სწავლა-განათლება

All rights reserved by bcd09

უმაღლესი განათლების მდგომარეობა საქართველოში დღეს კრიტიკის საგნადაა გადაქცეული – რამდენიმეწლიანმა და რამდენიმესაფეხურიანმა რეფორმამ დიდი შედეგი, ჯერ-ჯერობით, ვერ გამოიღო.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამე გამოსწორდა, არის უამრავი უარყოფითი მხარე, რაც ჯერ კიდევ არ გამოსწორებულა.

არ მინდა ბევრის თქმა ამაზე – ამ პოსტის მკითხველთა რიცხვში ბევრი სტუდენტია და ისინი ჩემზე კარგად არიან გათვითცნობიერებულნი საკითხში.

გაგაცნობთ დისტანციური და ონლაინ სწავლების რამდენიმე საინტერესო წყაროს, რომელმაც შეიძლება თქვენს თბილისურ დიპლომს აჯობოს კიდეც:

1. ხანის აკადემია (ვიდეო ლექციები უამრავ საკითხზე)

2. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) ონლაინ სასწავლო კურსი MITx (სერტიფიცირებული)

3. იგივე MIT-ს ჩვეულებრივი სასწავლო კურსის მასალები გადმოსაწერად

4. სტენფორდის უნივერსიტეტის ონლაინ კურსები სხვადასხვა სპეციალობაში

5. Academic Earth – მსოფლიოს უნივერსიტეტების საუკეთესო პროფესორების კურსები

6. 10 საუკეთესო უნივერსიტეტის ონლაინ კურსების კრებული

7. 400 ონლაინ კურსი სპეციალობების მიხედვით

 

ყველა ეს კურსი უფასოა – ასე რომ, არ გამოტოვოთ თქვენი შანსი და თქვენ თვითონ იზრუნეთ უკეთეს განათლებაზე 🙂

Advertisements

>ცოტაოდენი სტატისტიკა ხელფასებისა და დანაშაულების შესახებ

>ეს მონაცემები მხოლოდ აშშ-ს ეხება 🙂

საგულისხმოა, რომ განათლება და ”რელიგიურობა” გავლენას ახდენს დანაშაულის კოეფიციენტზე: