>TBC Game – მეორე ნაწილი

>მაშ ასე, გრძელდება თიბისის განძის მაძიებელთა თამაში და ლაშარელა ისევ დაუზარებლად შრომობს – გთავაზობთ მის მიერ გადაღებულ ვიდეოს:

დააკვირდით 6:48 წთ-ზე მინიშნებებს 😉

Advertisements

>TBC Game – $10 000

>თიბისი ბანკმა ძალიან საინტერესო თამაში წამოიწყო – “იპოვნე 10 000”

თამაშის წესები და დეტალები შეგიძლიათ ნახოთ აქ: facebook.com/tbcgame

იმ ხალხის საყურადღებოდ, ვინც ვერ მოასწრო დღეს, პარასკევს, 18 მარტს, დილის 10 საათზე თიბისის ოფისთან მისვლა და 10 000 დოლარის მოსაძებნი რუკის აღება – ა ბატონო, ინებეთ!

ვისაც აინტერესებს მონაწილეობის მიღება – გადახედეთ ლაშარელას პოსტს.

1. რუკა

2. წერილი ორგანიზატორებისგან

3. გასაშიფრი წერილი

P.S. შერლოკ ჰოლმსის “მოცეკვავე კაცუნები” ხომ გახსოვთ ყველას? 🙂

>ბავშვობაში მეგონა რომ…

>
ერთი 100 წლის წინ ჩემს ბლოგზე ვცადე მემე-თამაში წამომეწყო
მაშინ ქართული ბლოგების განუვითარებლობის გამო დიდი გამოხმაურება არ

მას შემდეგ მეორე ცდა დოდკასია და უფრო წარმატებულიც.
მე ოთომ დამტაგა, ჰოდა აგერ ჩემი ხუთეულიც:

1. ბავშვობაში მეგონა, რომ ბეკი ტეტჩერზე ლამაზი გოგო არ არსებობდა (მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ წიგნის აღწერით ვხელმძღვანელობდი, არც ფილმი არ მქონდა ნანახი, და არც მულტფილმი)

2. ბავშვობაში მეგონა, რომ მეც ბრეჟნევივით წითელ მოედანზე დამმარხავდნენ და პირდაპირ ეთერში აჩვენებდნენ ამ ყველაფერს ერთადერთი სატელევიზიო არხის მეშვეობით (მოვკვდი ტირილით მაშინ, 4 წლის დეგენერატი)

3. ბავშვობაში მეგონა, რომ დილით უფრო მეტი უნდა ჭამო, ვიდრე სადილზე ან ვახშამზე – იმიტომ რომ მთელი ღამე არაფერი გიჭამია 🙂

4. ბავშვობაში მეგონა, რომ ო’ჰენრიზე მაგარი მწერალი არ არსებობს (ახლა კი ვიცი, რომ ის სადღაც მეხუთე ადგილზეა)

5. ბავშვობაში მეგონა, რომ იდეალისტად და ოპტიმისტად დავრჩებოდი მუდამ, არასდროს მოვწევდი, დავლევდი… ბავშვობამ ჩაიარა, და ახლა მწეველი, მთვრალი, პესიმისტი მატერიალისტი ვარ 🙂

ხოო, და მემეს ტრადიციების შეასაბამისად, გადავცემ ესტაფეტას შემდეგ ბლოგერებს:

1. ეკა ონიანს
2. მშიერ სტუდენტებს (რომლებიც თურმე ამერიკაში არიან)
3. ნიკოლოზ კარაგანდელს

>Game Over Project – SPACE INVADERS by Guillaume Reymond

>მესამე ვიდეო სერიიდან Game Over Project

>Game Over Project – TETRIS by Guillaume Reymond

>წარმოგიდგენთ გენიალურ ვიდეოს!!!

(სულ ოთხია, დანარჩენ სამს შემოგთავაზებთ ტრადიციულად – კვირაში ერთხელ)