>როგორ უნდა ჩავალაგოთ ზურგჩანთა/რუკზაკი

>


პოსტების სერიიდან – ამოიღეთ ხმა!

პოსტის ავტორი/სტუმარი – Tjorven

მოკლედ, მეგობრებო, ვინაიდან და რადგანაც საქართველოში უამრავი ადგილია, სადაც მხოლოდ ფეხით არის შესაძლებელი მისვლა/მონახულება – არდადეგების საუკეთესო ვარიანტია ლაშქრობა.

იმისათვის რომ ლაშქრობა დაგეგმოთ (თუ ეს აქამდე არ გაგიკეთებიათ) უნდა ნახოთ ეს ტუტორიალი.
ამის შემდეგ კი გააგრძელოთ ამ პოსტის კითხვა, რადგან ყველაზე მთავარი ატრიბუტი, ზურგჩანთა – თქვენი ყველაზე ახლო და საყვარელი მეგობარი იქნება მთელი ლაშქრობის მანძილზე და თუ ყურადღებით არ მოეკიდებით მისი ჩალაგების საკითხს, მერწმუნეთ, თქვენი ლაშქრობა შეიძლება ჯოჯოხეთს დაემსგავსოს.

მაშ ასე, ვიწყებთ :
უნდა ავიღოთ ზურგჩანთა, საუკეთესო ვარიანტია 40 ლიტრიანი (დიახ, დიახ ზურგჩანთის ზომა ლიტრებში იზომება). ეს საშუალო ზომის ჩანთა გახლავთ.
შემდეგ დავალაგოთ თან წასაღები ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ასევე საძილე ტომარა, კარავი და “პარალონი”.
ახლა დავაკვირდეთ ჩვენს მიერ დალაგებულ ნივთებს და კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ – აქედან ყველა ნივთი  გვჭირდება თუ არა.

დავიწყოთ ჩალაგება.
ავიღოთ დიდი სანაგვე პარკი (შავები და ცისფრები რომ იყიდება ყველა მაღაზიაში, ისეთი) და მოვათავსოთ შიგნით ჰორიზონტალურად საძილე ტომარა და კარავი (თუ კარვის ჩანთა ძალიან გრძელი არაა, ანუ არ აჭარბებს ჩანთის სიგანეს). თუ კარვის სიგანე აჭარბებს ჩანთის სიგანეს, მაშინ ცოტა ხანი მოიცადეთ და განაგრძეთ კითხვა.
შემდეგ იგივე სანაგვე პარკს ვაფენთ მთლიან ჩანთაში (აი ისევე როგორც სანაგვე ყუთში ვაკრავთ ხოლმე).
ახლა კი დავიწყოთ ნივთების გადანაწილება ჩანთაში, მოსამზადებელი სამუშაოები დასრულებულია.
  1. ჩანთის სულ ქვედა ნაწილში აუცილებლად უნდა იდოს მყარი რამ, ისეთი, რაც არ იყანყალებს – ანუ კარავი (თავის ჩანთაში შეფუთული) და/ან საძილე ტომარა. თუ კარავი ჩანთაზე განიერია, მაშინ ის ვერტიკალურ მდგომარეობაში იდება ჩანთის ძირითად ნაწილში, ტანსაცმლის რომელიმე გვერდზე, ჩანთის მთელი სიგრძის გაყოლებაზე.
  2. ჩვენს მიერ ჩანთაში ჩაფენილ ცელოფნის პარკში ვიწყებთ (დაკეცილი და მაქსიმალურად დაპატარავებული) ტანსაცმლის ჩალაგებას. სულ ქვემოთ უნდა ჩადოთ ყველაზე თბილი თანსაცმელი, შემდეგ უნდა ჩადოთ შარვალი-ბრიჯი-შორტები და მაისურები, ზემოდან კი უნდა დაადოთ რამე თბილი, საშუალო სისქის მოსაცმელი და “ბასანოჟკები”, “ჩუსტები” ან რაიმე მსუბუქი გამოსაცვლელი ფეხსაცმელი.
  3. გაინტერესებთ რას ვუშვებით ტრუსებს, წინდებსა და პირადი ჰიგიენის ნივთებს? გეტყვით ეხლავე. ეს ყველაფერი უნდა მოთავსდეს ჩანთის მარცხენა და მარჯვენა ჯიბეებში (ან სულაც წინა ჯიბეში – გააჩნია, როგორი ჩანთა გაქვთ).
  4. ჩანთის ზედა დასახურ ნაწილს, შიგნიდან ან გარედან პატარა ჯიბეა მოთავსებული. მინდა გითხრათ, რომ ეს ჯიბე ყველაზე მნიშვნელოვანია. აქ უნდა ჩადოთ ის ნივთები, რომლებიც გზაში ხშირად დაგჭირდებათ. ასეთებია – მზის კრემი, კანფეტები ენერგიისათვის, აიპოდი ან სხვა მუსიკალურ-გასართობი რამ, ბენდენა ან ქუდი, ტუალეტის ქაღალდი  და სველი ხელსახოცები.
  5. “პარალონი” არის საძილე ტომრის ქვეშ დასაგები, სითბოს შემნარჩუნებელი, ოდნავ რბილი, თხელი ლეიბი. პარალონი მაგრდება ზურგჩანთის გარეთა მხარეს სპეციალურად დატოვებული/გამოყოფილი სარტყლებით.
  6. მაშ ასე, შეიძლება ითქვას, რომ ზურგჩანთა ჩავალაგეთ. ახლა ჩალაგების სიზუსტის შემოწმების დროა. აიღეთ თქვენი ჩალაგებულ – შეკრული ჩანთა და მოიკიდეთ ზურგზე. მოიჭირეთ სახელურები და დააყენეთ სასურველ ზომასა და სიმჭიდროვეზე, შეიკარით წელზე შემოსარტყამი სპეციალური ქამარიც (რომელიც უზრუნველყოფს ჩანთის წონის სხეულზე ზუსტ და თანაბარ განაწილებას) და გაიარ-გამოიარეთ რამდენიმე ნაბიჯი.
    თუ თქვენი ზურგჩანთა არ გექაჩებათ უკან, ან არ გძლევთ რომელიმე მხარეს, გილოცავთ – თქვენ ამ საქმეს თავი საუკეთესოდ გაართვით!
  7. გისურვებთ საინტერესო და სასიამოვნო ლაშქრობას!
Advertisements

