# ქართული ჟარგონის ლექსიკონი - სულხან-საბა

`ა`  
აბაროტის აღება - ნაცვლის მიგებად მცდელობა  
აბიჟნიკი - წყენის მთესველი  
აეწელა - ფიცხად წინა აღუდგა  
ავარდნა - ჟინთ აშლა  
აიწია - ფრიად განკჳრდა  
ამტუტება - წესთ აღრევა  
ანტიფრონცკი - ზმანითა მოამაყე, გინა კოხტაპრუწა  
არიფი - ჰარიფთან ნახე  
არღნის ჩიტი - მუდმივ სტუმრობისა და ცეკვა-თამაშის მოყვარულს დიაცზედ იტყჳან  
ატაშოლი - ძმადნაფიცისა ძმობითგან განზიდვა  
აუდე - წარსვლისათვის უკმეხი მოწოდება  
აყლისთავება - ესე არს მუშტის შემოკვრით ყირამალა გარდასლვა; ანუ ფეხისა აცურებით ზურგზედ დაცემა;  
გარნა აყლისთავებას უეცარი, გინა უცხო შეგრძნებისაგან თავბრუ დახვევაზეც იტყჳან  
აჩათლახა - სახეზედ მუშტი ჰკრა  
აწევა - თანა წარსაღებად თუ წარსაყვანად მობოჭვა  
ახევა - წართმევა მძლავრისაგან  
ახვევა - წარსლვა უპატიურისა  
ახუჲლიშ - ოღონდაც  
ახურუშებული - ქუჱნა გრძნობათ აყოლილი

`ბ`  
ბაზარი - სიტყუა-პასუხი  
ბაზრის შეყვანა - რა პირისა მოსაშინჯად სიტყუა განფინო, დაბაზრებასთან ნახე  
ბაზარში წამოიკიდა - საუბრითა მტყუვან-ჰყო  
ბათქი - ურთიერთ საშუღლო პაემანი  
ბაიანი - ნემსიანი ჭურჭელი  
ბაითი - ებრაელთა ენით: საყოფელი საბინადრო  
ბაირამობა - აწ: შუჱბა ჴორციელი  
ბალამუტი - აღრევის მოწადინეთა ჴმიანობა  
ბანძი - ცუდუბრალო  
ბასიაკი - მდაბალი მემთვრალე  
ბაცანა - ლაწირაკი  
ბაცნობა - უწვერულთ ყრმათა ლაღობა  
ბესპონტაობა - საქნელთ ვერ-მოპოება  
ბესპრიდელი - წესთ თაკილობა  
ბირჟა - ესე ოდეს ყმანი საფიხვნოდ შეიყრებიან, უშვერებენ და ამპარტავნებენ  
ბლატავი - გულ მაღლად საუბარი  
ბლატი - ამა ქუჱყნის უაღრესისა მარგებლად ყოლა  
ბოი-ფრენდი - ენგლიზელთა ენაზედ კუროსა ჰქვიან, სიძჳთ მტრფიალებელი  
ბოლი - თრიაქთ წვისა მშრალი ნისლი  
ბოლო პასადკა - დასკუნა რაიმესი; კვალად უწოდენ, ოდეს მეძავი გათხოვდეს

