საწვავი

ასაკთან ერთად მოდის რომი. მოაქვს სითბო და რაღაცნაირი სიბრძნე. სიმშვიდე და სისავსის გრძნობა. ღვინოს, კონიაკს და ვისკის თავისი მიმართულებები აქვთ, ასევე white russian-ს და მასთან ერთად მისაყოლებელ თრიაქს.
რომი კი სულ სხვაა – შიგნიდან გიკიდებს ცეცხლს. Truly, огненная вода.

Advertisements

>ჰასაკითა სრულ

>
ხალხნო, აი დადგა ჩემს ცხოვრებაში ახალ ეტაპიც…

არა, იმას არ ვგულისხმობ, ბლოგის მკითხველთა საერთო რაოდენობა მალე 50 000-ს რომ გადააჭარბებს.

ტესტი გავაკეთე ამას წინათ, სადაც ორი ძალიან საინტერესო შეკითხვა შემხვდა:

  • გქონიათ თუ არა სექსი თქვენზე ორჯერ უფროს ადამიანთან? (კი, მქონია, ადრე, და ვუპასუხე)
  • გქონიათ თუ არა სექსი თქვენზე ორჯერ უმცროს ადამიანთან? (არა, არ მქონია, ჯერ არა)

ხოდა ეს გაფიქრებს იმაზე, რომ იზრდები და ბერდები და 20-ის რომ იყავი, 40 წლის ქალი… ჰმ, ეგ რა შუაშია, ეხლა 30-ის ხარ და 15 წლის ჯერ ადრეა და…

მოკლედ, სხვა რამეს ვამბობ:
ჩემი მეგობრის შვილი დავამატე დღეს სკაიპის კონტაქტებში…

არა უშავს? 😦

რა ვქნა? 🙂

დავბერდი… 😦