ბილაინი – 4G (LTE) WiFi როუტერი

modem03

დღეს ძალიან კარგი სიურპრიზი მივიღე – კომპანია ბილაინმა საჩუქრად მე და რამდენიმე ბლოგერს გადმოგვცა Alcatel-ის ფირმის 4G (LTE) WiFi როუტერი, მოდელი OneTouch Link Y855.

ჩვენ 2011 წელს ვიყავით ბილაინის მიერ ჩატარებულ სატესტო საცდელ ღონისძიებაზე ბაკურიანში (იხილეთ პოსტი 1 და პოსტი 2) – და სწორედ ამ დამსახურების გამო მივიღეთ აღნიშნული საჩუქარი.

 

10994270_10205246500774584_734814417091771797_n

მოგეხსენებათ, რომ 4G და LTE სხვადასხვა რამეა – მაგრამ მე თავს არ მოგაწყენთ, ვისაც აინტერესებს, დაკლიკეთ და ვიკიპედიაში წაიკითხეთ მეტი 🙂

მე კი გეტყვით, რომ შესანიშნავი მოდემი მივიღე და რამდენიმე ფოტოს გაჩვენებთ:

collage

ყუთი და შეფუთვა ძალიან მარტივი და მოსახერხებელია (ადვილადაც იხსნება).

შიგთავსი: საკუთრივ მოდემი (როუტერი), USB-კაბელი, დენის შტეკერი (ვინ შემისწორებს, რა ქვია ქართულად?), მომხმარებლის სახელმძღვანელო და SIM-ბარათი.

collage1

თვითონ მოდემი ძალიან დახვეწილი დიზაინით გამოირჩევა – მარტივი ფორმა აქვს და მოსახერხებელია სატარებლად, ფერებიც კარგი შემხვდა; არცერთი ზედმეტი ღილაკი არ აქვს.

ზედაპირი სარკისებური აქვს, სადაც შეთავსებით ასევე დამატებითი ინფორმაცია გამოდის (ქსელის, აკუმულატორის და სხვა ინფორმაციის საჩვენებელი ველი).

collage2

 

ყველაზე მაგარი თვისება, რაც აქვს ამ მოდემს: ესაა აკუმულატორიდან მუშაობის რამდენიმესაათიანი რეჟიმი. ანუ თუ სახლის პირობებში დენში შეგიძლიათ შეაერთოთ როუტერი, მგზავრობისას შეგიძლიათ იგი დატენოთ USB-კაბელის მეშვეობით, ხოლო შემდეგ კი გამოაერთოთ და სრულიად დამოუკიდებლად იმუშავებს რამდენიმე საათი (დასაზუსტებელია, ზუსტად რამდენ ხანს ძლებს).

Qualcomm-ის პროცესორით აღჭურვილი მოდემი უზრუნველყოფს უწყვეტ კავშირს (ყოველ შემთხვევაში, ასე უწერია ტექ. დოკუმენტაციაში).

კიდევ ერთი სიახლე, რაც აქვს ამ როუტერს – შეგიძლიათ ცალკე გადმოწეროთ მობილურის აპლიკაცია (iOS vs. Android) და მისი მეშვეობით მართოთ როუტერი.

ბილაინი ასევე გვაძლევს საშუალებას, გავგზავნოთ და მივიღოთ სმს-შეტყობინებები – ამისათვის დაგვჭირდება ისევ მობილურის აპლიკაცია ან ვებ-ინტერფეისში შესვლა მისამართზე: 192.168.1.1

ასევე, ამ მისამართზე დაგჭირდებათ შესვლა, თუ გსურთ თქვენს 4G LTE WiFi როუტერს პაროლი დაადოთ – მეზობლისგან დასაცავად 🙂

დაბოლოს, ტარიფებით დაინტერესებულები მაქსიმალისტებისათვის – ყველაზე დიდი პაკეტი არის 5 გიგაბაიტი 15 ლარად. სხვა დეტალები იხილეთ ამ გვერდზე.

P.S. აღნიშნული მოდემის გარდა ბილაინს აქვს კიდევ რამდენიმე სხვა მოწყობილობა – შეგიძლიათ გაეცნოთ დაწვრილებით.

 

 

 

Advertisements

Alcatel One Touch 818 – მიმოხილვა

მას შემდეგ, რაც ჩემი ძირითადი ტელეფონი – iPhone – გაფუჭდა და მაღაზიაში დავაბრუნე ხარვეზის გასასწორებლად, სასწრაფოდ დამჭირდა ახალი აპარატი, რომელსაც რამდენიმე მინიმალური და ჩემთვის საჭირო ფუნქცია უნდა შეესრულებინა.

პირველ რიგში, ეს უნდა ყოფილიყო თაჩ-სქრინიანი აპარატი, რომელსაც ექნებოდა მეტ-ნაკლებად ნორმალური ოპერაციული სისტემა, სადაც პროგრამების ინსტალაციას შევძლებდი. რაც მთავარია, არ უნდა ყოფილიყო ძალიან ძვირი, რადგან ჩემი ძირითადი ტელეფონის აღდგენის შემდეგ მეორე აპარატის ფუნქციას შეიძენდა.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით გამახსენდა ის, რომ ცოტა ხნის წინ ბილაინმა თბილისში მოაწყო ალკატელის ახალი თაობის ტელეფონების მსოფლიო პრეზენტაცია. მობილური ტელეფონების ეს ხაზი ანდროიდის სისტემაზე მუშაობს და ბილაინის ბრენდირებით იყიდება.

ერთკვირიანი ტესტის შედეგად გთავაზობთ მიმოხილვას – Alcatel One Touch 818 ჩემთვის საჭირო ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებდა და, რაც მთავარია, საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად იყიდება.

ეკრანზე შესაძლებელია დამატებითი პროგრამების გამოტანა. სულ 5 ეკრანის გადაფურცვლაა შესაძლებელი

Continue reading

ტესტირების ვიდეო (უცენზურო)

როგორც მოგეხსენებათ, 5 ნოემბერს, ბაკურიანში, სპეციალურად შექმნილ ტექნოლოგიურ ზონაში კომპანია ბილაინმა გატესტა მაღალსიჩქარიანი უსადენო ინტერნეტი – 4G, იგივე LTE.

რამდენიმე ჟურნალისტთან ერთად ბლოგერებსაც გაგვიღიმა ბედმა და მიგვიწვიეს ტესტირებაზე – როკო, დოდკა, მანქი და თქვენი მონა-მორჩილი.

თუ გაინტერესებთ აკადემიური, გაწონასწორებული და მიუკერძოებელი რეპორტაჟი – მიმართეთ ტრადიციულ ჟურნალისტებსა და მედია-საშუალებებს.

მე კი გთავაზობთ ბლოგერების მიერ ჩატარებულ უმსგავსო, უცენზურო და უზრდელურ ვიდეოს. გინება, უხამსი ხუმრობები, ჰომოფობიური და შოვინისტური გამონათქვამები ამოჭრილია, მაგრამ მიხვდებით 😉

4G (LTE) High-Speed ინტერნეტი საქართველოში

ბილაინი ტესტავს ახალ, უმაღლესი სიჩქარის ინტერნეტს საქართველოში.
4G (იგივე LTE) ტექნოლოგიის მონაცემთა გადაცემის სიჩქარე: 350 მეგაბიტი წამში.
დღეისათვის ეს არის ყველაზე დიდი სიჩქარე (თანაც, უკაბელო), რაც არსებობს საქართველოში.