>თიბისი ბანკი და ბლოგერები

>

ეს არის კანაბისის შესანიშნავი პოსტის ასლი, რომელსაც მოგვიანებით დავაკომენტებ.
მოკლედ, რამოდენიმე თვის წინ, (ნოემბერში თუ არ ვცდები) TBC ბანკმა ჩაატარა კონკურსი ბლოგერებს შორის, საუკეთესო პოსტის ავტორები დაჯილდოვდნენ ფასიანი პრიზებით, ხოლო რამოდენიმე ათეულ შერჩეულ ავტორს TBC და “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა” დაჰპირდა ამ პოსტების მიხედვით წიგნის გამოცემას . მე კონკურსის ჩატარების სამართლიანობაზე ( ლაიქებით კონკურსი lol)  ან მის სხვა ასპექტზე არ შევჩერდები, მთავარი ისაა რომ დღეს კონკურში შერჩეულმა მონაწილეებმა e-mail-ით მიიღეს კონტრაქტი, მათსა და თიბისი ბანკს შორის.
კონტრაქტი რბილად რომ ვთქვათ სადღაც შუაშია არაადეკვატურს და კაბალურს შორის.
(მათთვის ვინც TLDR ტალღაზეა – “არ მოაწეროთ ამ კონტრაქტს ხელი”. )
ეს იურიდიული შედევრი შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ :
თბილისი 2010 წლის 4 იანვარი
ერთი მხრივ, სახელი, გვარი (შემდგომში `უფლებათა მფლობელი”) და მეორე მხრივ, სს `თიბისი ბანკი~ (შემდგომში `უფლებათა მიმღები~), წარმოდგენილი მისი გენერა…ლური დირექტორის, ვახტანგ ბუცხრიკიძის მიერ, ვდებთ ამ ხელშეკრულებას და ვთანხმდებით შემდეგზე:
ხელშეკრულების საგანი
უფლებათა მფლობელი უსასყიდლოდ გადასცემს, ხოლო უფლებათა მიღები უსასყიდლოდ იღებს უფლებათა მფლობელის მიერ ბლოგზეwww.blog.ge (შემდგომში “ბლოგზე”) გამოქვეყნებული პუბლიკაციების (შემდგომში “ბლოგპოსტების”) გამოყენების (რეპროდუცირების) უფლებას.
ბლოგპოსტებთან დაკავშირებული ყველა უფლების (მათ შორის რეპროდუცირების უფლების) გადაცემა ხორციელდება მრავალჯერადი გამოყენების მიზნით, რაც ნიშნავს იმას, რომ უფლებათა მიმღებს უფლება ექნება:
გამოიყენოს ბლოგპოსტები, როგორც კომერციული, ისე არაკომერციული დანიშნულებით;
განახორციელოს ბლოგპოსტების რეპროდუცირება განუსაზღვრელი (შეუზღუდავი) რაოდენობით და ტირაჟით, როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონული და სხვა საშუალებებით;
გამოაქვეყნოს ბლოგპოსტები, როგორც ცალკე, ისე კრებულებში და ნებისმიერი სხვა სახის გამოცემაში თუ პუბლიკაციაში;
ნებისმიერ მესამე პირს გადასცეს ამ ხელშეკრულებით მისთვის გადაცემული რომელიმე, რამდენიმე ან/და ყველა უფლება.
ამ ხელშეკრულების ხელმოწერით უფლებათა მფლობელი ადასტურებს, რომ:
ბლოგი და ბლოგპოსტები შექმნილია მხოლოდ მის მიერ (სხვა ნებისმიერი პირის მონაწილეობის ან/და დახმარების გარეშე);
ყველა უფლება (მათ შორის საავტორო) ბლოგსა და ბლოგპოსტებზე ეკუთვნის მას;
ბლოგპოსტებთან დაკავშირებით არ აქვს დადებული ამ ხელშეკრულების იდენტური ან ანალოგიური ხელშეკრულება.
მხარეთა ვალდებულებები
უფლებათა მფლობელი ვალდებულია:
არაუგვიანეს 2010 წლის 14 იანვრისა მისი ელექტრონული ფოსტის მისამართიდან: blogger@yahoo.com უფლებათა მიმღების ელექტრონული ფოსტის მისამართზე: skokosadze@tbcbank.com.ge გააგზავნოს ბლოგპოსტები და შესაბამისი ბმულები (ლინქები);
არავისთან დადოს ამ ხელშეკრულების იდენტური ან ანალოგიური ხელშეკრულება;
უფლებათა მიმღების მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 2 (ორი) კალენდარული დღისა უზრუნველყოს ხელმოწერა და უფლებათა მიმღებისთვის დაუყოვნებლივ გადაცემა ნებისმიერი საბუთისა (განცხადების, შეთანხმების და სხვა), რომელიც საჭირო იქნება უფლებათა მიმღებისთვის ამ ხელშეკრულებით მინიჭებული რომელიმე რამდენიმე ან ყველა უფლების სრულფასოვანი განხორციელებისთვის.
მხარეთა პასუხისმგებლობა
ამ ხელშეკრულებით პირობების დარღვევისთვის მხარეები პასუხს აგებენ საქართველოს კანონმდებლობითა და ამ ხელშეკრულებით დადგენილი წესით.
