ზამთარი

ნამდვილი ზამთარი ესეთი უნდა იყოს – თოვლიანი, სუსხიანი, გაყინული 🙂

ფოტო: აუდი ჟენევის ტბაზე (7.02.2012; AFP / Fotolink)

 

Advertisements

>ძველი

>თოვლი მინდა. ბევრი თოვლი, თეთრი და ცივი, სველი და სრიალა – ისეთი, რომ თბილისურ მოლიპულ აღმართ-დაღმართებზე უაზრო მძღოლები აღარ დადიოდნენ.

ისეთი დღე მინდა, აღდგომის კვირა დღე როგორიცაა – კაციშვილი ზედმეტი რომ არ დადის ქუჩაში.
ახალი წელი მინდა მხიარული და კარგი – კურდღლები მიყვარს. ბოცვრებიც. ცოცხალიც და შემწვარიც.
ბევრი დრო მინდა – თავისუფალიც და ასევე ბევრი – საქმიანი. მინდა ვაკეთო, ვაშენო, შევქმნა, გამოვიგონო და მოვიგონო, დავწერო და წავიკითხო, ვნახო და სხვებსაც ვანახო; მინდა ვისმინო და მომისმინონ, მინდა ფოტოაპარატი და გადაღება, მინდა ბეჭდვა და გამჟღავნება…
მინდა კარგი ზამთარი და ახალი წელი – მხიარული და გემრიელი 🙂

>ზამთარი

>

ათოვდა ზამთრის ბაღებს…

საიდან ამოტივტივდა, მგონი ფილმს ქვია ხო ასე?

ერთი ზამთარი. ორი, ოცდაორი, ოცდაცხრა ზამთარი…

რამდენნაირი ზამთარი მქონია – თბილიც, ცივიც, თოვლიანიც და ყინულიანიც, მივარდნილ, უკაცრიელ ადგილასაც გამიტარებია, რომელიღაც მივარდნილ ქოხში, და ცივილიზაციის შუაგულშიც – ისეთ, რკინის, ბეტონის, შუშისა და ასფალტის ქალაქში, რომელსაც არასოდეს ძინავს… სასახლეშიც გამიტარებია ერთი ზამთარი, გრაფების ერთ ოჯახში ვსტუმრობდი, თავისი ტბა ქონდათ და შობის ღამეს, რომ გაიყინა ის ტბა, კერლინგს თამაშობდნენ…

მუშაობაშიც გამიტარებია და დასვენებაშიც, სრიალი და სმა, აგრეთვე ლოგინში წოლა და ავამდყოფობა – როგორ მახსოვს, ვერ ვდგებოდი, ვიწექი და გათბობაც არ მქონდა…

სხვასაც ვუვლიდი ერთხელ, შეშას ვჩეხავდი და ბუხარში ცეცხლს არ ვანელებდი…

ლოდინშიც გამიტარებია, ყრუ ტკივილით გულში.

>გაიღიმეთ, თქვენი…

>

რა ლამაზია დილით თოვლი… და მზიანი ამინდი… და გაყინულ მანქანას რომ ათბობ, რადიოს ჩართავ და შესანიშნავი ბრაზილიური ჰანგები რომ გესმის…

გაიღიმები და ძრავ მანქანას. მიდიხარ იქ, სადაც ყოველ დილით მიდიხარ ხოლმე, იმავე გზით, იმავე შუქნიშნებზე ჩერდები, იგივე ხალხი დგას გაჩერებაზე…

უკვირთ ამ იდიოტებს, უკვირთ, როცა იღიმები უმიზეზოდ, უკვირთ, რაღაც რომ გიხარია, არ ესმით.

აუცილებლად დაბღვერილი უნდა ვიყო კაცო? პრობლემები, საფიქრალი, სამუშაო – ყველა ჩვენთაგანს აქვს, მაგრამ ხომ შეიძლება ღიმილით ვიაროთ ამ ქვეყანაზე?

Powered by Zoundry

>Коктейль “Секс на льду”

>
სექსი პლიაჟზე – ეს არის ჩვეულებრივი საზაფხულო კოქტეილი.

და აი, გთავაზობთ ”საზამთრო” კოქტეილის რეცეპტს:

2 части водки
2 части белого рома
2 части малинового ликера
2 части дынного ликера
1 часть клубничного ликера
Горсть свежей клубники
Колотый лед
Все ингредиенты смешать в блендере до превращения в однородную массу. Подавать в хайболе с вишенкой. До, после или вместо секса.