ორიოდ სიტყვა სიტი პარკის დაცვისათვინ

გაანებეთ ამ სიტიპარკს თავი! არ გაახურეს კაცო?

რა სისულელეებს ლაპარაკობს ყველა – ხალხის რეკეტი არა ოხრობა.

მშვენიერი მომსახურება აქვთ, ძალიან კმაყოფილი ვარ ყველაფრით – ფასიც ნორმალურია, სავსებით საკმარისია პარკინგის ადგილებიც, მშვენივრად მუშაობს ევაკუატორიც და მიყავთ ყველა, ვისაც არასათანადო ადგილას ყავს გაჩერებული მანქანა.

logo

წყარო: ct-park.ge

მოგახსენებთ, რომ 15 წელიწადია მყავს საკუთარი მანქანა, აქედან 5 წელია რაც სიტი პარკთან მაქვს საკმაოდ კარგი ურთიერთობა (2009 წლიდან შემოვიდა ხომ? თუ 2010 წლიდან?).
სტაბილურად ვჯარიმდები წელიწადში 10-20 ლარით (ერთი-ორჯერ) და არცერთხელ ამ 5 წლის განმავლობაში ჩემი მანქანა არ გადაუყვანიათ საჯარიმოზე – უბრალოდ იმიტომ, რომ არც მანქანის გაჩერება არ მეზარება ხოლმე დანიშნულების ადგილიდან შორს და არც ფეხით გასეირნება.

ობიექტურობის გულისთვის, მოვიყვანოთ კრიტიკოსების მოსაზრება:
1. ძვირია პარკინგის ადგილი
2. ევაკუატორით წაყვანილი მანქანის გამოყვანაც ძვირია
3. სადაც მინდა, იქ უნდა გავაჩერო და მკიდია სიტი პარკი
4. ეს სტაიანშიკები მაშინ რაღატომ დგანან
5. პარკინგის ადგილები არაა საკმარისი
6. პარკინგის ადგილები ზოგიერთ ტროტუარზეა დამატებული და ფეხით მოსუარულეებს მანქანები ემუქრებიან
7. მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, სიტი პარკს უნდა ჩაედო გარკვეული ინვესტიცია ქალაქის პარკინგის ადგილების განვითარებაში.

მოკლედ, 1 და 2 პუნქტზე ადვილია პასუხი – დღესდღეობით, ამაზე იაფი პარკინგის წლიური საშვი და საჯარიმოდან მანქანის გამოყვანა არცერთ განვითარებულ ქვეყანაში არაა. ჩვენ ხომ ევროპა და კარგი ცხოვრება გვინდა – შესაბამისად, განვითარებულ ქვეყნებს უნდა ვედრებოდეთ და არა ბანანის რესპუბლიკებს.

კიდევ ერთი არგუმენტი 1 და 2 პუნქტის პასუხად – თუ პარკინგის საშვის გადასახადი, წელიწადში 50 ლარი არ გაქვს, 6 თვეში ერთხელ შეგიძლია 25 ლარი გამონახო. ეს არის 4,17 ლარი თვეში. ანუ 1.05 ლარი კვირაში. ანუ ყოველ კვირას, ნახევარი ლიტრით ნაკლები საწვავი უნდა ჩავასხათ მანქანაში.
ხოლო რაც შეეხება პარკინგის საჯარიმოდან მანქანის გამოყვანას – 60-70 ლარი უნდა ჯდებოდეს ეს სიამოვნება. რეალურად შესაძლებელია ამის საერთოდ თავიდან აცილება – უბრალოდ, არ გააჩერო იქ, საიდანაც იცი, რომ წაიყვანენ მანქანას 🙂 შეხედე საგზაო ნიშნებს, როგორ არის დახაზული პარკინგი, როგორ უნდა დააყენო შენი მანქანა და ასევე, დებილი ნუ იქნები და ინვალიდების ადგილზე ნუ გააჩერებ – ძალიან მარტივად ხდება ეს ყველაფერი.

