# ქართული ფეხბურთი

ჩემი სამსახურის ერთ-ერთი ფანჯრიდან ჩანს რომელიღაც სკოლის საფეხბურთო მოედანი. ლამაზი, მოწესრიგებული, ”ევრორემონტიანი”...

ვუყურებ ყოველდღე, სიგარეტის მოსაწევად სწორედ იმ ფანჯარასთან მივდივარ ხოლმე.

ყოველდღე ვარჯიშობენ. წვიმაშიც, ქარშიც, სიცხეშიც...  
მერე თამაშობენ.  
ვარჯიშობენ-თამაშობენ.

მოწადინებული ბავშვები არიან. და ნიჭიერი.

მაგრამ აი რა არ მესმის - 15-16 წლის ასაკს როგორც კი გადააბიჯებენ, მომენტალურად ავიწყდებათ ეს ნავარჯიშები და ნაღვაწ-ნაჯაფი? იუნიორები ”საკაიფოდ უბერავენ”, ნაკრები კი - 6:2 აგებს...

სირცხვილია. არადა საკუთარ თავს დიდი საფეხბურთო ტრადიციის (გნებავთ, სკოლის ქვეყანას) ვეძახით. და ბურთზე ფეხი ვერ დაგვირტყამს.
