>ცვალებადი

>

მიყვარს მზიანი დღეები, როცა ფერები მკვეთრად ჩანს, თბილა და ხალხი იღიმის. თბილისს რომ ორთქლი ასდის და დილით რომ ბრუნდები სახლში.

მიყვარს წვიმიანი დღეები, თუ სახლში ზიხარ და არსად გადიხარ. თბილად ხარ, ტელევიზორთან ან კომპთან (წიგნებმა ტუალეტში გადაინაცვლა – იქ ვკითხულობ ხოლმე, იმიტომ რომ wifi არ იჭერს)

მიყვარს სუსხიანი საღამოები, ამოსუნთქული ნახშირორჟანგი რომ იყინება და პატარ-პატარა ნაბიჯებით რომ დასეირნობ, ფეხი რომ არ დაგიცდეს.

მიყვარს შემოდგომის პირველი ქარები, მანქანით რომ მოსეირნობ ნახევრად ცარიელ ქუჩებში და ფოთლებს რომ გაყრის საქარე მინაზე.

მიყვარს ზაფხულის გრილი საღამოები, შორტებით, შლოპანცებით და ჯემპრით რომ ზიხარ ეზოში, ლუდს სვამ, ეწევი და კარტს თამაშობ.

მიყვარს გაზაფხულის დღეები, მოსასხამი რომ აღარ გჭირდება და ჰალსტუხიან ლანჩზე რომ მიდიხარ, ახლადგაპარსულზე მოდური სუნამო და სიგარეტის სუნი რომ აირევა ერთმანეთში და კარგ ხასიათზე გაყენებს.

მიყვარს ბნელი ღამეები, ახალი ნაწვიმარი რომაა და შუქნიშნებს ირეკლავს ასფალტი – რომ ვერ გაარჩევ, სად მიწაა და სად – ცა.

Advertisements

>აჩრდილის წარსულები

>ეს Swatch-ის საათები თურმე რა ხმამაღლა წიკწიკებს… ნევროზი არ მაქვს, უბრალოდ არ მაძინებს წამების ისრის წამდაუწუმ გაწამებული სირბილის ხმა.

ჩემი პირველი Swatch… დიდი ხნის წინ იყო, მგონი წინა ცხოვრებაში… თან, მთლად ჩემი არ იყო, ჯერ სხვისი იყო, მერე იმან დაკარგა, მერე მე სხვას ვაჩუქე, მერე კარტში მოვუგე უკან…

იმ ქალაქში ასე 10 წლის მერე დავბრუნდი. გავლით ვიყავი და “მესაათე” მეგობრები ვეღარ მოვინახულე. სამაგიეროდ, ფიქრებმა შემიპყრო და ვინაიდან ასეთი რამ იშვიათად ხდება, გადავწყვიტე ჩავძიებოდი…

ისე, რამდენჯერ დაბრუნებულხართ უკან? ხომ ნათქვამია – ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალო. მართალია და ამავე დროს არა.

შეხვალ და მდინარეც იგივე იქნება, მაგრამ წყალია სხვა. ბევრი არ მაქვს ასეთი ადგილი – სულ რამოდენიმე ქალაქი და ერთი-ორი ქუჩა თბილისში, მაგრამ რომ გავივლი ხოლმე და ათასი წლის წინანდელი ამბები მახსენდება – უხერხულობა მიპყრობს.

არა, არაფერი დამიშავებია და არც დანაშაულის ადგილზე დაბრუნებული მკვლელის სინდრომი მაქვს. უბრალოდ უსიამოვნო შეგრძნებაა – მოგონებათა მტვრიან და შმორიან არქივში უცბად რომ ჩაგაყოფინებს ცხვირს საკუთარი alter ego და რაღაცეებს გებოდიალება – გაკითხებს, გათვალიერებინებს, გეკითხება, თუ გახსოვსო…

მორჩა, გეყოფა! მახსოვს და არ მინდა რომ მახსოვდეს, ან სხვანაირად მახსოვს და ნუ დამიმახინჯებ წარმოსახვით სურათს.

თუმცა, ხანდახან სასარგებლოც კია არქივის ამოქექვა. წელიწადში ერთხელ. ყოველ ნაკიან წელიწადს, რაღაც ჩემპიონატივით. საკუთარი თავის გაცნობაში გვეხმარება.

სცადეთ, მიბრუნდით ერთ ასეთ ადგილზე თქვენც, და მოგონებების არქივსაც ეწვიეთ, ოღონდ ძალიან არ ამოქექოთ – მტვერმა ალერგია იცის…

>პოსტი-პასუხი

>პასუხი ტატოს – კომენტარის მაგივრად:


არ ვყვები მოდას – მოდა მკიდია, მე თვითონ შევქმნი, თუ დამჭირდება.

არ ვწერ სიყვარულზე – იმიტომ რომ მე ის აქვე მყავს: დიდი, მშვიდი, ლამაზი…

ვწერ სიყვარულივით – ჩუმად, მალულად, მოკლე-მოკლე ფრაზებით – გარეთ ხომ ყველაფერს არ გამოიტან – გულში ვინახავ…

დიახ, იყო დრო, როცა ვეძებდი ნამდვილ მეგობარს – და მე ვიპოვნე კიდეც.

