ტანჯული სული

ადამიანის სიკეთე და ბოროტება უნდა იზომებოდეს მის მიერ ტანჯული სულების რაოდენობით.

აი, რამდენად მეტი ხალხი გყავს დატანჯული, ნაწვალები, ნაწყენინები, დამცირებული – იმდენად ბოროტი ხარ.

და სიკეთეს უნდა ქონდეს უარყოფითი ნიშანი – მაგალითად, დალაი ლამაზე უნდა ვამბობდეთ, რომ მისი სიკეთე იზომება “მინუს 5 მილიონი ადამიანის სულით”.

რატომ უარყოფითი ერთეული? იმიტომ, რომ ადამიანის ავ-კარგიანობა ზუსტად შიდსის ან ორსულობის ტესტს გავს – დადებითი პასუხი რომ არ გიხარია და უარყოფითზე რომ ბედნიერი ხარ. ზუსტად ეგრე უნდა მოდიოდეს წერილი სიკეთისა და ავ-კარგიანობის სამინისტროდან:

“მოგესალმებით, მოქალაქევ! თქვენი ტესტის შედეგი უარყოფითია – თქვენ კეთილი ხართ, სერ!

რა ჯობია ასეთ წერილს, მითხარით.

გუგლის სურათების ძიების შედეგი “ტანჯულ სულზე”

Advertisements

>სიითი შემადგენლობა

>

სურათი: გუგლის ძიებიდან სიტყვებზე “სიითი შემადგენლობა

ასაკთან ერთად ადამიანს გამოცდილებაც ემატება.
სამაგიეროდ, ტვინის უჯრედები კვდება და წაკითხულს, ნანახს, ნასწავლს და გამოცდილს ვეღარ იმახსოვრებ.

აი, ასეთია ადამიანობის პარადოქსი – გამოცდილება გემატება, მეხსიერება კი გაკლდება.

კიდევ სხვა რამეებიც გაკლდება – კალციუმი ძვლებში, ენერგია და ატფ, გაკლდება ასევე ხალისი და სილაღე. სურვილებიც გაკლდება და უფრო მეტად რეალისტი ხდები. იხსენებ, როგორ დაფრინავდი შენს ოცნებებში, როგორ იპყრობდი აუღებელ მწვერვალებს და გეცინება.
ეხლა შენთვის სულ სხვა მიღწევებს აქვს მნიშვნელობა და იდუმალი, აუსრულებელი სურვილების დევნას მომავალ თაობას უთმობ.

სამაგიეროდ, მშვიდად ზიხარ და აკვირდები, უსმენ, ითვისებ და აანალიზებ გარშემო მიმდინარე პროცესებს. და ერთ რამეს ხვდები – ეს მარტო ადამიანური პარადოქსი არაა, ზოგადად საკაცობრიო პრობლემაა ის, რომ დროსთან ერთად თითქოს გამოცდილება და ცოდნა გვემატება, მაგრამ სამაგიეროდ მეხსიერება გვიმოკლდება და უფრო მეტი რამ გვავიწყდება კიდეც…

ვეღარ ვიხსენებ:

  • ვინ მინდოდა გამოვსულიყავი, როცა გავიზრდებოდი
  • რომელი ზღაპრები მიყვარდა
  • რა ქვეყნებში მინდოდა მემოგზაურა და რატომ
  • რომელი დღესასწაულები მომწონდა
  • რატომ მიყვარდა ტკბილეული და არ მიყვარდა წვნიანი (ვერ ვიტან, როცა ქართულად “სუფს” ეძახიან)
  • რა მოხდა ჩემს დაბადების დღეზე (და კონკრეტულად, რომელზე), რის გამოც შემზიზღდა ეს დღე
  • რამდენი წიგნი მაქვს წაკითხული
  • რამდენი მეგობარი დაკარგული
  • რამდენი აუსრულებელი ოცნება დამრჩა
  • ან რამდენი ამისრულდა

კიდევ ბევრ რამეს ვეღარ ვიხსენებ, მაგრამ ამის სიასაც ვერ ვწერ – დამავიწყდა…

>ადამიანი

>
აი, რა შეუძლია ადამიანს!

ძალიან დიდი ხნის წინ ვნახე ერთხელ უცნაური ადამიანი. მას ერთ ხელზე ცერა თითი არ ქონდა… არ ვიცი, დაკარგა თუ უბრალოდ, დაბადებიდან არ ქონდა, მაგას არა აქვს მნიშვნელობა.

მნიშვნელობა იმას აქვს, რომ ცერა თითის უქონლობა სულაც არ უშლიდა ამ კაცს ხელს არაფერში – მისი (იგივე ხელის) საჩვენებელი თითი ეტყობა წლების განმავლობაში, საჭიროებიდან გამომდინარე, მოიღუნა, დეფორმირდა და თითქმის ცერა თითის ფორმა და ადგილი დაიკავა…

დაიხედეთ მარჯვენა ხელზე და წარმოიდგინეთ…

აი, რა შეუძლია ადამიანს?
არა, ეს ბუნებაა. ვისაც ეს შეუძლია. და ადამიანი ბუნების ნაწილია, მისი კარგი თუ ცუდი, მაგრამ შვილია.

გენეტიკა და მუტაცია და რაც გინდათ ის ახსენეთ – ცერა თითი რომ არ გაჩენოდაო მაიმუნსო, ასე ამბობენ, ადამიანად არ გადაიქცეოდაო…
ანუ ცერა თითის განლაგება სხვა თითებთან მიმართებაში გვაძლევს იმის საშუალებას, რაც პრიმატების გარდა არცერთ არსებას არ აქვს – ხელში ავიღოთ და დავიჭიროთ საგნები.

პოპულარულ ენაზე ვხსნი, ვიცი.
უფრო პოპულარულად – ცერა თითი რომ არ ქონოდა ჩვენს პირველ წინაპარს, ის შუბსაც ვერ გამოიგონებდა, მერე ვერ ისროდა, და იმავე შუბზე აცმულ ნანადირევს ვერ შეწვავდა…

>რენტგენი

>რა უცნაურია ბუნება, ადამიანის ფიზიოლოგია…
რამდენი რამის გაძლება შეუძლია თურმე ჩვენს ორგანიზმს…

აი მაგალითად, რენტგენის ფოტოები – ჩვეულებრივი საგნები უჩვეულო ადგილებში







(ამტკიცებენ, ყველა პაციენტი გადარჩაო, დაჟე თავში ექვსლურსმნიანი იაპონელი მუშაო…)

>ყოვლისშემძლე ადამიანი

>

დააკვირდით ამ ფოტოებს.

ხვდებით?
ხედავთ?
გრძნობთ?

ადამიანს ყველაფერი შეუძლია!

მას შეუძლია, უხელ-ფეხოდ უფრო უკეთესად აკეთოს საქმე, რომელსაც სხვები, ორი ფეხისა და ორი ხელის მეშვეობითაც ვერ აკეთებენ…

ადამიანს შეუძლია უფრო მეტი, ვიდრე მას წარმოუდგენია!

ინვალიდი – ეს სიტყვა მარტო სულით სუსტებს და უნებისყოფოებს თუ მოერგებათ. ძალიან ბევრი ინვალიდია ამ ქვეყანაზე – ისეთებიც კი, რომლებსაც ფიზიკური ნაკლი არა აქვთ.

ადამიანს შეუძლია ფრენა!