ამ ხელშეკრულების 2.1 პუნქტით ნაკისრი რომელიმე ვალდებულების დროულად შეუსრულებლობის შემთხვევაში უფლებათა მფლობელი ვალდებული იქნება გადაუხადოს უფლებათა მიმღებს პირგასამტეხლო 10 (ათი) ლარის ოდენობით თითოეული ვალდებულების შესრულების ვადისთვის გადაცილებული ყოველი დღისთვის.
იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ ამ ხელშეკრულების 1.3 პუნქტში მოცემული რომელიმე, რამდენიმე ან ყველა განცხადება არის მცდარი (სინამდვილესთან შეუსაბამო) უფლებათა მფლობელი ვალდებული იქნება უნაზღაუროს უფლებათა მიმღებს ამით გამოწვეული ნებისმიერი სახის ზიანი.
უფლებათა მიმღებს, როგორც კომერციულ ბანკს უფლება აქვს, უფლებათა მფლობელის ვალდებულებების შესრულების მიზნით ასეთი ვალდებულების წარმოშობის შემდეგ ნებისმიერ დროს, უფლებათა მფლობელის შემდგომი თანხმობის გარეშე უაქცეპტო წესით ჩამოწეროს თანხები უფლებათა მფლობელის ნებისმიერი ანგარიშიდან.
სხვა პირობები
ეს ხელშეკრულება ძალაში შევა მხარეთა მიერ მისი ხელმოწერისთანავე და იმოქმედებს განუსაზღვრელი ვადით.
ამ ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტა დასაშვებია მხოლოდ მხარეთა წერილობითი შეთანხმებით.
უფლების მიმღებს უფლება აქვს, წერილობითი ან ელექტრონული შეტყობინების გაგზავნით შესთავაზოს უფლების მფლობელს ამ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა. იმ შემთხვევაში, თუ უფლების მიმღების შეტყობინების მიღებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში უფლების მფლობელი წერილობით არ განაცხადებს უარს ამ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანაზე, უფლების მიმღების შეთავაზება ჩაითვლება მიღებულად უფლების მფლობელის მიერ, ეს ხელშეკრულება კი შეცვლილად, შეთავაზებული პირობების შესაბამისად.
ამ ხელშეკრულების რომელიმე პუნქტის ბათილად ან ძალადაკარგულად ცნობა არ იმოქმედებს მთლიანად ხელშეკრულების ან მისი სხვა ნაწილების ნამდვილობაზე.
წერილობითი შეტყობინება ან/და საფოსტო გზავნილი ადრესატს უნდა გადაეცეს დაზღვეული ფოსტის ან კურიერის მეშვეობით გამგზავნისთვის ცნობილ ბოლო მისამართზე. უფლებათა მიმღებს უფლება აქვს შეტყობინებისთვის გამოიყენოს კომუნიკაციის სხვა ნებისმერი საშუალება (მათ შორის ელექტრონული, ციფრული ან/და სხვა).
ამ ხელშეკრულებაზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობის მოქმედება.
მხარეთა შორის წამოჭრილ დავებს განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო. უფლებათა მიმღებს უფლება აქვს მოითხოვოს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის შესაბამისად. უფლებათა მიმღებს უფლება აქვს დავა განსახილველად გადასცეს მუდმივმოქმედ არბიტრაჟს “დავების განმხილველი ცენტრი” (Dღჩ), რომელიც დავას განიხილავს მისი დებულების შესაბამისად, რაზეც უფლებათა მფლობელი თანხმობას აცხადებს ამ ხელშეკრულების ხელმოწერით.
ესეს ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე, თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ორ იდენტურ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი რჩება უფლებათა მფლობელს, ხოლო ერთი გადაეცემა უფლებათა მიმღებს.
ინფორმაცია მხარეთა შესახებ
უფლებათა მფლობელი
უფლებათა მიმღები
სახელი, გვარი
სს “თიბისი ბანკი”
პირადი ნომერი:
საიდენტიფიკაციო ნომერი: 204854595
მის.: თბილისი,
მის.: თბილისი, კ. მარჯანიშვილის ქ. #7
ტელეფონი:
————————
დააკვირდით აბზაცსს
უფლებათა მფლობელი უსასყიდლოდ გადასცემს, ხოლო უფლებათა მიღები უსასყიდლოდ იღებს უფლებათა მფლობელის მიერ ბლოგზეwww.blog.ge (შემდგომში “ბლოგზე”) გამოქვეყნებული პუბლიკაციების (შემდგომში “ბლოგპოსტების”) გამოყენების (რეპროდუცირების) უფლებას.