`გ`  
გააბლატავა - თჳსზედ უმცროსსა მედიდურებისათვის მწედ ეყო  
გაბაზრება - ზურგთ-უკან რაიმესი მხელა, გამსკდართან ნახავ  
გაბლატავდა - გული მოიცა  
გაგება - წესი, მოძღურება, რომელ არს:  
გაგება ქურდული, გინა შავი, ანუ წესი ავაზაკთა;  
გაგება ქალაქური;  
გაგება ძველი, ანუ ამპარტავანთ შეჯიბრება;  
გაგება კაცური, გინა ვაჟკაცური, მრავალ ქურდულ დოგმატთაგან განწმენდილ;  
გაგება ქუჩური, ბირჟის კვრისა წესი;  
ესრეთ მოვალს გაგებისა კვალად მრავალი სახელი, აქა ესე ვიკმაე  
გადაახტა - თავზედო, ამბობენ, ესე ვითარ არა ნიშნეულ ჰყო; კვალად მრავალ-ნაცადზედ იტყჳან ათას ყლეზედ გადანახტომს  
გადირკვა - ვისიმე ფეხებ შუა ბურთისა გაძვრინება  
გაედო - ფინთად დაენძრა  
გათავება - თალიისა განსრულება  
გათევზდა - რა მცირეს პირობასა გარდაჳდეს სხუათა უზიანებლად  
გაკუზვა - წახრილისა ტყუნა  
გალუბოი - სხუათა ენაა, ცისფერთან ნახე  
გამაზვა - თჳსის ჰაზრის სისწორისა თავდებობა. რა ორთა გამმაზავთა შორის ერთი გამტყუვნდეს, გამტყუვნებულმან ფულითა გინა სხჳთა ზღოს;  
გამაზვა სხუა არს პონტისაგან მოკლება;  
არს ოდესმე გამაზვა ქრთამის მიცემაცა  
გამოყლევება - დია მძიმე სიბრიყვე  
გამოყლევებული - გამოყლევება ქმნილი  
გამსკდარი - ურთიერთას თქმული, ამბავზედ იტყჳან, ხოლო განიყოფებიან ესე ვითარ: გაბაზრებული, რაჲცა არს ჩუმად გამხელილი და გახეთქილი, რაჲცა არს გამხელილი შფოთითა  
განაბი - ქურდთაგან ბაძის ამღები  
განდონი - საწულოთ საპყრობი; კვალად: კაცი ვერაგი  
გაპროჭვა - ცემითა და მემთვრალეობით უგონობა  
გაჟიმვა - მიწოლით მოტყუნა  
გასაღება - ქირით მოკლვა  
გასრიალდი - შენს მალ წარსვლას ვლამი  
გარეკილი - ჭკვა მხიარული  
გასროკვა - სროკზედ წარგზავნა  
გატანა - ჭერ-ქუეშ ცარცვა  
გატისკვა - უპატიური წურთნა  
გატრაკება - უმიზეზოდ შფოთისა მოწადინება  
გატრაკება საქმისა - საქნარისა დია გაჯანჯლება; გინა შეწუხება ფრიად ვინმესი  
გატყდომა - წყენასავით  
გატეხილშია - ხასიათ შემუსვრილია  
გაუჩალიჩა - ავი შემართა  
გაფრენა - ჭკჳთგან გარდასლვა  
გაჩითვა - ჩუმი გაშინჯვა  
გაჩითვა - წარმოჩენა  
გაჩხერა - ძარღუთა შიგან ნემსისა წიაღყოფა  
გაცვეტება - რაიმესი გამოწულილჳთ განხილვა. ხოლო გაცვეტებანი ესრეთ განიყოფიან:  
უკეთუ კაცი რასმე ვინმესაგან საუბრით შეიმეცნებს, გაფაიზაღებად იწოდების;  
ოდეს თუალითა თჳსით ჰნახავს, გინა გონებითა მიჰხვდების, გაიასნებად უჴმობენ.  
გაწელვა - ბაითისა; ბაითი გაწელაო დიდის სახლის მაშენებელზედ ამბობენ  
გახეთქვა - ქალწულთ შერყუნა  
გახეთქვა - გამხელასაჳთ, გამსკდართან ნახე  
გახურება - შუღლთ საბაბისა ძიება  
გოიმი - კაცი მცირის დაბითგან ქალაქსა ჩასული, გარნა მუნ მკჳდრობისა ვერ-შემშუჱნებელი  
გრევი - უსრული პადაგრევისაგან  
გრეხი - კაცის მიმართ შენაცოდი რაჲმე;  
განჰყოფენ საქციელთა, რაჲც გრეხია და რაჲც არ არის; ესრეთს გრეხსა გაგებაში ჩაჭრად უწოდენ, უკეთუ მძიმეა შეცოდებაჲ და ტეხავსო იტყჳან, ოდეს მცირედი შესცოდა  
გულავი - თჳსისა სურჳლისამებრ დროის გატარება,  
გარნა გულავი დედათა არს მიმო ტყნაური

