# 🌳ხეები 🌲

არსადაც არ მიქრიან.  
პირიქით, იმისათვის დგანან, რომ ქარი გააჩერონ.  
დასავლეთის, არასასიამოვნო, ძვალ-რბილში რომ ატანს, ის ქარი.  
ან ჩრდილოეთის, გამყინვარება რომ მოაქვს, ის.  
ან აღმოსავლეთის ქარი, თბილი და სუნიანი...  
შეიძლება სულაც სამხრეთის, ცხელი, უდაბნოს სუნთქვის შვილი...  
ხეები...