ე.ი ბლოგერი, თვისი ნებით გადასცემს ტიბისი ბანკს, მის ბლოგზე გამოქვეყნებულ ნებისმიერი პოსტის რეპროდუქციის უფლებას, არ აქვს მნიშვნელობა, შარშანდელი პოსტი იქნება თუ მომავალი წლის, ხელმოწერის მომენტიდან ტიბისი თქვენი ყველა პოსტის და ინტელექტუალური საკუთრების ერთპიროვნული განმკარგავი ხდება.
ეს მხოლოდ დასაწყისი გამოდგა :დ
ბლოგპოსტებთან დაკავშირებული ყველა უფლების (მათ შორის რეპროდუცირების უფლების) გადაცემა ხორციელდება მრავალჯერადი გამოყენების მიზნით, რაც ნიშნავს იმას, რომ უფლებათა მიმღებს უფლება ექნება:
გამოიყენოს ბლოგპოსტები, როგორც კომერციული, ისე არაკომერციული დანიშნულებით;
განახორციელოს ბლოგპოსტების რეპროდუცირება განუსაზღვრელი (შეუზღუდავი) რაოდენობით და ტირაჟით, როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონული და სხვა საშუალებებით;
გამოაქვეყნოს ბლოგპოსტები, როგორც ცალკე, ისე კრებულებში და ნებისმიერი სხვა სახის გამოცემაში თუ პუბლიკაციაში;
ნებისმიერ მესამე პირს გადასცეს ამ ხელშეკრულებით მისთვის გადაცემული რომელიმე, რამდენიმე ან/და ყველა უფლება.
ნებისმიერ დროს, თიბისი ბანკს შეუძლია, ნებისმიერ სხვა კომპანიას (სარეკლამოს მაგალითად) მიჰყიდოს თქვენ ბლოგზე გამოქვეყნებული პოსტში გამოყენებული, სლოგანი, ქეჩფრაზა, ან მთლიანად პოსტი და განახორციელოს განუსაზღვრელად ამ ყველაფრის გამოყენება.
გავაგრძელეთ, ნაწილი მესამე :დ
ამ ხელშეკრულების 2.1 პუნქტით ნაკისრი რომელიმე ვალდებულების დროულად შეუსრულებლობის შემთხვევაში უფლებათა მფლობელი ვალდებული იქნება გადაუხადოს უფლებათა მიმღებს პირგასამტეხლო 10 (ათი) ლარის ოდენობით თითოეული ვალდებულების შესრულების ვადისთვის გადაცილებული ყოველი დღისთვის.
უფლებათა მიმღებს, როგორც კომერციულ ბანკს უფლება აქვს, უფლებათა მფლობელის ვალდებულებების შესრულების მიზნით ასეთი ვალდებულების წარმოშობის შემდეგ ნებისმიერ დროს, უფლებათამფლობელის შემდგომი თანხმობის გარეშე უაქცეპტო წესით ჩამოწეროს თანხები უფლებათა მფლობელის ნებისმიერი ანგარიშიდან.
მემგონი ამას კომენტარი არ ჭირდება.. :D
მეოთხე –
ეს ხელშეკრულება ძალაში შევა მხარეთა მიერ მისი ხელმოწერისთანავე და იმოქმედებს განუსაზღვრელი ვადით.
ამ ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტა დასაშვებია მხოლოდ მხარეთა წერილობითი შეთანხმებით.
ამ ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტა დასაშვებია მხოლოდ მხარეთა წერილობითი შეთანხმებით. ამ ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტა დასაშვებია მხოლოდ მხარეთა წერილობითი შეთანხმებით. კიდევ ერთხელ, ამ ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტა დასაშვებია მხოლოდ მხარეთა წერილობითი შეთანხმებით.ანუ ცალმხრივად კი არა, წერილობითი შეთანხმებით, ფაქტიურად ბლოგერის მხრიდან ხელშეკრულების გაწყვეტა გამორიცხულია მატერიალური ან ინტელექტუალური ზარალის მიღების გარეშე
და ამ ყველაფრის პიკი
იმ შემთხვევაში, თუ უფლების მიმღების შეტყობინების მიღებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში უფლების მფლობელი წერილობით არ განაცხადებს უარს ამ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანაზე, უფლების მიმღების შეთავაზება ჩაითვლება მიღებულად უფლების მფლობელის მიერ, ეს ხელშეკრულება კი შეცვლილად, შეთავაზებული პირობების შესაბამისად.
გაითვალისწინეთ, თუ ახალ წლებზე შვებულებაში იმყოფებით მაგალითად მადაგასკარზე და არანაირი სურვილი არ გაქვთ შეამოწმოთ იმეილი, თქვენ ამ კაბალურ პირობებს ავტომატურად ეთანხმებით. Good job squad!
ორში ერთი, ან თიბისის იურიდიულ განყოფილებაში არაკომპეტენტური ბაბუინების ბატალიონი მუშაობს, ან უბრალოდ ბლოგერები ჰგონიათ პითეკანტროპები რომლებსაც რაზეც უნდა იმაზე მოაწერინებენ ხელს და როგორც უნდა ისე გამოიყენებენ. მე უფრო მეორესკენ ვიხრები.
Best Regards
Cannabis.

