# მუზა 🧚‍♀️

ამას წინათ მეწვია.  
გუშინ.

მომაწვა მაგრად.  
მიდი ბიჭო, დაწერეო.

მეთქი, ე. ეე! ეეე?

მიდიო, შე ჩემაო, შიგ ხო არა გაქო, დაწერეო, ნახე რეები მოგიტანეო - გადმომილაგა ფერად-ფერადი და ნაკუწ-ნაკუწი აზრები, სახელები, ასოციაციები, შინაარსები და ფაქტები.

წადი შენი-მეთქი და გადავბრუნდი მეორე გვერდზე.

გაიღვიძე, ბიჭოო, გაიღვიძეო - არ მომეშვა.

წამოვხტი და მოვუკიდე სიგარეტს. მაიტა ერთი შენი ვეშები, რა არი და სად არი, ვნახოთ-თქო:

ეს არ ვარგა. ეს სირობაა. ბავშვობა. გოიმობა. არავის არ აინტერესებს. ძაან ლიჩნია. დაგვცინებენ. ეს ძველია. ეს ძაან ახალია. ამაზე არ მინდა. ეს ობიანია. იმას შმორის სუნი აქვს. ეს ძაან ატკრავენნია. ამაზე აზაბოჩენი ხარო მეტყვიან. ამაზე ვიკაიფებ, მარა ვერ გაიგებენ.

კაროჩე, დავუბრაკე ყველაფერი.

დებილი ხარო, აბა რო გინდაო წერაო? მეთქი არაფერიც არ მინდა, დაცლილი ვარ, დაღლილი, გამოცლილი, გამოცდილი და ...

უცბად ვიგრძენი, რომ საკუთარ თავს ველაპარაკებოდი. წასულა...  
ფუ, ბლიად, რა სირია! სირობაა! მოვიდა, შემილაგა, და ეხლა დაახვია, დამიტოვა ეს დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება, ეს სისავსის გრძნობა, ეს რაღაც, რო არ ვიცი რა ქვია, რო მწიფდება ხოლმე და რო უნდა გამოუშვა გარეთ და რო ვერ უშვებ, აღარ გაქვს ძალა, და რო ლპება მერე, დროსთან ერთად და კვდება შენში და სისხლს გიწამლავს, და სულ გახსოვს და ვერ იშორებ, არა გაქვს ამის ცალკე გამოსაშვები ხვრელი, ქალებს როგორც აქვთ...

ბლიად, ბლიად, ბლიად!

ტელეფონი მაინც. არც პასტა და ფურცელი, არც ნოუთბუქი, არც ვორდი, ექსელი, ფაირფოქსი - არაფერი არ მინდა.  
ტელეფონი მინდა. ვიღებ და ვწერ - მიჩვეული ვარ უკვე ძაან. 160 სიმბოლო, ან მაქსიმუმ 320 - მეტს ვეღარ წაიღებს, გზაში ჭრის და იქ არ მივა, სადაც აგზავნი.
