>load

>

დილა ადრე დაიწყო.
სადღაც 7:30

ძაღლი ხელს გილოკავს და ადექიო, წკმუტუნებს
კატას შია და კნავის.

სასიამოვნო ნიავი უბერავს და დილით საძოვარზე მიმავალი ძროხების ზარების რაკუნი გესმის.

ნახევრად მძინარე, აგვარებ შინაური ცხოველების საუზმის საკითხს და ჩადიხარ პირველ სართულზე, დიასახლისს/მომვლელს/მოჯამაგირეს აღვიძებ – ნიიიინ, ყავა მინდაააა…

სულ გავიწყდება, რომ ტრუსიკით ხარ და ბოლო-ბოლო, უზრდელობაა, სხვა თუ არაფერი.

აბაზანაში შედიხარ და სიგარეტს უკიდებ. ონკანს უშვებ, აბაზანის კიდეზე ჩამოჯდები და ელოდები, როდის წამოვა ცხელი წყალი.

შხაპი გაფხიზლებს და პირსახოცმოხვეული და სველი გადიხარ სასაუზმოდ.

8:00
აღვიძებ დას (რა თქმა უნდა, ურეკავ, თორე მესამე სართულზე ამსვლელი ხარ?) – თბილისში უნდა წაიყვანო.

ყავა, სიგარეტი, ახალი ამბები, ახალგამომცხვარი პური (ეტყობა მოიტანა შაქრო ძიამ), ყველი, კარაქი, ტროპიკული ხილის წვენი…

ფეხი ფეხზე გადაიდე და ელოდები.
ელოდები სიფხიზლეს, რომელიც ყავამ უნდა მოიტანოს.
ელოდები შენს დას, რომელმაც ჩანთა უნდა ჩაალაგოს.
ელოდები მზეს, რომელმაც უნდა გამოანათოს.
ელოდები სმს-ს.
ელოდები კარგ ხასიათს.
ელოდები ღიმილს, რომელიც სადღაც გულიდან უნდა წამოვიდეს, სახეზე ამოხოხდეს და მოკუმული ტუჩები ოდნავ დამანჭოს.
ელოდები სამსახურში წასვლას.
ელოდები …

Advertisements

>Morning Coffee, Music, ჟარგონის მარგალიტები #10

>
არა რა, ამ ხალხმა ვერაფერი ვერ ისწავლა…

ვერც ცხოვრება, ვერც ჭკუა, არანაირი გამოცდილება, იოტისოდენაც კი ვერ ისწავლეს…

დეცი ტვინი არა აქვსო, რომ იტყვიან. ჰეჰ, დეცი 🙂

დეციში – არის ერთი ასეთი კარგი ქართული ფოლკ-ჯგუფი.

ხოდა იმას ვამბობდი რომ…

21 საუკუნეში ვართ და ამასობაში ფილიპინებზე რა ხდება, ნახეთ? სააღდგომო კარნავალს რომ ატარებენ ყოველწლიურად, და ჯვარზე რომ აკრავენ ერთმანეთს…

ჰმ. არ ვიცი, რას უნდა ნიშნავდეს ეს – რელიგიური ფანატიზმიცაა, და ადამიანური იდიოტიზმიც ერთდროულად.

>დილა

>მიყვარს ასეთი თბილისი… დღეს დილით რომ იყო…

მზიანი და ცოტა თბილი, მაგრამ თან რომ ცივა. ძალიან, ძალიან ცოტა ხალხი ქუჩებში… ბავშვებს ასეირნებენ… ეკლესიებში მიყავთ, ან ცირკში, ზოოპარკში – რავი, სად აღარ…

პატარა საქმეებზე როა ყველა გამოსული, და ეგრევე სახლში რო მიბრუნდებიან…

უამრავი ნაცნობი რომ გხვდება, კარგა ხნის უნახავი…

ყველაფერი რო ღიაა, და რო მუშაობს – მაღაზიები და კაფეები, მაგრამ მაინც კაციშვილი რომ არაა…

უცბად რომ იყიდი წიგნს, რომელსაც დიდი ხანია, ეძებდი, და იქვე, კაფეში რომ მოკალათდები და ყავით და შოკოლადიანი ბლინებით რომ საუზმობ დღის 2 საათზე.

მეგობარი რო შეგხვდება და შემოგიერთდება, და აბსოლუტურად არაფერზე რო არ ილაპარაკებთ – უბრალოდ ზიხართ, და ამ სიჩუმეს და უკაცრიელ ქუჩებს თვალდახუჭულები აღიქვამთ… სხეულით გრნძობ, როგორ ისვენებს ქალაქი…

მერე სამსახურში რომ მოხვალ და აქაც კაციშვილი რო არაა, დაცვა – პახმელიაზე, რო ეძინათ და შენი გულისთვის გაღვიძება რო მოუწიათ.

შენც გეზარება მუშაობა, ხეტიალი გინდა ქუჩებში, ფოტოაპარატით ხელში, და უაზრობების გადაღება და კეთება, და უსაქმურობა რომ გენატრება… და მაინც, თავჩარგული რომ ზიხარ და უკირკიტებ რაღაცა ცხრილებს, არავის რო არ აინტერესებს, ისეთებს…

და მაინც კაია… კაია