# Good old shoe

იყო ერთი ასეთი ფილმი - დასტინ ჰოფმანი და რობერტ დე ნირო თამაშობდნენ - Wag the Dog (ქართულად ალბათ “კუდი აქიცინებს ძაღლს”)

რაღაცა პოლიტიკურ პიარ-კამპანიაზეა, ვითომ ალბანეთში ვითომ რაღაცა ომი ვითომ რომ ხდება.  
საკმაოდ საინტერესო ფილმია, აშშ-ს პოლიტიკის უჩინარ მხარეებზე, კულუარულ თამაშებზე და ინტრიგებზეა.

გირჩევთ, უყუროთ.

ჰოდა მაგ ფილმშია - ერთ ვითომ ძველ, ვითომ სამხედრო ვითომ სიმღერას მოიგონებენ - ამ პოსტის სათაურად რაც მაქვს გამოყენებული.

მოკლედ, მეგობრებო, მინდა ერთი ცხოვრებისეული სიბრძნე გაგიზიაროთ:

რაც არ უნდა მოგწონდეთ თქვენი ძველი ფეხსაცმელი - რომ დაძველდება, გადააგდეთ.  
თორემ, რამდენჯერაც არ უნდა შეაკეთოს მეწაღემ - ძველი ფეხსაცმელი მაინც ჭრაჭუნს დაიწყებს.
