# Edo 江戸

ტოკიოში არა მარტო ცათამბჯენებს ნახავთ...

არა მარტო ხიდებს და ესტაკადებს, სადღაც 25-ე სართულის დონეზე რო გადიან...

არა მარტო მონორელსს - უბორბლებო მაგნიტურ მატარებელს...

არა მარტო გიჟებივით, ჭრელა-ჭრულა ფერებში ჩაცმულ თინეიჯერ მოსწავლე გოგონებს, სექს-კულტურის ცალკე განხრას რომ ჩაუყარეს საფუძველი...

არა მარტო ერთნაირ ევროპულ კოსტიუმებში გამოწყობილ საშუალო რგოლის მენეჯერებს, ერთი და იგივე დროს ერთი და იგივე მიმართულებით რომ მიდიან/მოდიან...

ტოკიოში ნახავთ უძველესი კულტურის ძეგლებს, რომლებიც თანამედროვე იაპონიას - 24 საათის განმავლობაში განათებულს, ცოცხალს, მღვიძარეს, გიჟს - საერთოდ არ უხდება, მაგრამ მაინც, ამ ყველაფრის საფუძველია და წყარო...