`დ`  
დააბრეხვა - როყიო სათქუმელი თქუა  
დააგოიმა - შეტყუილის დაჯერება აქმნია  
დააზანგა - საქნელი რამე შეადვა  
დაამუღამა - მუღამეულ-ჰყო  
დააცმევინა - განაძო  
დაახეთქა - ულოდნელი ისიტყუა რაჲმე  
დაახუილა - ძლიერ დაარტყა  
დაბმა - ერთმან რომ მეორე რაიმეზედ დაიყოლიოს  
დაბაზრება - ტკბილმოუბარობით პირის მოშინჯვა, რომელ არს:  
ბაზრის შეყვანა, როს დამბაზრებელი სათქმელის თქმულობას შეპარჳთ განაძლიერებს;  
ბაზრის შეგდება, თუ რომ იგივესა დაკვრით იქმს  
დაბოლება - ბოლით დაბანგჳსათჳს მეცადინეობა  
დაბოლილი - ბოლითგან დაბანგული  
დაბრედა - ამა სოფლითგან მიფარვა  
დაგინება - ბილწითა ენითა აღკრძალვა რაიმესი; გინა ბილწი ფიცილი  
დაგრუზვა - გუემით ფიქრმეტყუჲლება  
დადება - დატევებაზედ ამბობენ:  
იქმან დადებასა, ოდეს ერთმან მეორე დაუტევოს თავისა თჳსისა ანაბარად;  
იქმან დადებასა, ოდეს ერთი მიჯნური მეორესა დასცილდეს;  
ხოლო ერთი მეორესა რა შეჰპირდეს, გარნა ბოროტ განზრახულებით უპიროდ დასტოვოს, ესე ვითარს დადებასა ჰქჳან გადაგდება  
დაენძრა - ფრიადი შეჭირვება ეწყო  
დავასება - თუალ შევარდნით სიამე  
დაზაგაჟნიკება - მოზაგაჟნიკება გასწავლის  
დაიადა - თჳსს კერძოდ ჰყო  
დაიზეთა - უარისათჳს საბაბი შეუჭირდა  
დაიწვა - ვერ დაფარულ ეყო  
დაკიდება - საფიქრალითგან განდევნა  
დალივერება - თუალ-თუალის ყოფა  
დაპადაგრევება - პადაგრევისა მიძღუნა  
და რამე - რაჲც მისთანა; ყოველთა შემდგომად ესრეთ მოვალს: დაინახა და რამე, მიესალმა და რამე, უერთგულა და რამე და სხუანიცა  
დატყვნა - ნაჩუმათარზედ წასწრებასა ჰქჳან საქციელზედ დატყვნა; რა კაცმა სიავე ჩაიდინოს, მიმალვა სცადოს და მდევრისაგან გაუცუდდეს, ესე არს ცხელ ფაქტზედ დატყვნა  
დაუაბგონა - უკანა კერძად ჰყო  
დაუადა - მცირედი ძღუჱნი მიართუა  
დაურტყა - ულოდნელი საქციელი უქმნა  
დახვოსტვა - კუდში მოლალეობა  
დერსკობა - ამაყთ წარბ მაღლობა  
დილიხორი - გამხელილი ხუაშიადი  
დობრად - ძალთ უტანებელად

`ე`  
ეე! - ესრეთ იზრახვიან ჟამსა განკჳრვებისასა, ანუ გახარებისასა, ანუ იმედის გაცრუებისა გინა გარდაწურჳსასა; გარნა სხუაჲ არს ოდეს ესე ვითარად უამურს მოუწოდებდნენ ვისმე