>როგორ ვებრძოლოთ დეპრესიას

>

პოსტების სერიიდან – ამოიღეთ ხმა!

პოსტის ავტორი/სტუმარი – მარიკა ჩ.

როცა შეამჩნევთ, რომ დეპრესიამდე სუუულ ცოტა გიკლიათ და ასევე ცოტა გიკლიათ ”სასოწარკვეთილი დიასახლისის” იარლიყის მორგებამდე – სამსახურიდან გამოსულმა ქუჩაში მარტო გაისეირნეთ.
არც Shopping-ზე, არც ვინმეს შესახვედრად, არც კაფეში მისასვლელად, არც ვინმეს გასაცნობად წახვიდეთ, უბრალოდ გაისეირნეთ და დაფიქრდით, რომ ყველა პრობლემას აქვს ახსნა და ყველა გამოუვალ სიტუაციას კი გამოსავალი:

  1. მერე რა, რომ დილით ადრე გაღვიძებულს გიწევს მეუღლის პერანგის დაუთოვება და 2 წუთის წინ ბაღისთვის გამზადებული ბავშვის გამოცვლა, იმიტომ რომ ფაფა გადაისხა – სამაგიეროდ შენს საყვარელ ოჯახთან ერთად იწყებ დილას;
  2. მერე რა, რომ სამსახურში 20 წუთით იგვიანებ იმიტომ რომ ბავშვის ბაღიც სამსახურის დროს იწყება და გარეთ ხომ არ დატოვებ? სამაგიეროდ ასეთი დაგვინება საპატიოა და ზოგჯერ ეს მიზეზი შეგიძლია სხვა შემთხვევაშიც გამოიყენო 😉
  3. მერე რა, რომ სამსახურიდან სახლში დაღლილი ბრუნდები, ერთი სული გაქვს, დაიძინო და ათასი საქმე გეყრება თავზე, ხშირად სტუმრებიც შესვლისთანავე მოგყვებიან – სამაგიეროდ მეგობრებს უყვარხარ და შენთან მოსვლა უხარიათ.
  4. მერე რა, რომ სამსახრუში იმდენი საქმე გაქვს, რომ უკვე ატყობ – მეტი აღარ შეგიძლია – სამაგიეროდ თვის ბოლოს შესაძლებელია პრემია მოგცენ;
  5. მერე რა, რომ გასუქდი და ძველ ტანსაცმელში აღარ ეტევი – სამაგიეროდ გარდერობს განაახლებ.
  6. მერე რა, რომ ხელფასი არ გყოფნის და კრედიტებიც არ მთავრდება – სამაგიეროდ ახალი მანქანა გყავს (ნუ ან შენ ან შენს მეუღლეს);
  7. მერე რა, რომ პრავის ბილეთებს ვერ სწავლობ – სამაგიეროდ შეგიძლია 15-გვერდიანი კონტრაქტი მოამზადო;
  8. მერე რა, რომ საყვარელ ადამინს ეჩხუბე და თვლი, რომ აღარასოდეს შეურიგდები – ზუსტად იცი, რომ რომელიმე თვენგანი ვერ გაძლებს, დათმობს და შერიგების პროცესი განსაკუთრებით სასიამოვნოა.
  9. მერე რა, რომ საწოლში დაწოლილს, ყოველდღიური პრობლემებით თავი გაქვს გაჭედილი და ტირილი გინდება – სამაგიეროთ გვერდზე გყავს ადამინი, რომელსაც შეგიძლია დაეყრდნო.

