>კატამარანი

>მაშ ასე, ამერიკელმა უსაქმურმა მეცნიერებმა ჩაატარეს გამოკვლევა – თუ როგორ ატარებენ შინაური კატები თავის დროს.

22 % – იყურებიან ფანჯარაში
12 % – ეთამაშებიან/ეკონტაქტებიან სხვა შინაურ ცხოველებს
8 % – დაძვრებიან ავეჯზე
6 % – ძინავთ
6 % – უყურებენ ტელევიზორს ან კომპიუტერს
6 % – იმალებიან მაგიდის ქვეშ (ან კარადაში)
5 % – თამაშობენ თავისი სპეციალური სათამაშოებით 😉
4 % – ათვალიერებენ საჭმელს (და არა ჭამენ!)
2 % – ზიან სადმე აბაზანაში ან ხელსაბანში (დამალვის ნაირსახეობა)

ის, თუ რას აკეთებენ შინაური კატები დროის დარჩენილი 29 %-ის განმავლობაში, იდუმალებითაა მოცული…

და თქვენ რაში ხარჯავთ თავისუფალ დროს??? 

Advertisements

>Designer Catbox

>
სულ რაღაც 99,95 დოლარად თქვენი ფისო თავს ბედნიერად, დაცულად, სუფთად და დამალულად იგრძნობს.

>Cats

>
კატები არასოდეს მიყვარდა.

ძაღლები და ცხენები – კი.
და ვირები არიან ძალიან საყვარელი ცხოველები.
ჟირაფებიც – რატომღაც სულ მეცოდებოდნენ, იმიტომ რომ იოგები არა აქვთ და ვერანაირ ხმას ვერ გამოსცემენ – მუნჯები არიან.

კოალები და პანდები ხო საერთოდ, უსაყვარლესი არსებები არიან.

ხოდა რაც შეეხება კატებს… რავიცი, რა გითხრათ – მყავდა ადრე ერთი, სულ შავი-შავი, პელე ერქვა. ციხეში დაბადებული და მერე ”სვაბოდაზე” გამოსული იყო.

ეხლაც მყავს, მაგარი ტიპია ძალიან – სპარსული ჯიშის, სახელად ”ვის”.

მაინც არასოდეს არ ვგიჟდებოდი და არ მიყვარს კატები.
მაგრამ აი ხალხი, ვისაც კატები უყვარს…

>Cats

>დიდი ხნის წინ, 1992 წელს ვნახე მიუზიკლი “Cats“.

ტოკიოში.

უბრალოდ კატების სურათები ვიპოვნე და ეხლა, ერთი შეხვედრიდან მობრუნებული, მეორე შეხვედრაზე სანამ გავიქცევი, დავპოსტავ.


>Save

>
მართალია, კატებს ვერ ვიტან, მაგრამ ეს ფოტო მომწონს ძალიან.