`ვ`  
ვაზვრატი - არა გამოსასყიდი, რომელ არს წარტაცებულის სულიერის მოყუანები-სათÂს მოთხოვნილი, არამედ ნაცარცჳს მოქცეჳსა სასყიდელი  
ვალის დადება - მცირედის მადლისა ყვედრება  
ვაჟნი - ცუდმედიდი  
ვაფშე - ყოვლით კერძო  
ვეში - ესე არს ავეჯი სახლისა და ჭურჭლეული, რაგინდრა (გლეხურად); კვალადვე ვეშად იწოდების თჳთეული ცალკე უსულო საგანი, ესრეთ, რომ უკეთუ რამე მოსწონთ, ამბობენ: მაგარი ვეშიაო.  
ვზროსლი - წამოზრდილი, ესრეთ უმცროსნი ჰასაკითა თჳსზედ უფროსს იხსენიებენ

`ზ`  
ზაიობი - ჯიუტი ახირება  
ზაპოი - ესე ქართულად ანკანაკებაჲ არს, ზედიზედ ნადიმსა და სიმთვრალეს ნიშნავს  
ზასი - ღია პირითა ურთიერთის კოცნა  
ზასაობა - ზასთ გადაბმულობა  
ზასკოკებიანი - ხუშტურთ ამყოლი  
ზახოდი - მსხდომთაგან წრეში მოსატარებლად სამყოფელი რამ  
ზონა - ავაზაკთ შესაწყუდეველი  
ზუბი - ფარული ჯავრი

`თ`  
თალია - უწინ ძაძის ტომარას ერქუა, გარნა აწ სათულელი არს უწყაო: ესე ვითარ ერთი თალია იტირა ანუ ბევრი უტირნია, ერთი თალია გაათავა რა მამრმან მდედრისა ჟინი ერთგზის აისრულა  
თესი - მიმალვა მეყუსეული  
თესლი - ჭკჳსა ბოროტად მომხმარი  
თითის მიცემა - საქნარის ქმნისათჳს ვისიმე კვალად იძულება (მდაბიურად)  
თირვა - ქუჱშით ცქერა  
თომარი - სიტყჳთ შექცევა

`ი`  
იაზვა - მწარედ მსიტყუჱლი  
იასნი - თუალითა დანახული  
იზმენა - რისამე ვერ-ყოფისათჳს გულისა ძრწოლა  
იდეინი - ჰაზრით მაცხოვნე  
იპარავს - სახელკეთილის დიაცის ქუეშ-ქუეშ ტყნაურობაზედ იტყჳან  
ისპალნიტელი - ავისა გამეტებულად მოქმედი  
ისტაბლიშმენტი - ერთობა დამკჳდრების მოსურნეთა  
იუზგარი - ზნე-კეთილი

`კ`  
კაიფი - სიამე აღმატებული; გინა მიუმხუდარისა დაცინვა  
კატაობა - ნარნარად სრბოლა  
კიმარი - გაბრუებულის კაცისაგან თავის კანტურზედ იტყჳან  
კიშკაობა - მომეტებულის საჭმლისა შექცევა  
კლიჩკა - სხუათა ენაა: ცხოველთ საწოდებელი  
კონტრა - მომტერე, მეშუღლე  
კუტუ - მომცრო ყლე  
კუში - ფულად მისაღები

`ლ`  
ლ - ესე ბგერა, ზედა კბილთ თანა ენის წუერვალის მიტანისა შემდგომ საშუალ ენით წარმოთქმული, არს ნიშანი მდაბიორობისა  
ლაწირაკი - ერთი წვრილფეხა გოგო ბიჭ-თაგანი  
ლევი - არმად ნაშოვნი

