>Eurolingo

>Europe is damn exciting,
you better understand it!

Advertisements

>იცით როდის გავს თბილისი ევროპას?

>
აი შუაღამისას, შუქნიშანზე რომ დგეხარ, ნორმალურ ხმაზე რომ გაქვს მუსიკა ჩართული, და სხვა მანქანებიც რომ დგანან, ზოგს ”პავაროტნიკები” ჩართული, ახალი ნაწვიმარია და თეთრად გადახაზული ასფალტი შუქნიშნის ფერებს ირეკლავს, აუღელვებლად და მშვიდად რომ ჩაივლის მწვანეზე სხვა მანქანა, და ყველა ერთმანეთს რო ელოდება და მშვიდად და წყნარად რომ ჩაივლის რამოდენიმე მთვრალი ახალგაზრდა, და რომ დაინახავენ რომ მათი შუქნიშანი უკვე ჩაქრა, და გაჩერდებიან, წითელზე აღარ გადავლენ, და რომ დაძრავ მანქანას და აუჩქარებლად, მშვიდად მიდიხარ, პეტრუჩიანი რო ხევს როიალს და შენ კიდე იღიმები – უმიზეზოდ, რა, არ შეიძლება?

P.S. კომენტარებში გაჩაღდა დისკუსია.
ამოვწიე პოსტი, წავალ, ვიმუშავებ, და პერიოდულად ვიხმალაოთ 😉