# Empire state of mind

ალბათ ცხოვრებაში ერთხელ ნიუ-იორკში უნდა მოხვდე კაცი.  
დაიარო მანჰეტენი, რომელიც ერთი ვერსიით, თბილისზე დიდია, მეორე ვერსიით კი - ვერაზე პატარა.  
გაცურო ყურეში პატარა იახტით და ჩაიძირო; ჩახვიდე ცნობილ მეტროში და გაგძარცვონ; იქირავო მანქანა და სანამ წითელ შუქნიშანზე დგახარ, ბორბლები მოგპარონ; გაიღვიძო ქუინსში და აივანზე იყვირო: "Yes, yes! Fuck you too!"...

უნდა ვნახო ბროდვეიზე რამე მიუზიკლი, Birdland-ში კარგ ჯაზ-კონცერტს უნდა დავესწრო...