`მ`  
მაზი - უსრული მაზიანისაგან  
მაზიანი - გამაზვისა ქმნა  
მაიაკი - ნიშან-ყოფა  
მამაშა - მეძავთ სარქალი  
მანაგუა - თრიაქის ფაფა  
მანდრაჟი - სულთ ფორიაქი  
მარიაჟი - თჳსის პეწისა დია მოყვარული  
მასტერკა - პლანი თითისებრ გახვეული (მოსაწევად)  
მასტი - რისამე თანხუედრად კეთილი  
მაყუთი - ნაღდი ფული  
მახატია - არად მიჩნს  
მეპირე - მინეტის მქნელი მდაბიორი  
მესნი - ამა ადგილთა მობინადრე  
მეტრაკე - ცისფერთან ნახე  
მეშჩანი - ფუყე სვეტი  
მიირთვა - ცთომილება ჰყო, ჭამასთან ნახე  
მინეტი - საწულოთ პირთან მიხუნა  
მიცემა - რა მდედრი მამრსა თანა-ეყოს; გარნა ტრაკის მიცემა არს დათმობა უგვანი, გინა მრუშებაჲ შორის მამრთა  
მოზაგაჟნიკება - თადარიგად ქონა  
მოზგი - ბევრისა მცოდნე, თუმც არა-ბრძენი  
მოკეტვა - მყუდროდ შთენა  
მოკრახვა - სიძუნწითა მალვა  
მომჭამე! - მუქარაზედ პასუხი, რაჲცა არს: ვერა გამიწყო-რა, ვერას გამიხდე  
მოჟოშკვა - მოკრახვავე  
მოსმა - ვინმესთჳს სახელის საჯაროდ შემწიკულა; მოსმადვე იწოდების, ოდეს ერთმან მეორეს მკაცრად მისი ადგილი მიუჩინოს  
მოტყდომა - მოხევასთან ნახე  
მოქესტვა - ნაჩქარობისათვის რაიმესი ვერ-სრულად დამალვა  
მოღუნვა - მაყუთის დასქელება  
მოყომარება - შეგონებით დარწმუნება  
მოწვა - ზრახვასა მიუხვდა  
მოხევა - სრბოლად სწრაფვა; კვალად: თჳსი ან სხუისი მოშორება თუალსაწიერითგან; მოხევადვე სახელდებენ ვინმესგან ულოდნელად მჭევრის სიტყჳს მბობასა  
მოხსნა - სათაჳსოდ გაიხადა  
მუღამი - გულისთქმისა პასუხი

`ნ`  
ნაბოზვარი - ფლიდს, მზაკვარს კაცზედ იტყჳან  
ნაკოლი - ერთს ცარცვათაგანზედ წაქეზება  
ნარკუშა - საკურნებელთა ავად მხმარებელი  
ნაროდი - ხალხი მდაბიორი, ვიეთნი სბროდად უმობენ  
ნასედკა - ავთა მსტოვარი  
ნაშა - დიაცი წვრილფეხა, გარნა პირკეთილი და ტანკენარი  
ნაჩათლახარი - ჩათლახად ნამყოფი  
ნახალკის შეტენვა - უბრალოზედ ცოდჳს შეთხზვა  
ნივიჟუს დარტყმა - შეჴუჱდრისას პირისა მორიდება  
ნძრევა - საწულოთი ხელსაქმება

`ო`

ობშიაკი - საერთო საჭურჭლე მოყუასთ ერთობისა

`პ`  
პაბეგშია - მალვით სუფევს  
პადაგრევი - არა მცირედი ძღუჱნი  
პადიეზდი - სადარბაზოსაჳთ, გარნა დია უწმინდური  
პადლიზა - პირ-მოთნე  
პალაჟენია - უფროს-უნცრობისა რიგი  
პასტაჲანკა - მამრისგან შებღალული წაწალი  
პაცანა - ბაცანასთან ნახე  
პიარი - ხალხთ დარწმუნების მეცადინობა:  
შავი პიარი არს სხუათა ბიწისა მუდმივ ჩინება;  
თეთრი პიარი თჳსის კეთილობისა სხუათათჳს ჩიჩინია;  
ყვითელი პიარი არს თითხვნა ჭორთა  
პლანაქეში - თრიაქისა გარდამეტებით მწეველი  
პლანი - ესრეთ ითქმის რა მორჩნი კანაფისა გაახმონ და დაფქუან; სხუა შეკეთებასთან ნახე  
პლეტი - იჩქითი განრიდება გინა ოტება შეშინებულისა  
პოზდნი - ხანის დამზმელი  
პონტი - უცაბედი საქნარი  
პრავი - მართალი მარწმუნებელი  
პრაკოლი - ვენაზედ ნემსით განაჴურეტი  
პრაშმანდოვკა - დიაცი სხუათა და სხუათა მამაცთა თანა დია მყოფი, გარნა საფასურისა არა მთხოვნელი  
პრეტენზიული - აჯისა ბრძანებად მომაქცეველი  
პრიკოლი - უნდილ საღრეჭი  
პრიკუპი - ქაღალდის თამაშისას ერთის წრიულის მოხვეჭა

