ტანჯული სული

ადამიანის სიკეთე და ბოროტება უნდა იზომებოდეს მის მიერ ტანჯული სულების რაოდენობით.

აი, რამდენად მეტი ხალხი გყავს დატანჯული, ნაწვალები, ნაწყენინები, დამცირებული – იმდენად ბოროტი ხარ.

და სიკეთეს უნდა ქონდეს უარყოფითი ნიშანი – მაგალითად, დალაი ლამაზე უნდა ვამბობდეთ, რომ მისი სიკეთე იზომება “მინუს 5 მილიონი ადამიანის სულით”.

რატომ უარყოფითი ერთეული? იმიტომ, რომ ადამიანის ავ-კარგიანობა ზუსტად შიდსის ან ორსულობის ტესტს გავს – დადებითი პასუხი რომ არ გიხარია და უარყოფითზე რომ ბედნიერი ხარ. ზუსტად ეგრე უნდა მოდიოდეს წერილი სიკეთისა და ავ-კარგიანობის სამინისტროდან:

“მოგესალმებით, მოქალაქევ! თქვენი ტესტის შედეგი უარყოფითია – თქვენ კეთილი ხართ, სერ!

რა ჯობია ასეთ წერილს, მითხარით.

გუგლის სურათების ძიების შედეგი “ტანჯულ სულზე”

Advertisements

>ფეხბურთი: ღმერთი – ეშმაკი ანუ სიკეთე – ბოროტება…

>

აი ასეთი ლამაზი და საინტერესო სამაგიდო ფეხბურთის გუნდები შეიკრა – ერთის მხრივ, ”სიკეთე” (თეთრ კუთხეში, ტრენერი – უფალი ჩვენი – ღმერთი), ხოლო მეორეს მხრივ – ”ბოროტება” (შავ კუთხეში, ტრენერი – ეშმაკი).

გუნდების შემადგენლობა:

სიკეთის ნაკრები (ფორმაცია 2-5-3)
მეკარე – სანტა კლაუსი
მცველები – სერ თომას მური და ბობი მური (ცნობილი ფეხბურთელი და მეცენატი)
ნახევარმცველები – დოქტორ ჯეკილი, კრისტოფერ რობინი (ვინი პუჰი ყველას გახსოვთ ალბათ), ფრანცისკ ასიზელი, ფლეშ გორდონი, დედა ტერეზა
თავდამსხმელები – მერი პოპინსი, მაჰათმა განდი
და, რაღა თქმა უნდა, ცენტრალური თავდამსხმელი და ”იგრაიუში” ტრენერი – ღმერთი!!!

ბოროტების ნაკრები (ფორმაცია იგივე)
მეკარე – ბავშვების გამტაცებელი (ზღაპრიდან Child Catcher)
მცველები – ლედი მაკბეტი და როზა კლები (ჯეიმს ბონდის მოწინააღმდეგე, ”სმერშ”-ის აგენტი)
ნახევარმცველები – მისტერ ჰაიდი, პოლ პოტი, ადოლფ ჰიტლერი, ამინი (ალბათ ყოფილი ავღანელი პრეზიდენტი ჰაფიზულა) და ჯეკ მფატრავი
თავდამსხმელები – კალიგულა, ვლად III მკვლელი (დრაკულა)
და, ცენტრალური თავდამსხმელი – ლუციფერი, ეშმაკი.


კომენტარებში საინტერესო დისკუსია მიმდინარეობს 🙂