Advertisements

>ოცი ბლოგი

>შეგნებულად არ მინდოდა დამეწერა გასულ 2010 წელზე, ან 2011 წლის სამომავლო გეგმებზე. არ მიყვარს მსგავსი უწუ-პუწუები და იმიტომ.

თუმცა, 2010 წელი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენით გამოირჩევა.

რა მაგის პასუხია და მომეწონა ბლოგერების მორიგი პოსტების სერია.
წლის ბლოგერის დასახელება სისულელეა და არც ვაპირებ, მაგრამ შემოგთავაზებთ იმ ბლოგების ორ-სამ სიტყვიან მიმოხილვას, რომლებიც მომწონს და რომლებსაც ვკითხულობ.
ისე, სხვებსაც ვკითხულობ, მაგრამ ეგენი არ მომწონს.

რიგითობა დაცულია Пщщпду Куфвук-ის მიხედვით. სულ 19 ბლოგია, მეოცე თქვენ ჩაამატეთ:

http://cartveli.blogspot.com/ – კარგად წერს, მაგრამ უცნაური ნიკი აქვს, ქართველიც ლათინური ასოებით დაირქვა. მიჭირს ხოლმე მისი პოსტების ბოლომდე ჩაკითხვა.

http://dance1234.blogspot.com/ – მუსიკა. ბევრი და უცნაური. არ ვიწერ და არც ვუსმენ. უბრალოდ მომწონს, რომ ადამიანი ასეთი შეუპოვრობით და დაუზარელად წერს, მიუხედავად იმისა, რომ არავინ უკომენტებს.

http://david.ge/ – იშვიათი ბლოგია. იშვიათად პოსტავს და…

http://www.blog13th.blogspot.com/ – რიცხვი 13 და დარიჩინი მეც მიყვარს. მეტი არაფერი მაქვს საერთო ამ ბლოგის ავტორთან, ვინაიდან ტიპიური ტურისტი არ ვარ.