3 პუნქტი არის სწორედ ის, ქართული ხასიათის გამოვლინება, რომელსაც ებრძვის თითოეული საღად მოაზროვნე ადამიანი და რისი გამოსწორებაც გვინდა ყველას – ქართველმა ხალხმა უნდა ისწავლოს წესრიგის სიყვარული და სხვისი პატივისცემა.

აქ იგულისხმება, რომ სადაც მიდიხარ შენი საყვარელი მანქანით, 5-10 წუთით ადრე უნდა მიბრძანდე და გააჩერო ოდნავ მოშორებით. სულაც არაა სავალდებულო, რომ კინოში შეყვარებულის წაყვანისას ზუსტად სეანსის დაწყების დროს მიხვიდე და პირდაპირ კინოს შესასვლელში გააჩერო. ასევე არაა სავალდებულო, რომ შენ ფეხით გავლა გეზარებოდეს და ამაში სიტი პარკს ადანაშაულებდე, ან კიდევ უარესი – უბრალოდ ამბობდე: “რა ვქნა, მანქანის გასაჩერებელი ადგილი არააო”.

4 – სტაიანშიკებს რაც შეეხებათ, მეც ძალიან მაღიზიანებს, კიდევ რომ არსებობენ და მინი-რეკეტის სახე რომ მიეცა ამ ყველაფერს. მაგრამ რას იზამ – ხალხი ისე ირჩენს თავს, როგორც შეუძლია. ხანდახან 20-50 თეთრს ვაძლევ ხოლმე. ხანხადან კი დამიჯერებია სტაიანშიკისთვის და დავჯარიმებულვარ კიდეც სიტი პარკის მიერ 🙂

5 – ზოგადად საკმარისი ბევრი რამე არაა ამ ქალაქში – საცხოვრებელი ფართები, გამწვანებაც არაა საკმარისი, გასართობი ადგილები არაა, სკვერები და ბაღები არაა საკმარისი, კონცერტები და სპექტაკლებიც არაა ხოლმე საკმარისი – პარკინგიც, შესაბამისად, არ გვყოფნის ყველას. ზუსტად იგივე სურათია ნებისმიერ დიდ ქალაქში, რომელიც იზრდება, ვითარდება და სადაც მოსახლეობა იმატებს (ასევე, იმატებს ამ მოსახლეობის შემოსავლებიც). ეს ასეა და ამას ვერ გაექცევი ვერსად – მთავარია, დროულად ვიზრუნოთ და ვამატოთ ხოლმე ახალ-ახალი ადგილები მანქანის გასაჩერებლად, ასევე მიწისქვეშა პარკინგები ვაკეთოთ ახალ აშენებულ კორპუსებში, ახალი აშენებულ ქუჩები კი საკმარისად განიერი უნდა იყოს, რომ დაიტიოს მანქანის გასაჩერებელი ადგილები.

6 – ტროტუარზე არ ვარგა პარკირება, რა თქმა უნდა. ეს როგორც წესი, განიერ ტროტუარებზე ხდება და ამის გამოსწორებაც შეიძლება – მოვშალოთ განიერი ტროტუარი და გადავაკეთოთ, დავტოვოთ ნორმალური ზომის ტროტუარები ფეხით მოსიარულეებისათვის, მანქანების გასაჩერებელი ადგილი კი ქუჩის საავტომობილო სავალ ნაწილს დავამატოთ. პრობლემაც მოხსნილია 🙂