`ჟ`  
ჟიმჟიმი - ტრაკის ცახცახი  
ჟოპასტენკა - პანღურის ამორტყმით თამაშობა უგვარი, ბაცნები იქმან

`რ`  
რიჟა - მრუდე, გინა პირუმტკიცი  
როჟა - კაცი უამური  
როჟის კერვა - მწუთხის სახისა შეკუჱთა

`ს`  
საიმი - გეშის აღება  
სანქციის დება - ესრეთ იტყჳან, ოდეს ვინმე ხატითა თჳსითა გინა საქციელით თჳსს ნაჩუმათევს თუალ-საჩინოდ ჰყოფს  
სასტავი - მოყუასთ ერთობა  
საჩკაობა - თავისა მოზანტება  
სეკა - ესე ციფრად ოც და ერთი, რაჲც ნიშნავს ტოლნი ვართო, ანუ ბარი-ბარში  
სვეტი - ცარიელ დარბაისლობისა მოიმედე  
სვეცკი - სვეტთაგან ამოდ შესატკბობი  
სვოი - ჩუენ კერძო  
სიაფანდი - არ-საღირებელს უსულო საგანზედ ამბობენ; გინა ცრუსა კაცზედ  
სიმონ! - ქალაქური მოწოდება  
სიმპო - უსრული სიმპატიურითგან, რაჲცა არს ამოდ სახილველი  
სირი - გრძელი საწულო მოსუჱნებული  
სიტყვის აღება - თჳსივე დაგინებისა მოშლა  
სიტყვის მოხსნა - სიტყჳს აღებავე  
სიფათი - სახე უშვერი  
სიცო - ნაკუჱთი სიცოცხლითგან  
სკოლსკობა - ხასიათთ ავად მოქნილობა, ხოლო სკოლსკისა უნდოსა და ორპირს კაცზედ იტყჳან  
სპონტამ - ერთი არს კნინღა, გინა იქვე, ითქუას თუ: სპონტამ გავაკეთებდიო ესე იგი არღარა მიკლდა გაკეთებას, უკეთუ მსუროდაო; მეორე არა ცარიელად ჰყოფისათჳს: სპონტამ ყოფნა, სპონტამ დარჩენა და ესე ვითარნი  
სროკი - დილეგს საყოფელთ ჟამთა საზომი  
სტოპრო - ასნი მეასედთაგანნი, რომელ ნანდჳლსა ნიშნავს  
სტოსის წაყვანა - საგანთ და საქნელთ ჴელერთპირი გარიგება  
სტრელი - პაემანის-ყოფა  
სუტენიორი - მეურვე მეძავთა  
სხადნიაკი - ქურდთ შეყრილობა

`ტ`  
ტეხავს - აუგია  
ტვინის ტყვნა - გულისხმის ყოფად დაძა-ლება  
ტრაკიდან ბარათის გამოღება - თითიდან მიზეზის გამოწოვასაჳთ  
ტრაკში - დია შორს  
ტრუხა - ამაო, ფუტუროსაჳთ

`უ`  
უსწორდება - ამოდ უჩნს  
უტრაკო - აღმსთობად უძლური; ხოლო უტრაკო მეტრაკედ უწოდენ, უკეთუ თჳსისა საქმისა ვერ-მომრიგებელს სხვათა საქმეთა მორიგება მოპრიანებია

