# ჩემი ნიადაგი

თანდათან იზრდები, როგორც ხე, რომელიც კარგ ნიადაგზე დგას.

თითოეული ახალი ქარი, წვიმა თუ მიწისძვრა გეხმარება იმაში, რომ ფესვები გაიდგა და გამყარდე, ტოტები გაშალო და გაიზარდო.

ქარი - ეს ის ხალხია, ვინც შენს ცხოვრებაში შემოიჭრა და წავიდა.

წვიმა - ეს ალბათ სასმელია, და ცოტა ცრემლები.

მიწისძვრა - ეს პრობლემებია და მათი სოლუშენები (მევასება ეს სიტყვა).

და ნიადაგი - ნიადაგი კი ის ადამიანია, ვინც თავს სახლში გაგრძნობინებს, ვინც გივლის, გაჭმევს, გეფერება, ხანდახან ავადაც არის და მოვლა ჭირდება :)
