო – უკიდეგანო თოვლი. ასე ახლოს, თუ ასე შორსაა ცივილიზაცია – არ იცოდა. როდის დაიწყო – არ ახსოვდა. საიდან მოდიოდა – არც ეგ. უბრალოდ, ახსოვდა თავისი თავი – თითქოს უცბად გაჩნდა აქ შუაღამისას, უკვე მირბოდა თოვლიან ველზე, უკვე დაღლილი და გაყინული.

ფეხის ყოველი ნაბიჯი უფრო და უფრო უძნელდებოდა. ციოდა და ის კი მაინც ოფლიანი იყო. კისერში, წარბებზე, ყველგან – ოფლის წვეთები ეყინებოდა. ცხვირს უკვე ვეღარ გრძნობდა. ”ალბათ მომაჭრიან. და ფეხის თითებსაც?” უაზრო აზრები. მიზანიც არ ქონდა – მირბოდა, რომ სადღაც მიესწრო, რომ თავისი თავისთვის რაღაცა დაემტკიცებინა, რომ გაეგო – ვინაა, საიდან მოდის და სად მიდის…

– Where you’re coming from?
– Dodge. And you?
– Tombstone. And how’s Dodge?
– Okay. And how’s Tombstone?
– Well…

აი, ორი ადამიანი, რომელმაც კარგად იცოდა, საიდან მოდიოდნენ (და ვინ იყვნენ), მაგრამ სად მიდიოდნენ, და რატომ – ეგ არც მათ არ იცოდნენ.

ალბათ აღარ ღირს სირბილი – ფიქრობდა. ფილტვები ვეღარ ასწრებდა ცივი ჰაერის გათბობას და სხეულიც ნელ-ნელა ეყინებოდა, ოღონდ გარედან კი არა – შიგნიდან. მართლა აღარ ღირს. თუ არსაიდან მოდიოდა, ესე იგი, არც არავინ არსად ელოდებოდა. თუ აქამდე არ არსებობდა და მხოლოდ აქ გაჩნდა – პირდაპირ ამ მინდორზე, გადათოვლილ, ღვთით დავიწყებულ ადგილას და დროს – ესე იგი, ახლა რომ გაჩერდეს, გაქრება.

არსად აღარ უნდოდა, ამ მინდვრისა და ზამთრის თოვლიანი ღამის გარდა არც არაფერი იცოდა – ნეტა მართლა თუ არსებბს სხვაგან სხვა რამე…

აი ეხლა გაჩერდება. არა, ეხლა. ორი ნაბიჯიც. სამიც. თუ მეტი, კიდევ, აი იქნებ იქამდე მიაღწიოს, და მერე? სადამდე? არაფერი ჩანდა, ”რამე” რომ დაერქვა და ”იქამდე” მისულიყო.

გაჩერდა. ხელები მუხლებზე, წელში მოხრილი. ქშინავდა. მორჩა. გავქრები ეხლა?

რაღაც ახალი გაჩნდა… არა, არც შუქი, არც სხვა რამ. ვერც ხედავდა, ვერც გრძნობდა, მაგრამ ახალი რაღაც დაიჭირა… მოესმა – შორეული სტვენა! გაბმული და ცივი სტვენა, მაგრამ მიზანმიმართული.

– მე? მეძებენ? მელოდებიან?

და გაიქცა. ისევ გაიქცა. უფრო სწრაფად, უფრო მაგრად, უფრო გაიქცა…

>Он – 13 (1)

>

ვიწყებ პოსტების ახალ სერიას, ტეგით ”13”.

ცამეტი იმიტომ, რომ ასე უნდა რქმეოდა ერთ წიგნს, მეგობართან ერთად რომ უნდა დამეწერა – მე კაცის ”პარტია”, იმას – ქალის.

საინტერესო სიუჟეტიც იყო, და აგებულებაც – 13 ჩანახატი კაცზე, 13 – ქალზე, და 13 პერსონაჟი წიგნში, და 13 თავი და…

მოკლედ, არ გამოვიდა. ხოდა კრეატივი დევს აქ, მაგიდის უჯრაში, ფურცლები ყვითლდება. შევთანხმდით და ვაქვეყნებთ – მე ჩემს ნაწილს, ის თავისას.


1.
იჯდა და ელოდებოდა. ეს ალბათ ერთადერთი ადგილი იყო, სადაც ის შეიძლებოდა ენახა. არ იცოდა, ის აქ იყო თუ არა, მაგრამ სხვაგან ვერსად წავიდა.

ათასობით ადამიანი ირეოდა, შედიოდა, გამოდიოდა. მერამდენე სიგარეტს მოუკიდა უკვე? მეცამეტეს, ან მეთორმეტეს ალბათ. საერთოდ არ უყვარდა ლოდინი. ვერ იტანდა, როცა ალოდინებდნენ და ამიტომაც, თითქოს ჯინაზე, ყველგან უფრო ადრე მიდიოდა, რომ მას არავინ დალოდებოდა. შედეგად ისევ თვითონ იტანჯებოდა.

ეხლაც, ალბათ სულ ტყუილად იჯდა აქ. ის აქ არის თუ არა? მოვიდოდა თუ არა – ეგეც არ იცოდა. სადღაც შორს უნდოდა ყოფნა. სად – თვითონაც არ იცოდა. იმასთან ერთად? ეგეც არ იცოდა. ის კი იყო შორს – და ან მოვა, ან არა.

რამდენიმემ გაუარა და გაუღიმა. ბევრი დაბღვერილი უყურებდა. მაგრამ ესენი არ ჭირდებოდა, სულ სხვა, სულ სხვას ელოდებოდა. საიდან სად მოხვდა, და შეხვედრაც უცნაური იყო… გედებზე ლაპარაკობდნენ – თავიდან. მერე ადამიანებზე. მერე უკვე საერთო გაუჩნდათ. ძირითადად არ ლაპარაკობდა – უსმენდა. ლაპარაკი არ უყვარდა, მოსმენა უფრო შეეძლო. მაგრამ მოსმენის დროსაც მოიწყენდა ხოლმე, სულ სხვა უნდოდა მაინც. ესეც – ის არ იყო.

ესეც ის არ იყო. და მაინც, როცა დაინახა – გაუღიმა. მოვიდა მაინც.