>Social Media Training

>ძალიან კარგ და საინტერესო ტრეინინგს დავესწარი წინა კვირას, ევროპის სახლის მხარდაჭერითა და ორგანიზებით.

Advertisements

>ტრენინგი New Media სფეროში მედია სპეციალისტებისა და არასამთავრობო სექტორში მომუშავე მოქალაქეებისათვის

>საერთაშორისო მედია ორგანიზაცია “თრანზიშნს” (Transitions Online) ახალი მედიის (New Media) შესახებ 11-12 აპრილს თბილისში გამოცდილი ჟურნალიტების, მედია მფლობელებისა და არასამთავრობო სექტორში მომუშავე მოქალაქეებისათვის, რომლებიც მედის, ადამიანთა უფლებებისა და ახალგაზდულ საკითხებზე საქმიანობენ, მართავს ორდღიან ტრენინგს. ტრენინგზე ახალი მედიის წამყვანი სპეციალისტები კევინ ანდერსონი, სიუ შერმანი, დენ მაქვილანი, დაგ არილანესი და ემინ ჰუსეინზადე ჟურნალისტებსა და სამოქალაქო აქტივისტებში სამოქალაქო და ახალი მედიის (ბლოგები, ფორუმები, სოციალური ქსელები და სხვა) განვითარებაზე ისაუბრებენ.

ტრენინგზე დასწრება შეუძლიათ როგორც ადგილობრივ, ისე რეგიონალურ წარმომადგენლებს. ორგანიზატორი 10 ადამიანის საქართველოს რეგიონებიდან მგზავრობას, თბილისში ცხოვრებასა და კვებას დააფინანსებს. ტრენინგი ჩატარდება ქართულ ენაზე. თუმცა, ინგლისური ენის მცოდნეებს უპირატესობა ენიჭებათ.

ხოლო მონაწილეები რომლებიც, ამ ტრენინგში აქტიურობასა და დაინტერესებას გამოიჩენენ, საშუალება ექნებათ გაიარონ ტრენერების ტრენინგი, რომელიც 13 აპრილს გაიმართება, რისთვისაც აპლიკანტები TOL-ის მიერ ორგანიზებული წინა ვორკშოპების მონაწილეებიდანაც შეირჩევიან.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV და მოტივაციის წერილი ketsbaiae@gmail.com, არა უმეტეს 100 სიტყვისა და არა უგვიანეს 2010 წლის 1 აპრილისა, სადაც აღწერილი იქნება რატომ გსურთ ტრენინგში მონაწილეობა, გაქვთ თუ არა გამოცდილება ახალი მედიაში და რატომ უნდა აგირჩიოთ.

წარმატებულ აპლიკანტებს ელექრონული ფოსტით დაუკავშირდებიან.

>პოდკასტი – new media forum afterparty

>

მოკლედ და კონკრეტულად პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ.

ახალი მედიის ფორუმის ფარგლებში გავიცანი ერთი ძალიან საინტერესო ადამიანი – იაკუბ გორნიცკი, რომელიც სწავლობს ქართულს, ჩვენსავით არ უყვარს რუსები, ჩვენსავით მოწონს რუსი ქალები… 🙂

გარდა ამისა, იაკუბი გახლავთ ონლაინ-ტელევიზიის, ასევე ახალი მედიის სხვა საშუალებებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გურუ. სწორედ მან ჩაწერა ჩემი, დოდკას და მარის ინტერვიუ, რომელიც რეალური დროის რეჟიმში შეგეძლოთ გენახათ საიტზე kosmoshow.com (უახლოეს მომავალში ვიდეოსაც დავდებ).

იაკუბის გამგზავრების წინ სპონტანურად შევიკრიბეთ, კარგადაც დავლიეთ და ინგლისურ ენაზე პოდკასტი ჩავწერეთ. იაკუბის და დოდკას გარდა მოისმენთ ანას ხმას, რომლის გარეშეც არც ვიდეო-ინტერვიუ არ იქნებოდა, არც ახალი მედიის ფორუმი არ ჩატარდებოდა და არც ჟურნალისტთა განათლებას ეშველებოდა რამე.

მაშ ასე – მოისმინეთ ბოდვა სახელად პოდკასტი 🙂

Attention! This podcast is in english with a short intro in georgian 🙂

http://www.divshare.com/flash/playlist?myId=8953238-0e3&new_design=true

>blogroll.ge

>როგორც იქნა, blogroll.ge გაეშვა!

ანუ ქართული ბლოგების კატალოგი მზადაა – შედით, დარეგისტრირდით,გააცანით თქვენი ბლოგი ხალხს და ფართო საზოგადოებას.

მეც მეშველა და ამ უშველებელ ბლოგროლს წავშლი!!!
(მხოლოდ იმათ დავტოვებ, ვისაც ვკითხულობ) 🙂

>New Media Forum

>ძალიან მომეწონა ლოგო.

მოკლედ, ვისაც გაინტერესებთ, შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ, თუმცა ვერ დაგპირდებით, რომ ადგილები დარჩენილია 🙂

>ახალი მედია და ჟურნალისტიკა საქართველოში

>დღეს და ხვალ ძალიან საინტერესო ტრეინინგზე ვარ.


თემა – ახალი მედია.
ორგანიზატორი – TOL.cz

ტრენერები –
კევინ ანდერსონი, ”გარდიანის” ჟურნალისტი და ახალი მედიის სპეციალისტი
დენ მაკქუილანი, დოქტორი 😉 მრავალი სხვადასხვა საკითხის გურუ
ემინ ჰუსეინზადე, Transition Online-ის კავკასიური პროექტების მენეჯერი.

დაახლოებით 30 ადამიანი ვესწრებით, უმეტესობა ჟურნალისტები, ასევე ახალი მედიის სპეციალისტები და ბლოგერები (თქვენი მონა-მორჩილიც მათ შორის).

ვლაპარაკობთ უამრავ საინტერესო თემაზე, გავეცანით ძალიან ბევრ ახალი სერვისს.
პირადად მე ყოველთვის მომწონს და მაინტერესებს ახალი ხალხის გაცნობა.

პა ხოდუ, ძაან საკაიფო პრეზენტაციებს აკეთებენ, მიუხედავად იმისა, რომ სულ რამდენიმე საათი ეძინათ 🙂

მოკლედ, თუ გაინტერესებთ, რა თემებზე ვლაპარაკობთ, მოძებნეთ ტვიტერში ჰეშტეგი #tbilnewmedia

ვტესტავ აუდიობუს – პოდკასტ-სერვისია, აიფონზე მუშაობს

http://boos.audioboo.fm/swf/fullsize_player.swf