# მტკვარი, ღვინო და სიყვარული

უფრო სწორად: ღვინო, სიყვარული, მობილური, ხიდი, მტკვარი...

მაგარ რამეს შევესწარით მეგობრები დღეს ღამე - ხიდის მოაჯირზე იჯდა ვიღაც ტიპი, ისეთი მთვრალი, რო ძლივს ლუღლუღებდა და ქანაობდა, ფეხებსაც პატარა ცელქი ბავშვივით აქანავებდა და მობილურში თავის, როგორც ჩანს, სატრფოს სასტიკ მოთხოვნებს უყენებდა:

\- შენი ბოლო სიტყვა ეგაა? ვხტები! გადავხტე? არაა ბოლო სიტყვა? მითხარი, ეგრეა? გადავხტე?

კაროჩე, ყლეობა. მივედით, ჯერ დიდხანს ვუყურეთ, ჯერ ვიფიქრეთ, სამართალდამცავი ორგანოები ხომ არ გამოგვეძახა, მაგრამ არ იყო საჭირო - აქეთ-იქიდან ჯიგიტებმა ხელი ჩაავლეს და ჩამოსვეს.

მე ვსუპერვაიზორობდი და ფოტორეპორტაჟს ვაკეთებდი.

მოკლედ, ჩამოვსვით და დაჯდა ტროტუარზე, გაგვიღიმა და მადლობაც კი გვითხრა და ისევ გადაურეკა თავის ეკალს - ჰა, მითხარი, ბოლო სიტყვა მითხარი...

გოგონი, ან უთხარი, ან მიეცი, რა შეეცი?  
☺️