http://aninaland.wordpress.com/ – ჯერ ბავშვია და გონია, რომ ყველაფერი ერთი თემის გარშემო ტრიალებს. ცოტა გაიზრდება და მიხვდება, რომ ეს ასე არაა. მერე კიდევ გაიზრდება და მიხვდება, რომ ეს სწორედ ასეა, მაგრამ უკვე გვიანი იქნება.

http://dodka.ge/ – არაფერზე აღარ წერს, საერთოდ არაფერს აღარ აკეთებს.

http://www.hexsus.com/ – თუ ვინმემ იცით, რა კავშირშია ბოროტი ჯადოქარი და თუთიყუში, მეც მითხარით. ძირითადად კარგად წერს, თუმცა მედია კრიტიკითა დაკავებული, მე კი სამსახურეობრივი მოვალეობიდან გამომდინარე, არ მაქვს უფლება, რომ ამ თემაზე ვილაპარაკო.

http://irunaaway.com/ – ჩემთვის გაუგებარ თემებზე წერს, მაგრამ ავტორს ვიცნობ და მომწონს.

http://katiee.ge/ – მრავალმხრივი ნაცნობობა გვაკავშირებს. ისე კი კარგი ბლოგი აქვს, მაგრამ არ ვკითხულობ ხოლმე პოსტებს. და ხანდახან ზედმეტად სვანური შეკითხვების დასმა იცის ხოლმე (ერთი შეხედვით, აშკარა და ნათელი საკითხების ახსნა მიწევს ხოლმე).

http://landish.ge/ – ღირს ამ სიაში მოსახვედრად, თუმცა რატომ – არ ვიცი.

http://www.lasharela.com/ – პრაღაში შემთხვევით გადავეყარეთ ერთმანეთს. ლექსებით დამამახსოვრა თავი, მაგრამ პოსტები ჯერ ვერ დაამუღამა.

http://letitbe-kalo.blogspot.com/ – მიხარია, რომ ჩემი მეგობარია და მიუხედავად იმისა, რომ კარგი მწერალია, ბლოგი არ უვარგა: საიდბარის ვიჯეტებში ნახევარი არ მუშაობს.

http://www.fromgeorgiawithlove.com/ – ჩვენი საჭმელები ამერიკულად და ამერიკული საჭმელები ჩვენებურად.

http://rocko.ge/blog/ – წელიწადში ერთხელ თუ ახსენდება, რომ ბლოგი აქვს.

http://piccolina.ge/ – ვინ არ იცნობს პიკოს? ვინც იცნობს, ხომ კაი და ვინც არ იცნობს, ვერც გაიცნობს – ისე იშვიათად წერს.

http://linguistuss.com/ – ყოველთვის აღვივებს ხოლმე იმის სურვილს, რომ გადაშალო წიგნი და რამე ახალი გაიგო. მაგრამ მერე გახსენდება, რომ ბაზარში ხარ წასასვლელი და წიგნს გვერდზე დებ ხოლმე.

http://theqetino.wordpress.com/ – ჯიპას სტუდენტების ერთობლივი პროექტი. ვითომ კარგად დაიწყეს, მაგრამ უჭირთ გაგრძელება.

http://fiqro.blogspot.com/ – კარგი ფოტოგრაფია, მაგრამ ზარმაცი – გესთ-პოსტების სერიას ველოდები უშედეგოდ.

http://bigcrow.ge/ – ერთადერთი ბლოგი, რომელსაც წუნს ვერ დაუდებ. ნუ, შეიძლება, ავტორის ბრეტელებიანი მაისური არ მოგეწონოთ, მაგრამ ეგეც გემოვნების საკითხია.

>Art იდეა

>გამოჩნდა ახალი და საინტერესო ბლოგი – ძალიან კარგი იდეაა და ძალიან მომწონს.

პროექტის ავტორია დოდკა.

აქ კვირაში ერთხელ გამოქვეყნდება ხოლმე თემები, რომლის გარშემოც ნებისმიერ მსურველს შეეძლება თავისი ნაშრომი, ნაწარმოები და დაჟე ნაწარმი წარმოადგინოს.

მოკლედ, შეესიეთ: Art იდეა

>Letters from the war

>ერაყში მყოფი ქართველი ჯარისკაცის ბლოგი – Days in Iraq