# 🎏 სმ 🫰

თავში მქონდა ამ პოსტის პირველი ორი აბზაცი და გზაში დამეკარგა.

სანამ კომპი ჩავრთე, გამეფანტა.

სანამ ტახტზე ვიჯექი შენთან ერთად.

ხოდა უნდა დამეწერა რომ ცხოვრება გამოცდილებაა თუ რაღაც ეგეთი.

ხოდა კიდე ის, რომ ეს ბოლო 10 წელი თურმე სულ გამოცდილებას ვაგროვებდი.  
არა, 15.

ვაბშეტა, მთელი 30, მაგრამ გამოცდილებაც არის და გამოცდილებაც.

ყველა ის ადამიანი, ვინც ცხოვრებაში ერთხელ მაინც მინახავს, მახსოვს.  
ყველა ის ადამიანი, ვისთანაც მილაპარაკია, ბუნდოვნად ჩამებეჭდა მეხსიერებაში.  
ყველა ის ადამიანი, ვისთანაც მიცხოვრია - დამავიწყდა.

აზრებს ვერ გადმოვცემ ხოლმე მწყობრად.
