ტესტირების ვიდეო (უცენზურო)

როგორც მოგეხსენებათ, 5 ნოემბერს, ბაკურიანში, სპეციალურად შექმნილ ტექნოლოგიურ ზონაში კომპანია ბილაინმა გატესტა მაღალსიჩქარიანი უსადენო ინტერნეტი – 4G, იგივე LTE.

რამდენიმე ჟურნალისტთან ერთად ბლოგერებსაც გაგვიღიმა ბედმა და მიგვიწვიეს ტესტირებაზე – როკო, დოდკა, მანქი და თქვენი მონა-მორჩილი.

თუ გაინტერესებთ აკადემიური, გაწონასწორებული და მიუკერძოებელი რეპორტაჟი – მიმართეთ ტრადიციულ ჟურნალისტებსა და მედია-საშუალებებს.

მე კი გთავაზობთ ბლოგერების მიერ ჩატარებულ უმსგავსო, უცენზურო და უზრდელურ ვიდეოს. გინება, უხამსი ხუმრობები, ჰომოფობიური და შოვინისტური გამონათქვამები ამოჭრილია, მაგრამ მიხვდებით 😉

Advertisements

>საფერფლე

>
ორი საფერფლე გავტეხე.
ეხლა, ბაკურიანში რომ ვიყავი.
სასტუმროში…

ყოველ ღამე კონცერტი იყო ხოლმე ჩემი ფანჯრების წინ, ქუჩის მეორე მხარეს. ერთი დებილი ძაღლი დაჯდებოდა ხოლმე თავის ჭიშკართან და ყმუილით და ყეფით არ მაძინებდა.

ხოდა ვერ ვიყავი მთლად კარგად ნერვებზე.

და ჩემი საფერფლე გავაცანი ახლოდან იმ ძაღლს.
ნუ, ჭიშკარს მოვარტყი, მაგრამ ეგეც საკმარისი აღმოჩნდა…

და მეორე საფერფლე მერე გავტეხე, ისე, პროსტო.
დავახეთქე ძირს – სრულიად შემთხვევით.

მესამეც უნდა გამეტეხა, მარა ვეღარ მოვასწარი…

>ბლიად

>
შენა და ესე ხო?
ხარაშოოო…

ვგაზავ ბაკურიანში, ცოტა ხანი მაცადეთ, ბლიად! 🙂

ხოდა აჰა სარა მაკლაჰლანის და დელერიუმის მოწყენილი სიმღერა სიჩუმეზე

რატო მოწყენილი? არ ვიცი, სინამდვილეში სულაც არ ვარ მოწყენილი, აი ვაბშე 🙂

ბლოგი ცოტა ხანი არ განახლდება, გამორთეთ კომპები და გარეთ გაისეირნეთ, ზაფხულია, შადრევნები, ბუჩქები, რამე… 😉