ავტობუსი და დაუბანელი მაჩვი

სხვათა შორის, მარტივი აღმოჩნდა პასუხი კითხვაზე – თუ რატომ არ ხმარობენ ქართველები დეზოდორანტებს (და სხვა მსგავს ჰიგიენურ საშუალებებს).

ორნაწილიანი პასუხია: ძვირია და სუნი არ მოწონთ.

მართლა, მართლა – აწუხებთ მძაფრი ალკოგოლურ-ფერმენტებიან-რაღაცნაირი ქიმიური სუნი. ვერ იტანენ, მიუჩვევლები არიან, არ იციან რა ქნან, როცა ეს სუნი სცემთ. შესაბამისად, უცხო რამეს არ ეკარებიან.

და ძვირიც არის – დამეთანხმებით და, 5 ლარი ღირს საშუალოდ დეზოდორი, რომელიც დაახლოებით ორი-სამი კვირა ყოფნის ადამიანს.

ხოდა რა გინდათ ეხლა, თაობების განმავლობაში არ ყიდულობდნენ, იმიტომ რომ ადრე კიდევ უფრო ძვირი იყო და ვერ შეეჩვივნენ. ეხლა კიდე ვერ შეჩვეულებიც აღარ ყიდულობენ – იმიტომ რომ საჭიროებას ვერ ხედავენ.

რამე უნდა მოვიმოქმედოთ და მასებში შევიტანოთ განათლება.
სასწრაფოდ.

Advertisements

>ეროვნული ჰიგიენა…

>
ეს რა ნახა ჩემმა თვალებმა და რა მოისმინა ჩემმა ყურებმა…

არა ნუ სუნი რომ დგას მარშუტკებში, მაგას ტელევიზიით თქმა რად უნდა, ისედაც ვიცით ყველამ…

ხო, სუნი, ოფლის და დაუბანლობის და ყველაფრის ერთად…

ხო, იმიტომ რომ არ იბანენ და თუ იბანენ, არ ხმარობენ პირადი ჰიგიენის სხვადასხვა საშუალებებს, ან არ იბანენ და ხმარობენ…

მე დღეში ორჯერ ვბანაობ და იცით რა მაინტერესებს? საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 7 % თუ იბანს კვირაში ხუთჯერ, დაგვრხევია და ეგაა…

ნახეთ ვიდეორეპორტაჟი დაუბანელ და სუნიან და მყრალ საქართველოზე.

და ხო, კიდე ერთი რაღაც – აქ, ბლოგის ზედა მარჯვენა კუთხეში გამოკითხვა დავამატე, და მითხარით აბა, საქართველო ანოსია, თუ ვანოსია?