შაბათის ზოოპარკი: მარტოხელა ვეშაპი

1992 წლის შემდეგ ამერიკელი ბიოლოგები, ოკეანოლოგები (და უბრალოდ, დაინტერესებული მეცნიერები) აკვირდებიან ერთ ვეშაპს, რომელსაც საკმაოდ ტრაგიკული ბედი აქვს – ის სულ მარტოა.

მოგეხსენებათ, ვეშაპები მღერიან, რათა მდედრები მოიზიდონ, თავისიანები იპოვნონ და უბრალოდ, სოციალიზაციისათვის.

პრობლემა კი იმაშია, რომ ყველა ვეშაპი 12-დან 25 ჰერცამდე სიხშირეზე მღერის, ჩვენი მარტოხელა ვეშაპი კი – 52 ჰერცის სიხშირეზე.

ამიტომაცაა, რომ მისი ხმა არავის ესმის…

დამატებითი ინფო ვეშაპებზე ნახეთ ზურიუსთან.

>შაბათის ზოოპარკი – ცელნამგალა ვეშაპი

>ერთ-ერთი ყველაზე საშიში და საერთოდ ყველაზე დიდი ცოცხალი არსება დედამიწაზე.