`ფ`  
ფანი - გარდარეული მოთაყვანე  
ფაიზაღი - ნანდჳლ სარწმუნო  
ფაქტი - თრიაქთა და ესე ვითართა მცირე რამ შეკვრა  
ფუფლო - პირობას გარდასრული

`ქ`  
ქაჩავს - ძალ-უცს  
ქაჯი - მეტის მეტი ტეტია  
ქელანი - ერთად მოცემული, მაყუთზედ იტჳან  
ქერაობა - გარდაჭდობილის მიჯნურისაგან ხელის მეტი ფათური  
ქეში - პლანაქეშისგან მოკლებით  
ქეში - სხუათა ენაა, მაყუთთან ნახე  
ქინძაობა - სუბუქი ტყნაურობა  
ქსივა - ძუჱლად: ტუსაღთ უსტარი; აწ: ჯიბეს საქონი მცირე რამ საბუთი მარწმუნებელი

`ღ`  
ღადავი - თომარზედ აღმატებული

`ყ`  
ყამა - იარაღი მკუჱთელი, მტკაველის ოდენა და უდიდესი  
ყიყინი - კეთილი მოაჯეობა  
ყლეფანდურა - სუბუქის ჭკჳსა

`შ`  
შავი - ავაზაკთ მოძღუარი  
შავი - საწულოსაც ჰქჳან  
შალა - პლანთ-კეთილობა  
შანს-პეპელა - შემთხუჱჳს მნე  
შარაფი - ქეიფი ღრეობა-ზედ უმცირესი  
შატალო - შეგირდთ უმოძღურო ხეტიალი  
შეახვია - დააბასავით  
შებმა - დაბმისა მზგავსი არს, დაბმასთან ნახე  
შეედო - დაენძრა გასწავლის  
შეკეთება - დაფქჳლის პლანისა მასტერკად განმზადება, სხუა მასტერკასთან ნახე  
შელაგება - შეყოფასაჳთ, გარნა არა ერთის ოდენ საზრუნაჳთა, არამედ მრავლის; შეყოფასთან ნახე  
შემეტენე - შეტენჳსა მოსურნე  
შენძრეული - დია გამოცდილი  
შეტენვა - ძალად ცოლობა  
შეტენვა - გვერდით მყოფობისა უსიამო მეცადინობა  
სხუაჲცა არს ნახალკის შეტენვა, მერმე სწერია  
შეყენება - ქუჩაში ცარცვა  
შეყოფა - ჯიუტისაგან შეწუხება  
შე-ჩემა - უდიერი მოწოდება  
შეცემა - ჯახითა ტყუნა  
შეწერა - დაგინებისა ურიდველობა  
შეწერვა - ახეჳსა მზგავსი, გარნა იხილეთ აქა, თუ ვითარ განიყოფებიან:  
ოდეს თაღლითები იქმან, არს შეწერვა ტეხნიკური,  
ოდეს ძალითა წაერთმის, არს დაწერვა გინა ახევა,  
ოდეს მიჩუმათებითა წაერთმის - პარვა;  
კვალად შეწერვა არს დაზანგებისა მგვანი, ოდეს ერთმან მეორესა რაიმე დაავალოს, გარნა არა პირველად  
შიგ ქონა - ესრეთ ძრიელ შემცდარსა ეტყჳან: შიგ ხომ არა გაქვსო  
შიპიტი - გულისა შუღლად აშუშხუნება  
შმონი - სავანეთა და საცმელთ განჩხრეკა  
შმოტკისტი - ზმანთ მოთაყვანე  
შუხური - ჩოჩქოლი და შუღლი დია ხმამაღალი

