# მწეველები კვდებიან. 
ასევე არამწეველებიც.

დღევანდელი ცხოვრების პარადოქსები - დადიხარ მანქანით, მაგრამ ჯიბეში არც ფული, არც სიგარეტი არ გიდევს.

გაქვს მხოლოდ ერთი დაღუნული ლარიანი - წავიდა ის დრო, დახეული ლარიანები რომ არსებობდა...

მივედი სიგარეტის ჯიხურთან და ლარიანს ვატრიალებ - მიტყდება რამე იაფფასიანი სიგარეტის ყიდვა: პრიმა და ეგეთები რა მოსატანია. არადა მოწევა მინდა მაგრად - მთელი სამი საათია, შეხვედრიდან შეხვედრაზე დავრბოდი, საქმეებში ვიყავი თუ საქმე თავზე მეყარა - მოკლედ, სიგარეტის მოწევა მინდა, მაგრამ არ შემიძლია.

ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, დაჟე იმაზეც გავიწიე - ვისესხებ მეთქი და ფულს მერე მივუტან. მაგრამ ჩემს უბანში და ნაცნობ ჯიხურში არ ვიყავი - ამიტომაც ეს გზაც მიუწვდომელი აღმოჩნდა ჩემთვის...

როგორ გგონიათ, როგორ გადაიჭრა პრობლემა?  
ლარიანი სიგარის ყიდვით :)  
აი ასე, მოვაბიჯებდი ქუჩაში სიგარის წევით და ვინ იცის, ხალხი ჩემზე რას ფიქრობდა ;)
