>Palmbomen – Moon Children

>http://www.divshare.com/flash/audio_embed?data=YTo2OntzOjU6ImFwaUlkIjtzOjE6IjMiO3M6NjoiZmlsZUlkIjtpOjEyNDg0NjQ1O3M6NDoiY29kZSI7czoxMjoiMTI0ODQ2NDUtYmJiIjtzOjY6InVzZXJJZCI7aTo4NjUwO3M6MTI6ImV4dGVybmFsQ2FsbCI7aToxO3M6NDoidGltZSI7aToxMjgzODUyMjUzO30=&autoplay=default

გადმოსაწერად დაკლიკეთ აქ.

Advertisements

>Who’s Gonna Save My Soul

>
როდესმე მდგარხართ იმ ზღვარზე?
აი, სწორედ იქ, საიდანაც უკან ვეღარ მოტრიალდები?
რუბიკონივითაა, შენ კი – იულიუს კეისარივით. წილი ნაყარია – და უნდა გახვიდე ფონს.

Alea iacta est.

საკუთარი დედაქალაქის დასაპყრობად მიდიოდა… არც აპატიეს…

I wonder if I’ll live grow old now.

შენ არსად არ მიდიხარ – არც არავის იპყრობ და, მით უმეტეს, არც არავის ებრძვი.

საკუთარ თავს, შეიძლება. სულ ცოტაც, და გატყდები. ან შეიძლება უფრო გაძლიერდე.

ხიდი. ექო. კიბეზე არბიხართ ორივე, თან თითქოს ეჯიბრებით ერთმანეთს, თანაც – ხანდახან ეყრდნობით…
ვინ აასწრებს – ახალგაზრდობა თუ გამოცდილება? სილამაზე თუ ძალა? მსუბუქი თუ მძიმე?

უპასუხო ზარები აასწრებს. და უპასუხო sms-ები. სიბრაზე აასწრებს, და სიცარიელე. ღიმილი აასწრებს, ისეთი, სევდიანი, ოდნავ მწარე. ვინმემ დახატოს ეგ სმაილიკი, მჭირდება მაგრად. სულ მაგითი გავავსებდი ამ ბლოგს 😉

ვატრაკებ, სმაილიკების ისტორია აქაა და წაიკითხეთ, თუ გინდათ.

ესეც შენი არჩევანი, გინდა წილი, რაც გინდა ის დაარქვი.

აგერაა, და მიდი – აიღე ან გადააბიჯე. ჩაკბიჩე (ოღონდ ჯერ ტანსაცმელზე შეიწმინდე, ვაშლივით), მერე გადმოაფურთხე, ეგ ჩაკბეჩილი ვინმე მათხოვარს ჩაუტენე ჭუჭყიან ხელთათმანებში, ქურთუკის საყელო აიწიე, მხრები აწურე და ჩაირბინე კიბეზე…
ცივი ნიავია, და სველი ასფალტი.
მანქანა წითელია, პარკეტი მუხისაა და ავეჯი ძველი. ან შეიძლება, ყველაფერი პირიქით იყოს – მანქანა იყოს ძველი, ავეჯი – მუხის, და პარკეტი წითელი…

ამ პოსტის მუსიკა აგერ მაქვს მომზადებული, მაგრამ ასატვირთად მენანება. და თანაც, მეძინება. კარგი სიმღერაა – აგერ სათაურსაც ეგრე ქვია, თქვენით მოძებნეთ. აი აქ.

>Guru Music

>
თბილისში კაი ხნის წინ გაიხსნა ეს მაღაზია, მაგრამ სულ მავიწყდებოდა თქვენთვის მომეყოლა.

დღეს მეგობარმა ახსენა და მეთქი – ე, ბლოგზე უნდა დავდო!

ხოდა მოკლედ, Guru Music – მუსიკის მაღაზია კი არა, მუსიკის სამყაროა, ხალხნო!!!
ყველაფერი აქვთ აქ, რაც თქვენ იცით, და დაჟე უფრო მეტი აქვთ ის, რაც თქვენ არ იცით!

მაღაზიის მფლობელებიც და შეთავსებით თანამშრომლებიც საკმაოდ გემოვნებიანი ხალხია, მუსიკაშიც ერკვევიან და კვალიფიციურად დაგაკვალიანებენ.

აი დაჟე რო შეხვიდე და უთხრა – მძღნერის ხასიათზე ვარ და რამე სამაგისო მუსიკა მინდაო, ისეთ მაგარ სამძღნერისხასიათო მუსიკას მოგიძებნიან, რო ან საერთოდ აღარ მოგინდებათ ეგეთ ხასიათზე ყოფნა, ან სულ მუდამ მძღნერად…
უიმ ნუ რაღაც გავუტიე მე.

მოკლედ, მაგარი მაღაზიაა, მაგარი საკაიფო ინტერიერით და, რაც მთავარია, ღამის 12 საათამდე მუშაობენ…