>E pluribus unum!!!

>E pluribus unum – ეს აშშ-ს დევიზია და ნიშნავს პირველს თანასწორთა შორის!

მინდა სიხარულით მოგახსენოთ, რომ 2009 წლის იანვარში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად (1800 რესპოდენტი), გამოიკვეთა საქართველოში პოპულარული სოციალური ქსელების ჩამონათვალი.

პირველი 4 ადგილი, რაღა თქმა უნდა, უცხოურ საიტებს უჭირავს, მაგრამ უფრო სასიხარულო ისაა, რომ ამ სიაში მოხვედრილი ერთადერთი ქართული საიტი არის ჩემი პროექტი – www.face.ge

გმადლობთ ყურადღებისათვის!
უახლოეს მომავალში იხილავთ პოსტს ამ საიტის შესახებ (მგონი, დროა, მოგიყვეთ, რა საიტია და რა ხდება საერთოდ მანდ) 😉

Advertisements

>გამოკითხვა – ბლოგის დიზაინი

>მაშ ასე… გამოკითხვა დასრულდა, და შედეგია ის, რომ ბლოგის დიზაინი არ შეიცვლება!

(მაქსიმუმ, კიდევ ერთი sidebar დავამატო, ანუ 3 columns)

>ალკოჰოლური სასმელის მოხმარება

>საინტერესო გამოკითხვა:

რეპრეზენტატული შერჩევის საფუძველზე, 2007 წლის აპრილში ჩატარდა სატელეფონო გამოკითხვა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 18 წლისა და უფროსი ასაკის 1 500 თბილისელმა. მონაცემების სტატისტიკური ცდომილება არ აღემატება ± 2,6%-ს.

სვამთ თუ არა ალკოჰოლურ სასმელს?


ზოგადად, თბილისელების ორი მესამედი (66%) მოიხმარს ალკოჰოლურ სასმელებს. როგორც აღმოჩნდა, ეს მამაკაცებისთვის უფრო დამახასიათებელია (77%), ვიდრე ქალებისთვის. თუმცა, თბილისელი ქალბატონების საკმაოდ დიდი ნაწილიც (53%) არ ამბობს უარს ალკოჰოლის მიღებაზე.

რომელი ალკოჰოლური სასმელები მოიხმარეთ ბოლო სამი თვის მანძილზე?

საქართველო ტრადიციულად ღვინის ქვეყანად ითვლება და შესაბამისად, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ალკოჰოლის მომხმარებელთა აბსოლუტური უმრავლესობა (მამაკაცების 89% და ქალების 87%) ღვინის მომხმარებელია. არაყს და ლუდს ბევრად უფრო მეტი მამაკაცი სვამს, ვიდრე ქალი, ხოლო ქალბატონები შამპანურს და ლიქიორს ანიჭებენ უპირატესობას. საინტერესოა, რომ კონიაკი, რომელიც საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნებაა, ერთნაირად პოპულარულია მამაკაცებსა და ქალებს შორის.

წყარო: ეისითი კვლევა

>Template

>მოკლედ, არ ვიცი რა ვქნა…

მომბეზრდა ეს დიზაინი, სხვა არცერთი არ მომწონს…
შევცვალო და ისევ ძველს, სულ თეთრს დავუბრუნდე?
თუ მეზარება, ეს იყოს, რაც არის…

ჰე, ველი პასუხს…