# რეზერვისტის ისტორიები

დიდი ხნის წინ, როცა სამხედრო კათედრაზე ვსწავლობდი, და იმის მაგივრად, რომ მხედრულ საქმეს დავუფლებოდი, პრეფერანსს ვუბერავდი 24 საათის განმავლობაში, ერთხელ გვეწვია კომისია...

ოთხნი ვიყავით: სამი ათმეთაური და ერთი ძმაკაციც - ხელმძღვანელი იდეოლოგიურ დარგში.

კომისიის წევრმა - პოლკოვნიკმა გადახედა აუდიტორიას. ყველანი ძირითადად უსაქმურობით იყვნენ დაკავებულები. ლექტორს - ვიცე-პოლკოვნიკს ნუ რო დაენძრა, მაგას ლაპარაკი არ უნდა.

დახედა პულკას. ჩვენ გაშეშებულები, კარტით ხელში.

* ვისი სვლაა?
    
* ჩემი, ბატონო პოლკოვნიკო.
    
* Ну так, давай, блять, ходи.
    

ნათქვამია კაცო: Хода нет — ходи с бубей - ხოდა წკენტას (აგურს) ჩამოვედი. გაჭრეს, ყვავის პრარეზკა გამიკეთეს.

* Интересно... Разыгрываем до конца! - ჩაერთო პოლკოვნიკი.
    

მთელი აუდიტორია ამ დროს გაშეშებული დგას, ლექტორიც და კომისიის სხვა წევრებიც. ყველას გაუპტვახტი ელანდებოდა უკვე.

გავათამაშეთ, ბეზ დვუხ ვჯდებოდი მაგრამ თავი დავიძვრინე და პრი სვაიხ დავრჩით.

* Нет блять, я этих парней сдать не могу... Это ведь благородная, офицерская игра!
    

ქუსლებზე დატრიალდა და გავიდა. გადაგვარჩინა პრეფერანსმა ჩვენც, ჩვენი ასეულიც, და ლექტორიც...
