# დილა 🌄

მიყვარს ასეთი თბილისი... დღეს დილით რომ იყო...

მზიანი და ცოტა თბილი, მაგრამ თან რომ ცივა. ძალიან, ძალიან ცოტა ხალხი ქუჩებში... ბავშვებს ასეირნებენ... ეკლესიებში მიყავთ, ან ცირკში, ზოოპარკში - რავი, სად აღარ...

პატარა საქმეებზე როა ყველა გამოსული, და ეგრევე სახლში რო მიბრუნდებიან...

უამრავი ნაცნობი რომ გხვდება, კარგა ხნის უნახავი...

ყველაფერი რო ღიაა, და რო მუშაობს - მაღაზიები და კაფეები, მაგრამ მაინც კაციშვილი რომ არაა...

უცბად რომ იყიდი წიგნს, რომელსაც დიდი ხანია, ეძებდი, და იქვე, კაფეში რომ მოკალათდები და ყავით და შოკოლადიანი ბლინებით რომ საუზმობ დღის 2 საათზე.

მეგობარი რო შეგხვდება და შემოგიერთდება, და აბსოლუტურად არაფერზე რო არ ილაპარაკებთ - უბრალოდ ზიხართ, და ამ სიჩუმეს და უკაცრიელ ქუჩებს თვალდახუჭულები აღიქვამთ... სხეულით გრნძობ, როგორ ისვენებს ქალაქი...

მერე სამსახურში რომ მოხვალ და აქაც კაციშვილი რო არაა, დაცვა - პახმელიაზე, რო ეძინათ და შენი გულისთვის გაღვიძება რო მოუწიათ.

შენც გეზარება მუშაობა, ხეტიალი გინდა ქუჩებში, ფოტოაპარატით ხელში, და უაზრობების გადაღება და კეთება, და უსაქმურობა რომ გენატრება... და მაინც, თავჩარგული რომ ზიხარ და უკირკიტებ რაღაცა ცხრილებს, არავის რო არ აინტერესებს, ისეთებს...

და მაინც კაია... კაია