7 – აი ეს კი, ნამდვილად დანაშაულია. თუ სახელმწიფოსთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად კომპანიას აღებული აქვს ვალდებულება, რომელიც არ შესრულდა, ამაზე პასუხი უნდა აგოს სამმა უწყებამ:
I – სიტი პარკმა – იმ კომპანიამ, რომელმაც გააფორმა ხელშეკრულება და დაარღვია ვალდებულება;
II – მერიამ – იმ სახელმწიფო ორგანომ, რომელმაც არ გააკონტროლა ხელშეკრულების ჯეროვნად შესრულება;
III – დაბოლოს, კონრტოლის პალატამ – იმ სახელმწიფო მაკონტროლირებელმა ორგანომ, რომელიც ამოწმებს სახელმწიფო ორგანოს, რომელსაც უნდა ეზრუნა ხელშეკრულების ჯეროვნად შესრულებაზე.

photo_2

წყარო: ct-park.ge

კიდევ ბევრი რამის დაწერა შეიძლებოდა იმაზე, თუ რა ძვირია ლონდონში პარკინგი, ან ბერლინში, ან ნიუ-იორკში. კიდევ იმაზე, რომ თუ არ შეგიძლია მანქანის შენახვა (ფინანსურად), საერთოდ არ უნდა იყოლიო მაშინ ავტომობილი (ეს ყველაფერს ეხება – რისი ფულიც არ გაქვს, იმაზე არც უნდა გაიქაჩო).
მაგრამ ეს არგუმენტები ზედმეტია და არაფერს ნიშნავს, ამიტომ დავივიწყოთ და დაველოდოთ კომენტარებში გამოთქმულ მოსაზრებებს (ვეჭვობ, რომ ძირითადად სიტი პარკის ლანძღვა იქნება).

ახალი გზები თბილისში

ესტაკადები, პანდუსები, გვირაბები – ეს ყველა სიახლე თბილისის მერიამ შემოგვთავაზა.

იხილეთ ვიდეო 🙂

რეკონსტრუქცია მარჯანიშვილის ქუჩაზე

მეგობრების დახმარებით ხელში ჩავიგდე მარჯანიშვილის ქუჩაზე დაგეგმილი რეკონსტრუქციისა და რემონტის რენდერები:

ნეტგაზეთი | რამდენიმე მეტროსადგურს სახელი ეცვლება

ნეტგაზეთი | რამდენიმე მეტროსადგურს სახელი ეცვლება.

თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, თბილისის 23 მეტროსადგურიდან 7–ს სახელი ეცვლება.

ელექტროდეპო  – გოცირიძე;

ვაგზლის მოედანი 1 – სადგურის მოედანი 1;

ვაგზლის მოედანი 2 – სადგურის მოედანი 2;

წერეთლის გამზირი – წერეთელი;

პოლიტექნიკური – ტექნიკური უნივერსიტეტი;

სამედიცინო ინსტიტუტი – სამედიცინო უნივერსიტეტი;

უნივერსიტეტი – სახელმწიფო უნივერსიტეტი.

რა საჭიროა ეს ორ-ორი სათაური? დაარქვან პირდაპირ: სადგური, ტექნიკური, სამედიცინო… ბევრად უფრო საინტერესო იქნება

>Tbilisi – Industrial views

>გთავაზობთ შესანიშნავი ბლოგერისა და ფოტოგრაფის, ფიქროს გესთ–პოსტს ჩემს ბლოგზე:

როდესაც თბილისს წარმოვიდგენთ, ცნობიერების საძიებო სისტემა ჯერ აივნებიან–ეკლესიებიან ქუჩებს წარმოიდგენს, მერე თავისუფლებას და რუსთაველს (ლუსტრებით ან ულუსტრებოდ), მტკვარს და ა.შ; ხოლო ასეთ ხედებს კი სადღაც ბოლოში იტოვებს ჩვენი გონება.
გვინდა თუ არ გვინდა, საბჭოთა მახინჯი არქიტექტურა უამრავია გარშემო,რომელიც არც ისე საშინელია და გემოვნებაზე ხომ არ დავობენ.
დღეისთვის წარმოგიდგენთ თბილისს ურბანულ–ინდუსტრიულ სტილში.

პატივისცემით
ფიქრია გოგინაშვილი.