Samsung Galaxy Note 2-ის მიმოხილვა

დღეს ჩამივარდა ხელში შესანიშნავი ახალი ტელეფონი – Samsung Galaxy Note 2. დიდი მადლობა სამსუნგის საქართველოს წარმომადგენლობას – Samsung Georgia-ს, რომელიც შესაშური პერიოდულობით გემრიელ და საინტერესო ტექნიკურ მოწყობილობებს გვთავაზობს ხოლმე.

უახლოეს დღეებში ტელეფონი შემოვა გაყიდვაში თითქმის ყველა მაღაზიაში, დღეს კი უკვე მისი ყიდვა შეიძლება მაღაზია ზუმერში 1267 ლარად.

სამწუხაროდ, წინა მოდელი – Samsung Galaxy Note-ის მიმოხილვა ვერა და ვერ დავამთავრე – არადა, ერთი კვირით მქონდა გადმოცემული სატესტოდ. ახლანდელ, ახალ მოდელს კი მხოლოდ ერთი დღით დავეუფლე და, შესაბამისად, უფრო მობილიზებული ვარ 🙂

დავიწყოთ კრიტიკით: გასაკვირია, რომ ასე მალ-მალე უშვებს სამსუნგი თავისი ფლაგმანი სმარტფონების ე.წ. “ქილერებს” – რამდენიმე თვეა Samsung Galaxy S3-ის პრეზენტაციიდან გასული და უკვე ახალი, უფრო მძლავრი და უფრო კარგი მოდელი გამოუშვეს.

ყველაზე მეტად ეს მომხმარებელს აყენებს ზიანს – 1000-ლარიან სმარტფონს (ან უფრო ძვირს) ყიდულობ და რამდენიმე თვეში ის უკვე “მორალურად მოძველებული” ხდება 🙂

ახლა რაც შეეხება თვით Note2-ს – პირველ რიგში შევადაროთ თავის წინამორბედს – მეორე თაობის ნოუთი კი დაპატარავდა, მაგრამ სტილუსი (S-Pen) ოდნავ გადიდებულია:

Continue reading

Advertisements

Alcatel One Touch 818 – მიმოხილვა

მას შემდეგ, რაც ჩემი ძირითადი ტელეფონი – iPhone – გაფუჭდა და მაღაზიაში დავაბრუნე ხარვეზის გასასწორებლად, სასწრაფოდ დამჭირდა ახალი აპარატი, რომელსაც რამდენიმე მინიმალური და ჩემთვის საჭირო ფუნქცია უნდა შეესრულებინა.

პირველ რიგში, ეს უნდა ყოფილიყო თაჩ-სქრინიანი აპარატი, რომელსაც ექნებოდა მეტ-ნაკლებად ნორმალური ოპერაციული სისტემა, სადაც პროგრამების ინსტალაციას შევძლებდი. რაც მთავარია, არ უნდა ყოფილიყო ძალიან ძვირი, რადგან ჩემი ძირითადი ტელეფონის აღდგენის შემდეგ მეორე აპარატის ფუნქციას შეიძენდა.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით გამახსენდა ის, რომ ცოტა ხნის წინ ბილაინმა თბილისში მოაწყო ალკატელის ახალი თაობის ტელეფონების მსოფლიო პრეზენტაცია. მობილური ტელეფონების ეს ხაზი ანდროიდის სისტემაზე მუშაობს და ბილაინის ბრენდირებით იყიდება.

ერთკვირიანი ტესტის შედეგად გთავაზობთ მიმოხილვას – Alcatel One Touch 818 ჩემთვის საჭირო ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებდა და, რაც მთავარია, საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად იყიდება.

ეკრანზე შესაძლებელია დამატებითი პროგრამების გამოტანა. სულ 5 ეკრანის გადაფურცვლაა შესაძლებელი

Continue reading

ხელოვნური ინტელექტი

აი, რას შვება ხელოვნური ინტელექტი – ანდროიდის პლატფორმაზე მომუშავე მობილური ტელეფონი და ლეგოსაგან აწყობილი რობოტი – 5,3 წამში ააწყო რუბიკის კუბიკი და ამით აჯობა მსოფლიო რეკორდს, დამყარებულს ადამიანის მიერ.