# ფილოსოფია

\- მუხავ ძლიერო და ბებერო, რით დაგეხმარო, რა გიშველო?  
\- წყალი მომეცი...  
\- კიდევ, რა შემიძლია, რომ გაგიკეთო?  
\- დამანახე ჩემი თავი, რამდენი ტოტიღა დამრჩენია, უნდა დავთვალო...  
\- რას ხედავ?  
\- ჩემს სიბერეს... და შენს მომავალს. ვიცი, რა გელოდება წინ.  
\- რას მეტყვი ჩემთვის საინტერესოს?  
\- მდინარევ, დაგერხა - წინ ჩანჩქერია...