`ჩ`  
ჩააკატავა - ზერელედ განასრულა  
ჩაბოზება - ბოროტის ზრახჳთ ჩაშვება  
ჩათლახი - ესე დიაცი კურო მრავალი და ხასიათ განრყუნილი; ჩათლახივე არს სულიერი ქუÀგამხედვარი და ავის ყოფისათჳს მუდამ მეცადინე  
ჩაკვლა - მასტერკისა ცეცხლთაგან განლევა  
ჩალიჩი - ქმნად მიდგომა  
ჩალიჩმეისტერი - ჩალიჩისა ნატიფად მქნელი  
ჩამიჩი - ჟამ გარდასრული დიაცი  
ჩამშვები - მაბეზღარი  
ჩანგლის თხრა - ხასიათისა აღზუავება  
ჩაპიზდვა - წაქცეულის გინა მწოლიარის კაცისა უწყალო ცემაზედ ითქმის  
ჩაშვება - ჩამშვებთ მოღუაწება  
ჩაჭრა - გაგებასა შიგან დამარცხება  
ჩესნი - არმისა გარე-მიმაქცეველი  
ჩისტა - მხოლოდ თუ: ჩისტა რაიმესთვის, ჩისტა ოქროსი და მისთანა ყოველთა ზედა  
ჩმორი - ვერ-მძლე

`ც`  
ც - ართრონი გინებისა დამძიმებად: არათუ დედა მოვტყან, არამედ დედაც მოვტყან \[და კიდევ სხვაცო\]  
ცისფერი - მამრი მამრთან თანაყოფისა მოსურნე  
ცუმბუშა - დაჯაბნილი ჴელქვეშე

`ძ`  
ძალად - ნართაული, რაჲცა არს მოსურნე გარნა ვერ შემძლე: მაგარისა წილ ძალად მაგარი, კარგისა წილ ძალად კარგი, ნაშისა წილ ძალად ნაშა და ესე ვითარნი

`წ`  
წერაობა - წაწლობისა მზგავსი, გარნა მეტი ბიწიერი  
წველა - ნებსით ფასისა ხშირი რთმევა  
წიკი - ნერვთა გზნებით აკჳატებული რამ

`ჭ`  
ჭამა - ცთომილება, რაჲცა არს ძმობაში ჭამა, გინა უქონელისა კადრება; ხოლო მეორე, რა ვინმემ ტყუილი დაიჯეროს  
ჭუჭუ - კუტუს არა აღმატებული  
ჭერა - თჳსს სახედ ყოფა: ძველის ჭერა, როჟის ჭერა, ვაჟნის ჭერა და ესე ვითარნი ფრიად უმრავლესნი, გარნა არა ყოველთა სიტყუათათჳს, რომელ არს მქონე: ბაითის ჭერა, ვერ-მქონე: ჭუჭუს ჭერა, მოკეტვა: კბილის ენაზედ ჭერა, თავისა ალაგმვა: ტრაკის ჭერა \[მოჭერა გინა დაჭერა\] და ზოგნი კიდევ სხუანი, სიმრავლისათჳს ვერ შევუდექ

`ხ`  
ხავერა - სავანე ბაითზედ უმცირესი და უპატიურად შენახული  
ხატა - ესე არა ხავერა არს, არამედ მასზედ ფართე და უკეთესი ნაპატრონები. ამათ ორივესა ხავერასა და ხატასა უწესო მოღუაწებისათჳს ჰქონობენ ხოლმე  
ხევძმარის ბაყაყი - დიაცი გაუთხოვარი, ხატად უგვანო, ბოხ-ხმიანი და ხარხარით მოცინარი  
ხიპიში - შფოთი  
ხოში - ლტოლვა  
ხოშიანი - არა შუჱნიერი არს, არამედ ნაკლებ ტკბილი  
ხურუში - ქუჱნა გრძნობა  
ხრამჰესის ია - დიაცი გაუთხოვარი, მეოჯახე საქებელი, საქციელითა სრულ, ხატითა კეთილ. გოიმის მამისა დია საყუარელი და საამაყო, თუცა ლ-ს მაძახებელი (ლ-სთან ნახე)

`ჯ`  
ჯაგა - ბარბაროზი  
ჯიგარი - უცხოთა გულისწადილისა მიმხუდომი

`ჰ`  
ჰარიფი - უცდელზედ ითქმის
