ბილაინი – 4G (LTE) WiFi როუტერი

modem03

დღეს ძალიან კარგი სიურპრიზი მივიღე – კომპანია ბილაინმა საჩუქრად მე და რამდენიმე ბლოგერს გადმოგვცა Alcatel-ის ფირმის 4G (LTE) WiFi როუტერი, მოდელი OneTouch Link Y855.

ჩვენ 2011 წელს ვიყავით ბილაინის მიერ ჩატარებულ სატესტო საცდელ ღონისძიებაზე ბაკურიანში (იხილეთ პოსტი 1 და პოსტი 2) – და სწორედ ამ დამსახურების გამო მივიღეთ აღნიშნული საჩუქარი.

 

10994270_10205246500774584_734814417091771797_n

მოგეხსენებათ, რომ 4G და LTE სხვადასხვა რამეა – მაგრამ მე თავს არ მოგაწყენთ, ვისაც აინტერესებს, დაკლიკეთ და ვიკიპედიაში წაიკითხეთ მეტი 🙂

მე კი გეტყვით, რომ შესანიშნავი მოდემი მივიღე და რამდენიმე ფოტოს გაჩვენებთ:

collage

ყუთი და შეფუთვა ძალიან მარტივი და მოსახერხებელია (ადვილადაც იხსნება).

შიგთავსი: საკუთრივ მოდემი (როუტერი), USB-კაბელი, დენის შტეკერი (ვინ შემისწორებს, რა ქვია ქართულად?), მომხმარებლის სახელმძღვანელო და SIM-ბარათი.

collage1

თვითონ მოდემი ძალიან დახვეწილი დიზაინით გამოირჩევა – მარტივი ფორმა აქვს და მოსახერხებელია სატარებლად, ფერებიც კარგი შემხვდა; არცერთი ზედმეტი ღილაკი არ აქვს.

ზედაპირი სარკისებური აქვს, სადაც შეთავსებით ასევე დამატებითი ინფორმაცია გამოდის (ქსელის, აკუმულატორის და სხვა ინფორმაციის საჩვენებელი ველი).

collage2

 

ყველაზე მაგარი თვისება, რაც აქვს ამ მოდემს: ესაა აკუმულატორიდან მუშაობის რამდენიმესაათიანი რეჟიმი. ანუ თუ სახლის პირობებში დენში შეგიძლიათ შეაერთოთ როუტერი, მგზავრობისას შეგიძლიათ იგი დატენოთ USB-კაბელის მეშვეობით, ხოლო შემდეგ კი გამოაერთოთ და სრულიად დამოუკიდებლად იმუშავებს რამდენიმე საათი (დასაზუსტებელია, ზუსტად რამდენ ხანს ძლებს).

Qualcomm-ის პროცესორით აღჭურვილი მოდემი უზრუნველყოფს უწყვეტ კავშირს (ყოველ შემთხვევაში, ასე უწერია ტექ. დოკუმენტაციაში).

კიდევ ერთი სიახლე, რაც აქვს ამ როუტერს – შეგიძლიათ ცალკე გადმოწეროთ მობილურის აპლიკაცია (iOS vs. Android) და მისი მეშვეობით მართოთ როუტერი.

ბილაინი ასევე გვაძლევს საშუალებას, გავგზავნოთ და მივიღოთ სმს-შეტყობინებები – ამისათვის დაგვჭირდება ისევ მობილურის აპლიკაცია ან ვებ-ინტერფეისში შესვლა მისამართზე: 192.168.1.1

ასევე, ამ მისამართზე დაგჭირდებათ შესვლა, თუ გსურთ თქვენს 4G LTE WiFi როუტერს პაროლი დაადოთ – მეზობლისგან დასაცავად 🙂

დაბოლოს, ტარიფებით დაინტერესებულები მაქსიმალისტებისათვის – ყველაზე დიდი პაკეტი არის 5 გიგაბაიტი 15 ლარად. სხვა დეტალები იხილეთ ამ გვერდზე.

P.S. აღნიშნული მოდემის გარდა ბილაინს აქვს კიდევ რამდენიმე სხვა მოწყობილობა – შეგიძლიათ გაეცნოთ დაწვრილებით.

 

 

 

Advertisements

ბრაუზერთა ომი

ინტერნეტ-ბრაუზერებზე მილიონობით ადამიანი ჩხუბობს – რომელი ჯობია?

მე ქრომს ვიყენებ აგერ უკვე 2008 წლიდან – ყველა კომპზე და ტელეფონზე პირველივე პროგრამად მაგას ვაყენებ.

და ხო, სინქრონიზაციასაც კარგად ვხმარობ – ყველა ბუქმარქი თუ პაროლი ერთიანად ინახება და კომპიუტერის მიუხედავად, ხელმისაწვდომია 🙂

მაგრამ აგერ, მაიკროსოფტი ამბობს, კარგი ინტერნეტ ექსპლორერი გამოვუშვიო და უნდა ვცადო ერთი 🙂

4G (LTE) High-Speed ინტერნეტი საქართველოში

ბილაინი ტესტავს ახალ, უმაღლესი სიჩქარის ინტერნეტს საქართველოში.
4G (იგივე LTE) ტექნოლოგიის მონაცემთა გადაცემის სიჩქარე: 350 მეგაბიტი წამში.
დღეისათვის ეს არის ყველაზე დიდი სიჩქარე (თანაც, უკაბელო), რაც არსებობს საქართველოში.

