Samsung Galaxy S-Pen – განახლებული სტილუსი

Watch-Samsung-Galaxy-Note-4s-S-Pen-in-action-in-this-official-promo-video

ჩემი ბლოგის მკითხველებს და მეგობრებს მოგეხსენებათ, რომ უკვე 2 წელიწადზე მეტია, Samsung Galaxy Note 2 მაქვს და საკმაოდ მოხერხებულადაც ვიყენებ ამ შესანიშნავ ტელეფონს.

მისი უმთავრესი განმასხვავებელი ნიშანი სხვა ტელეფონებისგან არის ე.წ. სტილუსი – სპეციალური კალამი, რომელიც გაძლევთ საშუალებას, არა მარტო წეროთ, არამედ ხატოთ, ხაზოთ, ჯღაბნოთ თუ ჯღაპნოთ თქვენს ტელეფონზე და ბევრად უფრო კრეატიული კონტენტი შექმნათ, ვიდრე ეს შესაძლებელი იყო ფანრიან ნოკიაზე კლავიშებით 🙂

ზოგი იტყვის, რომ თითებიც საკმარისი არის იმისათვის, რომ ტელეფონზე ან პლანშეტზე ხატოთ – მაგრამ ვერ დაგეთანხმებით. სტილუსი ანუ იგივე S-Pen უზრუნველყოფს უფრო დიდ სიზუსტეს, შეგიძლიათ უფრო მცირე და მიკრო დეტალები დახატოთ, ვიდრე ეს ჩვეულებრივი თითით შეიძლება.

ახალი, Samsung Galaxy Note 4-ის გამოსვლასთან ერთად განახლდა სტილუსიც და ბევრად უფრო დაიხვეწა, ვიდრე ეს წინა მოდელებში იყო, ყოველდღიური დავალებების შესრულება უფრო მარტივი გახდა.

SM-N910FZKEBTU-39865-0

ახალი S-Pen ეხლა უფრო ბუნებრივ ეფექტს იძლევა და ფურცელზე კალმით  წერის  იდენტურია. სტილუსს ასევე აქვს Air Command რეჟიმი და სხვა ინტუიტიური ფუნქციები, როგორიცაა Action Memo, Screen Write, Image Clip და Smart Select. ეს ფუნქციები ეხმარება მომხმარებელს მარტივად შექმნას და დაარედაქტიროს საჭირო კონტენტი. Smart Select-ის მეშვეობით შესაძლებელია სრაფად შევაგროვოთ კონტენტი სხვადასხვა წყაროებიდან და ერთ ადგილას მოვუყაროთ თავი, დავამუშავოთ და გავუზიაროთ სხვებს.

Galaxy Note 4-ის S Note ფუნქცია ასევე სთავაზობს მომხმარებელს ინტეგრირებული ჩანიშვნების გაკეთების ფართო შესაძლებლობას, რომელიც მათ ეხმარებათ ყოველდღიური სამუშაოების სწრაფად და მარტივად გადაწყვეტაში.

ინოვაციური ფუნქცია Snap Note მომხმარებელს საშუალებას აძლევს არა მარტო დაბეჭდოს და დაწეროს, არამედ გადაიტანოს ჩანახატები ფურცელზე ან დაფაზე და მარტივად გადააკეთოს სურათი S Note-ში.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩემი შემდეგი ტელეფონიც აუცილებლად ახალი გალაქსი ნოუთი იქნება 😉

uk_SM-N910FZKEBTU_000258311_Pen1_black

Advertisements