# საფერფლე

მე და საფერფლეები...

ეს ცალკე ისტორიაა...

მე ვირტუოზულად ვიპარავ ხოლმე საფერფლეებს.  
უადგილო ადგილებში, ხელსაყრელ და მოუხერხებელ პირობებში, საჭიროა თუ არა;  
მე ვიპარავ საფერფლეებს როგორც მოსაგონარს, ან ცუდი მომსახურებისათვის შურისძიების მიზნით, ან სასტუმროს არამწეველ ნომერში როცა მჭირდება; ვიპარავ კარგ სადერფლეებს და ცუდებს, გემოვნებიანებს და მახინჯებს, ხელოვნების ნიმუშებს და იკეას მასობრივი წარმოების უსახურ მონსტრებს; მე ვიპარავ თეთრებს და ლურჯებს, შავებს, წარწერებით და ფაქტურით, ხანაც, სულ უბრალოებს, თიხის, ფაიფურის, შუშისაა თუ რკინის; მე ვიპარავ საფერფლეებს და ვიყენებ მათ როგორც იარაღს - აი მაშინ, ცოფიან ძაღლს რომ ვესროლე, მთელი ღამე რომ ყეფდა და არ მაძინებდა...
