in2circle – სიახლე: ქართული სოციალური ქსელი

ქართული კომპანია, ქართული იდეა, ქართული ინოვაცია – მსოფლიო ბაზრისთვის!

მოინახულეთ www.in2circle.com

ასევე მოუსმინეთ ძალიან საინტერესო მოსაზრებას სოც.ქსელების განვითარების შესახებ:

Advertisements

Averia – the average font

ძალიან კარგი იდეა:

აიღეს უამრავი შრიფტი, გააერთიანეს მათი სტილები/იერსახე და შედეგად მიიღეს საშუალო შრიფტი: ავერია / Averia

     

მე ძალინ მიყვარს უცნაური შრიფტები და ხშირად ვიყენებ ხოლმე პრეზენტაციებში.

ფოტოების ონლაინ რედაქტორები

ვინაიდან და რადგანაც, სამსახურეობრივი მოვალეობიდან გამომდინარე, მიწევს ბევრი ტრენინგისა და კონსულტაციის ჩატარება სოციალურ მედიაზე, გადავწყვიტე, ბლოგზეც დამემატებინა სპეციალური კატეგორია – სოციალური მედია.

აქ შევკრიბავ ყველა პოსტს სოციალური მედიის სერვისებისა და ინსტრუმენტების შესახებ.

პირველი პოსტი: ფოტოების ონლაინ ედიტორი – Picozu Editor

ამ სერვისის ყველაზე მთავარი უპირატესობა ისაა, რომ გაძლევთ საშუალებას, სწრაფად და მარტივად დაარედაქტიროთ ფოტოები (სურათები) იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენს კომპიუტერზე არ გაქვთ დაყენებული სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა, როგორიცაა Adobe Photoshop, ან, უბრალოდ, თუ უცხო კომპიუტერთან ზიხართ და სასწრაფოდ გჭირდებათ ორი-სამი მარტივი ოპერაციის ჩატარება.

მეორე მსგავსი სერვისია (წესით უკვე ყველასათვის ცნობილი) – Picnik