# ჩიტის მოტანილი ამბავი

ეს ის პოსტია, უსათაუროდ და უმიზნოდ რომ წერს ავტორი.  
წერს იმიტომ, რომ უბრალოდ რამე დაწეროს - არც კი იცის, რისი თქმა უნდა და რა გამოუვა.

ბოლო წელს ძალიან მოვუკელი წერას - შეიძლება მუზამ მიმატოვა, ან ცოტა დრო მაქვს ბლოგისთვის.  
შეიძლება, სულაც არ მინდა პირადი ცხოვრების გამომზეურება - რამდენიმე წლის წინანდელი (და რამდენიმე წლის ხანგრძლივობის მქონე) დეპრესია დამთავრდა და არავის უნდა მისი გახსენება.

შეიძლება სათქმელი შემომელია - მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამე ხდება გარშემო, მეზარება ხოლმე წერა, მიმოხილვა, კრიტიკა...

ჩვენს საზოგადოებას არ აკლია ვნებათა ღელვა, რომელიც ყველა ჩვენთაგანს შეეხება ხოლმე - ამიტომაც ვცდილობ, მაქზიმალურად დავიცვა თავი და ნაკლები ვინერვიულო.

მოკლედ, ასეა თუ ისე, შევეცდები გავაცოცხლო ბლოგი და მისი თავდაპირველი ფუნქცია აღვადგინო - "განათლება ხალხის მასებს"!

არა, მგონი ცოტა სხვა იდეა ქონდა ამ ბლოგს, მაგრამ, სამწუხაროდ, აღარ მახსოვს :)

ერთი ახალი და კარგი ამბავი კი მაინც მინდა გამცნოთ: ახლახან გაიხსნა შესანიშნავი საინფორმაციო სააგენტო ["ჩიტი"](http://www.chiti.ge) - გირჩევთ, მოინახულოთ, გაეცნოთ და ცოტა უფრო მხიარულად შეხედოთ ცხოვრებას :)