და კიდევ ერთი ბანალური, მაგრამ ძალიან აუცილებელი და სასარგებლო რამ:
გ ა ი ღ ი მ ე თ!

>როგორ აღვზარდოთ ბავშვი და არა მარტო

>

პოსტების სერიიდან – ამოიღეთ ხმა!

პოსტის ავტორი/სტუმარი – cartveli

  • ბავშვი სიარულის სწავლებისას მოდუნებული (უფრო სწორედ დამყოლი) ხელით ატარეთ რომ პასუხისმგებლობა თავიდანვე აიღოს.
  • ბავშს დაბანის წინ ასწავლეთ პირით სუნთქვა და თვალების დახუჭვა – როცა წყლის გადავლება მოგიწევთ თავის დაბანვისას.
  • ენა ნუ გისწრებთ, ეცადეთ მნიშვნელოვანი აზრები მის თავში დამოუკიდებლად დაიბადოს და არა თქვენი ბუზღუნით გაიგოს.
  • ახალგაცნობილი ადამიანის სახელი გონებაში მაშინვე დაუკავშირეთ მისi სეხნია თქვენ ძველ ნაცნობს.
  • დაურეკეთ მეგობარს, ნათესავებს.
  • იქონიეთ უპირობო სიყვარული შვილების, მშობლების, იქნებ მეუღლის მიმართაც.

და მთავარი:

გაითვალისწინეთ – ცოლ-ქმარი ყველაზე მნიშვნელოვანი წყვილია დედამიწაზე და არავის აქვს მათ შორის ჩადგომის უფლება (რაც არ უნდა ძნელი მოსასმენი იყოს ეს მშობლებისთვის და შვილებისთვის, მაინც ასეა).

>ამოიღეთ ხმა!

>კარგი, დავუბრუნდეთ იმ თემას – ცხოვრებისეული გამოცდილების გაზიარებას.
თავიდან ვიფიქრე, მე დავწერ მეთქი რამეს, მაგრამ მერე:

1. დამეზარა დაწერა
2. ბევრი სფეროა და ვერ ავირჩიე
3. გამოცდილება არ აღმომაჩნდა
(საჭირო გახაზეთ)

მოდი ეხლა თქვენ შემოგთავაზებთ – ვის რა გაქვთ გასაზიარებელი? დაწერეთ და გაუზიარეთ სხვებს თქვენი ცხოვრებისეული თუ პროფესიული გამოცდილება.
ყველანი რაღაცის სპეციალისტები ხართ, ყველას გაქვთ რამე, რაც კარგად იცით და გამოგდით – ზოგმა პურის ცხობა იცის, ზოგმა ფოტოების გადაღება, ზოგმა კონდიციონერის დამონტაჟება, ზოგმა დაკაბადონება, ზოგი ამანათებს უკვეთავს (ან ჩამოაქვს), ზოგი კი – კარგი ელექტრიკია ან ხადავიკი, ზოგი ესსეებს წერს, ზოგი კი კითხულობს, ზოგი დიზაინერია, ზოგი მარკეტოლოგი, ზოგიც იურისტი და ზოგიც მთამსვლელი…

ხოდა – დამიკომენტეთ თემები და ყველას მოგცემთ საშუალებას, დაწეროთ ერთი პოსტი თქვენი გამოცდილების შესახებ – გაუზიარეთ გამოცდილება სხვებს!

თუ კომენტარის დაწერა გერიდებათ ან არ იცით, ან თუ პოსტი ზედმეტად დიდია კომენტარისთვის, გამომიგზავნეთ მეილზე – dv0rsky(at)dgiuri.com