იყო დრო როცა ნამდვილ სიყვარულს ვეძებდი – შორს მივდიოდი, გავრბოდი, ველოდებოდი…
და ვნახე, მივხვდი, რომ აქვე იყო – ყურის ძირში – ნამდვილი ყოველთვის რეალურია, ხელშესახები, ხოლო ის, რაც აბსტრაქტული და იდუმალია – სისულელეა და მეტი არაფერი.

ჩემი თავი ნაპოვნი მყავს, კუთხეშია მომწყვდეული და ვამუშავებ – მარჯვენა ჰუკი, ორი მარცხენა – ცხვირში/ნიკაპში, ერთი აპერკოტი მარჯვნიდან – დიაფრაგმაში, მეორე აპერკოტი მარცხნიდან – ყბაში.
და მზადაა.

ზაფხული მოვა აუცილებლად, შენ ვერასდროს ვერ გააჩერებ მის სვლას – შემოდგომის მერეა ზამთარი, მერე კი ”გა”, და მერე ზაფხული.

სევდიანია, კი, მოწყენილი, კი, უფრო უგებ ამ შემოდგომას – მაგრამ გაივლის ეგ სევდაც და ისევ გაგიხარდება შენ ყველაფერი.

>პოსტი რომელსაც ყველა ვერ წაიკითხავს

>
ხო, ძვირფასო მკითხველო, ეგეთი პოსტებიც მაქვს.

ყველანი ვერ წაიკითხავთ. ყველანი ვერც გაიგებთ.

აი ეხლა ჩავაქრობ სიგარეტს, რომელიც თვალებს მწვავს და გავაგრძელებ იმის წერას, რასაც თქვენ ვერ წაიკითხავთ.
თავი მტკივა მთელი საღამოა.

ერთი შეკითხვა დაუსვი საკუთარ თავს, მკითხველო – რა ნაკვალევი დატოვე შენი ცხოვრების გზაზე? რა გააკეთე, ააშენე, დარგე, და რა გააფუჭე, ვის ატკინე, ვის გადაუარე?

უკან გაიხედე და თქვი, რისგან შედგება შენი წარსული.

>load

>

დილა ადრე დაიწყო.
სადღაც 7:30

ძაღლი ხელს გილოკავს და ადექიო, წკმუტუნებს
კატას შია და კნავის.

სასიამოვნო ნიავი უბერავს და დილით საძოვარზე მიმავალი ძროხების ზარების რაკუნი გესმის.

ნახევრად მძინარე, აგვარებ შინაური ცხოველების საუზმის საკითხს და ჩადიხარ პირველ სართულზე, დიასახლისს/მომვლელს/მოჯამაგირეს აღვიძებ – ნიიიინ, ყავა მინდაააა…

სულ გავიწყდება, რომ ტრუსიკით ხარ და ბოლო-ბოლო, უზრდელობაა, სხვა თუ არაფერი.

აბაზანაში შედიხარ და სიგარეტს უკიდებ. ონკანს უშვებ, აბაზანის კიდეზე ჩამოჯდები და ელოდები, როდის წამოვა ცხელი წყალი.

შხაპი გაფხიზლებს და პირსახოცმოხვეული და სველი გადიხარ სასაუზმოდ.

8:00
აღვიძებ დას (რა თქმა უნდა, ურეკავ, თორე მესამე სართულზე ამსვლელი ხარ?) – თბილისში უნდა წაიყვანო.

ყავა, სიგარეტი, ახალი ამბები, ახალგამომცხვარი პური (ეტყობა მოიტანა შაქრო ძიამ), ყველი, კარაქი, ტროპიკული ხილის წვენი…

ფეხი ფეხზე გადაიდე და ელოდები.
ელოდები სიფხიზლეს, რომელიც ყავამ უნდა მოიტანოს.
ელოდები შენს დას, რომელმაც ჩანთა უნდა ჩაალაგოს.
ელოდები მზეს, რომელმაც უნდა გამოანათოს.
ელოდები სმს-ს.
ელოდები კარგ ხასიათს.
ელოდები ღიმილს, რომელიც სადღაც გულიდან უნდა წამოვიდეს, სახეზე ამოხოხდეს და მოკუმული ტუჩები ოდნავ დამანჭოს.
ელოდები სამსახურში წასვლას.
ელოდები …

>სექსი

>

რაღაც მომენტში დავიჭირე საკუთარი თავი – შეიცვალე ხო?

ადრე არასოდეს არ გრჩებოდა სანთებელები, არ კარგავდი, ვერ იტან საერთოდ მწეველებს, რომლებსაც სანთებელები თან არ დააქვთ.

ეხლა კიდე – არასოდეს აღარ მაქვს ხოლმე სანთებელა. რავი, მკიდია რაღაცნაირად 🙂
სულ ვკარგავ და მრჩება – რა ვქნა 😉

ხოო, კიდე სულ ვაგვიანებ. ყველგან, ყველასთან, ყველაფერზე ვაგვიანებ.

Damn it, რა ჯანდაბაა ჩემს თავს? აღარ ვარ ისეთი პედანტი, ადრე რომ ვიყავი?

და ბევრი წვრილმანი აღარ მაღელვებს, რასაც ადრე უუუდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებდი.

ეს კარგია.

Things gonna change – მითხრეს შარშანწინ.
And hell yeah – they’ve changed.