სიცოცხლე სხვა პლანეტებზე

кпк = კილოპარსეკი

კილოპარსეკი = 1 000 პარსეკი

1 პარსეკი = 3,2616 სინათლის წელი

1 სინათლის წელი = 10 000 000 000 000 კილომეტრი

1011 = 100 000 000 000

Advertisements

>Shooting Star

>ბოლოს როდის აგიხედავთ ცაში ღამით?
საერთოდ თუ გახსოვთ, რომ ვარსკვლავები არსებობს?
არა მომღერალ/მსახიობები, არამედ ნამდვილი ვარსკვლავები…

ჩვენი გალაქტიკის სხვა მნათობების, ან თანავარსკვლავედების შესახებ თუ იცით რამე? თუ მხოლოდ ჰოროსკოპის ცოდნით შემოიფარგლებით?
ხომ არ გგონიათ, რომ მარტო 12 თანავარსკვლავედი არსებობს?
ქართული ვიკიპედია კი გვამცნობს, რომ 58 არისო (იხ. ქვემოთ მოყვანილი სია), მაგრამ სინამდვილეში ჩვენს ცაზე 88 თანავარსკვლავედია დათვლილი.

ანდრომედე · არწივი · ბადურა · ბერენიკეს თმები · ბუზი · გედი · გემის ხერხემალი · გველეშაპი · გველი · გველისმჭერი · გონიო · დელფინი · დიდი დათვი · დიდი ქოფაკი · ერიდანუსი · ვერძი · ვეშაპი · თევზები · თხის რქა · იალქნები · ინდოელი · ისარი · კასიოპეა · კენტავრი · კვიცი · კირჩხიბი · კიჩო · კომპასი · კურდღელი · კურო · ლომი · მაგიდა მთა · მარტორქა · მარჩბივი · მგელი · მეეტლე · მელია · მენახირე · მერწყული · მეძებარი ძაღლები · მიკროსკოპი · მოქანდაკე · მტრედი · მფრინავი თევზი · მშვილდოსანი · მხატვარი · ორიონი · ოქროს თევზი · ოქტანტი · პატარა დათვი · პატარა ლომი · პატარა ქოფაკი · პეგასი · პერსევსი · ჟირაფი · საათი · სამკუთხედი · სამოთხის ჩიტი · სამსხვერპლო · სამხრეთის გვირგვინი · სამხრეთის თევზი · სამხრეთის სამკუთხედი · სამხრეთის ჰიდრა · სასწორი · საჭრისი · სექსტანტი · ტელესკოპი · ტუკანი · ტუმბო · ფარგალი · ფარი · ფარშავანგი · ფენიქსი · ფიალა · ფოცხვერი · ქალწული · ქამელეონი · ქნარი · ღრიანკალი · ღუმელი · ყორანი · ჩრდილოეთის გვირგვინი · ცეფევსი · წერო · ხვლიკი · ჯვარი · ჰერკულესი · ჰიდრა

ჰო, და აი კიდევ ერთი ვიდეო სამყაროში ჩვენი ადგილის უკეთესად წარმოსადგენად:

P.S.:
Pistol Star – გალაქტიკის ცენტრში მდებარე კაშკაშა ცისფერი გიგანტი
KW Sagitarii – მშვილდოსანის თანავარსკვლავედის წითელი გიგანტი
V354 Cephei – ცეფევსის თანავარსკვლავედის წითელი გიგანტი
VV Cephei – ცეფევსის თანავარსკვლავედის ტყუპი ვარსკვლავი
VY Canis Majoris – დიდი ქოფაკის თანავარსვლავედის წითელი გიგანტი

>ვარსკვლავური ომები

>რადგან ფანტასტიკა და გალაქტიკა ვახსენე, არ შეიძლება არ გავიხსენო აგრეთვე შესანიშნავი ფილმების სერია – ”ვარსკვლავური ომები”.

გამოგონილი სამყაროს რუკა – ”ვარსკვლავური ომების” გალაქტიკა.