# ჩეზე🏙️

ტკბილეულის მოყვარული მაინცდამაინც არ ვარ (ტყუილი!), მაგრამ ხანდახან გავკრავ ხოლმე კბილს ერთ ან მეორე ნამცხვარს ან ფუნთუშას.

კრემიანები მაინცდამაინც არ მიყვარს, უფრო შოკოლადიანი და ნიგვზიანი მიზიდავს - ბევრი კილოჯოულები აქვს და ენერგიას გმატებს.

ვიხსენებ ძველი ნამცხვრების სახელებს - შუ, ეკლერი, ნაპოლეონი, ჟოზეფინა, ზანგის კოცნა და იდეალი. ახლანდელ ნამცხვრებს კი ყველას რაღაც დოსტოევსკისეული სახელები ქვია - ოპიუმი, იდიოტი და რავი ათასი სხვა რამე.

რიგული ტორტი გახსოვთ? Рижский торт ანუ `(ძალიან ლამაზი ტორტები იყო, სახლების ფასადები და ქუჩების მაკეტები, რომლების დაჭრაც შუკების, შესახვევების, ჩიხების და სადარბაზოების მიხედვით შეიძლებოდა)`

აი ასეთი ნამცხვარივით ქალაქია პრაღა.

სასტუმროში ვინმე ივანოვთან ერთად მოვხვდი - ნეტა სადაურია? არა მგონია რომ ჩეხი ან გურული იყოს, ჰოდა ვნახოთ, იქნებ და ბოლო ფრენა იყოს მისთვის ეს ჩეხური რეისი და მანაც, თავისი მრავალი თანამემამულესავით, ევროპის დალოცვილ მიწაზე ნახოს უკანასკნელი თავშესაფარი...

ბულგარელი ყოფილა.
