# მკითხავი

დღეს მაგარი რამე შემემთხვა.  
წვიმდა.  
მანქანაში ვიჯექი, თანამშრომელს ველოდებოდი.  
ფანჯარა ჩაწეული, სიგარეტი ხელში.  
მუსიკა.

\- Дай рукууу, пагадаюю! - დაამღერა.  
აუ მეთქი ვსიო.  
\- არ მინდა, შემეშვი.  
\- არა, ლამაზი ბიჩო ხარ, თუალები გაქ კაი, მოდი გიმკითხაოს...  
\- არ მინდა, შემეშვი...  
\- შენ მალე შორს წახვიდე, ამერიკაში წახვიდე, იცი?  
გამეცინა. და ჯიბიდან დღეს, თითქმის იმ წამს ნაყიდი ბერლინის ბილეთი დავაძრე - ხო, მივდივარ მალე.  
\- Ваймэ! Этот правда уезжает!  
\- Да, правда, правда, отстань!  
\- არა, ხელი მომო, გითხრას რა ხდება...  
\- არ მინდა, აჰა შენ ხურდა და შემეშვი.  
\- აი კაი ბიჩო ხარ, მოდი ისე გიმკითხაო, აი ხელი მომე...  
\- არ მინდა ხელი! შემეშვი!  
კარტი დააძრო.  
\- გივი ან გიორგი ვინაა? დიდი ბიზნესი გაქ შენ, იმას, მერე ის იმას იზამს და შენ ეტყვი - ე! და ის მერე და შენ და ცოტა ისე, მარა მაინც გამარჯვებული იქნები, ხო იცი შენ, კაი თუალები, გაიმარჯვო შენ!  
\- არ მაქ ბიზნესი, გივი არ ვიცი - ვიღიმები და სუნისგან შეწუხებული, მეორე სიგარეტს ვუკიდებ. (მიშა მაინც მოვიდეს დროზე, ერთი დაუცაცხანებს და გააგდებს...)  
\- შენ კაი ბიჩო ხარ, მამაშენს გევხარ (კიდევ კარგი, მითხრა!), მარა ენა სპიჩკასავითა გაქ, ყველა შენი ბრალია.  
\- რაა?  
\- ლაპარაკი არ უნდა, საქმე უნდა! დიდი კაცი ხარ, მომავალი დიდი, ლამაზი...  
\- კარგი, მორჩა, შემეშვი, всё!  
\- ბიჩო, შენ ჯადო გაგიკეთეს, три года назад, ისი?  
\- არ გამიკეთეს (რა ჯადო, რის ჯადო?)  
\- ხო, ალბათ არა, მარა უნდოდა. Старуха она.  
\- Кто?  
\- Никто, კაცო, რა ისე მეკითხევი, მე ციგანი კი არ გეგონო! მე სერბიელი ვარ, სოხუმიდან!  
...  
...  
...  
...  
...  
...  
...  
(ეს პაუზას ნიშნავს)  
ეს პაუზა დიდხანს გაგრძელდა.  
ჰაარც! - ისე, შეუმჩნევლად, ჩემთვის გავაკეთე - აი სარკეში ჩავიხედე და ისე...  
სიგარეტი იწვის, წვიმს, თვალებში ვუყურებ სოხუმელ სერბ ციგან მკითხავს.  
რაღა უნდა მეთქვა?