>ინტერნეტ-თავისუფლება საქართველოში

>Freedom House-ის შესახებ ალბათ ყველამ იცით – ყოველ წელს ეს არასამთავრობო ორგანიზაცია აქვეყნებს პრესის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიშებს (ქვეყნების მიხედვით).

ახლა კი, უკვე მეორეჯერ, ინტერნეტის თავისუფლების შესახებ გამოაქვეყნეს ანგარიში.
2009 წელს იყო პირველი პილოტ-პროექტი, სადაც 15 ქვეყანა შევიდა – მათ შორის, საქართველოც.
წელს კი მეორე ანგარიში ქვეყნდება, სადაც უკვე 40-მდე ქვეყანაა შესული.


საქართველოში ინტერნეტის თავისუფლების ხარისხი შეფასდა როგორც ”ნაწილობრივ თავისუფალი”. მთლიანობაში მე-12 ადგილზე გავედით ჯამური 35 ქულით.
პირველ ადგილზე ესტონეთია – 10 ქულით.

რაც შეეხება საქართველოს სრულ ანგარიშს, მას შეგიძლიათ გაეცნოთ აქვე:

ჩემს რუს კოლეგას დავეთანხმები – აშშ-ს ვიკილიქსის საქმის მერე ნამდვილად არ ეკუთვნოდა მეორე ადგილი.

>ქართული ინტერნეტების სტატისტიკა #2

>ყურადღებით წაიკითხეთ პოსტი: ბოლოში გამოყვანილი/აღწერილია ფეისბუქის საშუალო ქართველი მომხმარებლის პორტრეტი 🙂

გთავაზობთ სტატისტიკას facebook-ის ქართველ მომხმარებლებზე.
სულ, ყველა სქესისა და ასაკის მიხედვით 386 080 ადამიანია საქართველოდან (ფიზიკურად შედის საქართველოდან, ითვლება IP მისამართის მიხედვით) ან ადგილმდებარეობაში (ქვეყანაში) მითითებული აქვს საქართველო.

ახლა დავშალოთ ეს ციფრი და ვნახოთ დეტალური დემოგრაფიული მონაცემები:
168 340 კაცი (43,6 %)
214 120 ქალი (55,4 %)

ოჯახური მდგომარეობა:

21 400 მარტოხელაა, აქედან:
9620 კაცია
11 680 კი ქალი
14 000 ადამიანი დაოჯახებულია,
6 940 – რაღაც ურთიერთობა აქვთ (ალბათ ”დადიან”)
780 დანიშნულია
განათლება:

3 440 სკოლის მოსწავლეა
660 უმაღლესში სწავლობს
12 480 დამთავრებული აქვს უმაღლესი, აქედან:
6 460 კაცია,
5 940 ქალი.

ასაკი:

13-დან 20 წლამდე სულ 4 340 მომხმარებელია, აქედან:
2 280 კაცია,
1 920 ქალი.
21-დან 35 წლამდე – 6 580 მომხმარებელი, აქედან:
3 460 კაცი
3 160 ქალი.
36-დან 50 წლამდე – 1 160 მომხმარებელი, აქედან:
540 კაცი,
600 ქალი.
51-დან 64 წლამდე – 160 მომხმარებელი

გასაგებია, რომ ყველა რიცხვის ჯამი ერთმანეთს არ დაემთხვევა – ეს იმის ბრალია, რომ მომხმარებლებს არასრულად ან არასწორად აქვთ შევსებული თავიანთი პროფილის ინფორმაცია.

სამაგიეროდ ეს რიცვები მაინც გვაძლევს საშუალებას, გამოვიყვანოთ საშუალო ქართველი პირწიგნაკელი:

ესაა ქართველი ქალი, გნებავთ კდემამოსილი მანდილოსანი. ის მარტოხელაა (არა აქვს მნიშვნელობა, გაშორებულია თუ ქვრივი, გასათხოვარია თუ გაუთხოვარი) – ფაქტია, რომ არ ყავს კაცი. მას დამთავრებული აქვს უმაღლესი (თან მხოლოდ ერთი, თორემ ორი დიპლომი რომ ქონოდა, ტაქსისტი იქნებოდა) და არის 21-დან 35 წლამდე ასაკის.

ვინაიდან ქალებს ასაკს არ ეკითხებიან და არც სქესობრივი ცხოვრების გამოცდილება იწვევს ეჭვს, სავარაუდოდ სტანდარტული, საშუალო ქართველი ფეისბუქელი არის 30 წელს გადაცილებული ქალიშვილი. სამწუხარო სურათია, არა? :)))

ყველა ამ პარამეტრის გათვალისწინებით მოდი ვცადოთ მისი პორტრეტის გამოყვანა – შემომთავაზეთ იდეები!

P.S. სამწუხაროა, რომ რელიგიურ შეხედულებებზე სტატისტიკა არ მოიპოვება… საინტერესო იქნებოდა 😉