>ცოტაოდენი სტატისტიკა ხელფასებისა და დანაშაულების შესახებ

>ეს მონაცემები მხოლოდ აშშ-ს ეხება 🙂

საგულისხმოა, რომ განათლება და ”რელიგიურობა” გავლენას ახდენს დანაშაულის კოეფიციენტზე:

Advertisements

>უდანაშაულოთა დაცვის პროექტი

>კაცობრიობა წინ წავიდა…
მეცნიერება განვითარდა…

განთავისუფლებული და ბედნიერი ჯერი მილერი

მამობის დადგენა თუ შეიძლება დნმ-ის (დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა) ანალიზის საფუძველზე, სხვა რამის დადგენა არ შეიძლება?

აი მაგალითად, 24 წლის წინ ორი მოწმე რომ დუჟით პირზე ამტკიცებდა, ჯერი მილერმა ქალი გააუპატიურაო, და ეს შენი საწყალი ჯერი მილერი რომ ჩააყუდეს ციხეში…

ა ბატონო, არასამთავრობო ორგანიზაციამ Innocenceproject-მა გაიტანა თავისი, შეამოწმებინა დნმ-ის კოდი და ქე არ აღმოჩნდა ეს შენი ჯერი მილერი უდანაშაულო?

ჰოოდა ეგრე. მე-200 ადამიანია ეს, ვინც გაანთავისუფლეს ამ მშვენიერი ტესტის შედეგად.
ნეტა ჩვენამდე როდის მოაღწევს პროგრესი?